კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები








კითხვა: როგორ უნდა შევარჩიო სახის კანის გამწმენდი საშუალებები ზამთრის სეზონისთვის?

პასუხი: სახის კანის გამწმენდ საშუალებებს უნდა ჰქონდეს რბილი, ნაზი ფუძე და ნატურალურთან მიახლოებული PH. გარდა ამისა, მასში უნდა შედიოდეს გლიცერინი, ძირითადი ცხიმმჟავები: ომეგა 6 და ვიტამინი B3.

კითხვა: რატომ არის სახის კანისთვის მავნებელი მარილიანი და ცხარე საჭმელი?

პასუხი: მარილიანი, მწარე და ცხარე საჭმელი მავნებელია არა მარტო სახის კანისთვის, არამედ, მთელი ორგანიზმისთვის. გარდა იმისა, რომ წიწაკიანმა საკვებმა, შეიძლება, ალერგია ან კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, მლაშე და მწარე საკვები ახდენს სითხის შეკავებას, არღვევს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მოქმედებას, რაც მაშინვე უარყოფითად აისახება, უპირველესად, სახის კანზე.

კითხვა: რატომ არ შეიძლება მგრძნობიარე კანზე პილინგის გაკეთება?

პასუხი: მგრძნობიარე კანზე პილინგის გაკეთება დასაშვებია, ოღონდ შედარებით იშვიათად და, თან, რაც მთავარია, ძალიან ფრთხილად და ნაზად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, კანმა მიიღოს მიკროტრავმები, რომლებიც თვალით შეუმჩნეველი იქნება, მაგრამ, კანს ადვილად გააღიზიანებს და გაზრდის ანთებითი პროცესების წარმოქმნის რისკს.

კითხვა: ტიპის მიხედვით ერთნაირია თუ არა სახისა და თავის კანი?

პასუხი: სახისა და თავის კანი ტიპის მიხედვით ძირითადად ერთნაირია, ყოველ შემთხვევაში, თუ გაქვთ მგრძნობიარე სახის კანი, ეს იმას ნიშნავს, რომ თავის კანიც ასეთივეა, რაც, შეიძლება გამოიხატოს ქავილითა და აქერცვლით. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა – შესაბამისი ნიღბები და მხოლოდ სპეციალური შამპუნის გამოყენება.

კითხვა: ძალიან სქელი და აფუებული თმა მაქვს. როცა სალონში ვისწორებ, ერთ-ორ საათში ისევ თავის ბუნებრივ ფორმას იღებს. როგორ მოვიქცე, რომ დაბანამდე მაინც შეინარჩუნოს დატკეპნილი და გასწორებული ფორმა?

პასუხი: გამოიყენეთ სტაილინგური საშუალებები, მაგალითად, მცირე რაოდენობის ცვილი შეათბეთ, ხელებით, ხელისგულებით კარგად ასრისეთ და თანაბრად გადაისვით თმის მთელ სიგრძეზე.

კითხვა: არსებობს თუ არა მოსახსნელთავიანი ელექტროსაპარსი, რომელიც ინტიმური ზონების გასაპარსად გამოიყენება?

პასუხი: რა თქმა უნდა, არსებობს. თანაც, ასეთ ელექტროსაპარსს გარკვეული უპირატესობაც გააჩნია: არ იწვევს გაღიზიანებას და ამცირებს ბეწვის ჩაბრუნების რისკს. ერთადერთი მინუსი ის აქვს, რომ ის არ პარსავს ისე წმინდად, როგორც მექანიკური საპარსი.

კითხვა: რა არის ქერტლის გაჩენის მიზეზი და როგორ ავირიდოთ ის თავიდან?

პასუხი: როგორც წესი, თავის კანის განახლება ხდება ყოველი 28 დღის შემდეგ, მაგრამ, ყოველ მეხუთე ადამიანს ეს გაცილებით ადრე, ანუ, 4-5 დღის შემდეგ ემართება. სწორედ ეს იწვევს ქერტლის გაჩენას. ამ რეჟიმის დარღვევას უამრავი მიზეზი შეიძლება, ჰქონდეს: სხვისი სავარცხლის გამოყენება, სტრესი, ვიტამინების ნაკლებობა, სოკოვანი დაავადებები და სხვა.

ამის თავიდან ასარიდებლად, ჩართეთ თქვენს რაციონში საკვები, რომელიც მდიდარი იქნება A, D და E ვიტამინებით, რკინით, გოგირდით, თუთიით, მაგნიუმით, ფტორით, კალიუმითა და კალციუმით. კარგია ზემოთ მოხსენებული ვიტამინების თმის ძირებში შეზელა. მოიწესრიგეთ კვებისა და ძილის რეჟიმი, ხმარებიდან ამოიღეთ ფენი და, რაც მთავარია, შეეცადეთ, „აისხლიტოთ“ სტრესები და ნერვიულობა.

კითხვა: რამდენ ხანს გრძელდება ფოტოგაახალგაზრდავების ეფექტი? უკვე ორი კურსი ჩავიტარე, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავ. კოსმეტოლოგი მარწმუნებს, რომ პროცედურის გამეორებაა საჭირო. თქვენ რას მირჩევთ, ღირს დათანხმება?

პასუხი: საერთოდ, შედეგი და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი აპარატით იტარებთ პროცედურებს და, ცხადია, თქვენი კოსმეტოლოგის პროფესიონალიზმზე. წესით, ორი კურსის შემდეგ რაღაც შედეგი მაინც უნდა გქონდეთ.


скачать dle 11.3