კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები









კითხვა: როდის ვლინდება ძაღლებში ცოფის დაავადება?

პასუხი: დაავადების სიმპტომები ვლინდება მას შემდეგ, რაც ვირუსი გავრცელდება მთელ ორგანიზმში. დაავადების კლინიკური სურათის ჩამოყალიბებას, წინ უსწრებს მისი ფარული, ანუ ინკუბაციური პერიოდი. ცხოველი ამ დროსაც საშიშია. ხშირად, ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 10-14 დღის განმავლობაში, ხოლო ადამიანში მისმა ხანგრძლივობამ შეიძლება, ერთ წლამდეც კი გასტანოს. მოხვდება რა ცოფის ვირუსი თავის ტვინში, იქიდან ისევ ნერვის გავლით სანერწყვე ჯირკვალში ხვდება, სადაც ხდება მისი აქტიური პროდუცირება და გამოყოფა ნერწყვთან ერთად. კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე 10 დღით ადრე, შეიძლება, დაიწყოს დასნებოვნებულმა ცხოველმა ვირუსის გამოყოფა.

კითხვა: ოჯახში გვყავს 3 წლის ბავშვი, გვინდა ლეკვის აყვანა. მაინტერესებს, რაიმე პრობლემა ხომ არ შეექმნება ცხოველის სახლში მოყვანით ჩვენს შვილს? მსმენია, რომ ხშირია ეჭვიანობის მომენტიც.

პასუხი: ძაღლისა და ბავშვის პირველი შეხვედრის დროს, შეიძლება, ძაღლმა იეჭვიანოს. ეჭვიანობა შეიძლება, განუვითარდეს საკმაოდ მყარი ფსიქიკის ძაღლსაც. დიდი მნიშვნელობა აქვს მათ პირველ შეხვედრას. თანდათანობით უნდა შეეჩვიონ ერთმანეთს. ბავშვი უნადა მოარიდოთ მკვეთრ მოძრაობებს ძაღლთან. ხშირად მოვეფეროთ და შევაქოთ ცხოველი ბავშვთან კონტაქტის დროს და ბავშვს ავუხსნათ, რომ ძაღლი მისი მეგობარია, რომ არაფერს დაუშავებს და მივცეთ მათ ერთად თამაშის საშუალება.

თუ ბავშვს და ძაღლს ერთად გაასეირნებთ, ეს მათი ერთმანეთის გაცნობის, დაახლოებისა და დამეგობრების საუკეთესო საშუალებაა. მიუხედავად ყველაფრისა, ძაღლი თუ განაგრძობს ეჭვიანობას და აგრესიას გამოხატავს, საჭიროა, ის კინოლოგს ან პროფესიონალ მწვრთნელს მივაბაროთ.

კითხვა: რომელ დღეებშია შესაძლებელი ძაღლის დართვა?

პასუხი: ხშირ შემთხვევაში ძაღლის დართვა შესაძლებელია 8-12-14 დღეს. სასურველია, დაწყვილება კინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს. თუ გსურთ, რომ ძუ ძაღლი მაკედ დარჩეს, ციკლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, აუცილებლად უნდა მიმართოთ კინოლოგს. კინოლოგი შეამოწმებს ძაღლს და გეტყვით გრაფას, რისი მიხედვითაც მოხდება დაწყვილება.

კითხვა: დაწყვილებისთვის წელიწადის რომელი დროა უფრო სასურველი?

პასუხი: ყველასთვის ინდივიდუალურია. ყველა ძაღლს სხვადასვა დროს აქვს დაწყვილების პერიოდი. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად სასურველია გაზაფხული და რატომ: ლეკვები ზაფხულში იბადებიან. ყველაზე ცუდ პერიოდს, როცა მათ არ უნდა მიეკაროს ქარი, სიცივე და ასე შემდეგ, ადრეულ ასაკში გადაიტანენ და ზამთარს მომწიფებულები ხვდებიან, დაახლოებით, 5 თვის მაინც. თუმცა, ამ პერიოდს ერთი ძალიან დიდი მინუსიც აქვს – ძალიან ბევრი პარაზიტი და ბაქტერიაა. ზამთარში დაბადებული ლეკვები თითქმის ყველანაირ პარაზიტსა და ბაქტერიას იცდენენ. დაწყვილების პერიოდისთვის ყველა სეზონს თავის პლუსი და მინუსი აქვს.


скачать dle 11.3