7 სუპერსასმელი – გახდომა+სილამაზე+ჯანმრთელობა
ეს დიეტა, პრაქტიკულად, არის სასმელებით განტვირთვის დღე, რომელიც, სასურველია, კვირაში ერთხელ ჩაატაროთ.
თითოეული სასმელი სასარგებლოა როგორც სახის კანისთვის, ისე ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და, ცხადია, გახდომაშიც შეგიწყობთ ხელს. თან, ყოველგვარი დისკომფორტისა და უსიამოვნო შეგრძნებების გარეშე.
9 საათი: 1 ჩაის ჭიქა რძიანი კაკაო (კაკაო ატენიანებს და ელასტიკურს ხდის როგორც სახის კანს, ისე კანს მთელ სხეულზე).
11 საათი: 1 ჩაის ჭიქა ქაცვის წვენი (ქაცვი აძლიერებს იმუნიტეტს. ქაცვის ნაყოფი შეიცავს 10-ჯერ მეტ C ვიტამინს, ვიდრე ციტრუსები). ქაცვის ზეთი გააზავეთ წყალში ერთი ერთზე.
13 საათი: ნახევარი ჩაის ჭიქა ახალი ღვინო, მასში შემავალი სასარგებლო მჟავები, ზომიერად მიღების შემთხვევაში, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.
14 საათი: 1 ჩაის ჭიქა ბროწეულის წვენი (გაზავებული წყალთან, ნახევარი – ნახევარზე). აწესრიგებს სისხლის მიმოქცევის პროცესს და წმენდს სისხლს.
16 საათი: 2 ჩაის ჭიქა ტომატის წვენი. წმენდს ორგანიზმს და იცავს კიბოსგან. შეიცავს ლიკოპინს – ანტიოქსიდანტს, რომელიც აფერხებს სიბერის პროცესს, ამცირებს ონკოდაავადებების წარმოშობის რისკს. ამცირებს მადას.
18 საათი: 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი გააზავეთ 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში და გახსენით მასში 1 ჩაის კოვზი თაფლი. ეს ნარევი წვავს ცხიმებს და ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები.
20 საათი: 1 ჩაის ჭიქა ჩაი იმბირით, პიტნის ან მწვანე ჩაი. სამივეს აქვს ანტიანთებითი და შარდმდენი თვისება. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და საკვების გადამუშავებას.
ყველა წვენი დალიეთ პატარ-პატარა ყლუპებით, ოთახის ტემპერატურის. შეგახსენებთ, რომ განტვირთვის ეს დიეტა უნდა ჩაიტაროთ კვირაში ერთხელ, სასურველია – კვირა დღეს, ანუ მაშინ, როცა მთელი დღე სახლში იქნებით და, შესაბამისად, ადვილად შეძლებთ, ყოველი ჯერის მომზადებას და რეჟიმის დაურღვევლად მიღებას. შუალედურ დღეებში კი, თუ გსურთ, რომ ეს განტვირთვის დღე განსაკუთრებით ეფექტური იყოს, მაქსიმალურად შეზღუდეთ ცომეული და ტკბილეული, გამორიცხეთ ცხიმიანი საკვები და 19 საათის შემდეგ არაფერი მიირთვათ.