კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით პასუხობს მამუკა მუმლაძე კბენაზე და რა შეიძლება გააკეთოს მან აფექტურ მდგომარეობაში







მამუკა მუმლაძე მაყურებელმა სერიალ „გოგონა გარეუბნიდან” გაიცნო. ის ამავე დროს თეატრის მსახიობია და არაერთ სპექტაკლში თამაშობს. მამუკა მეორე კურსზე იყო, როდესაც ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმა შეამჩნია და სპეკტაკლ „ძმებში” მიიწვია, რასაც შემდეგ არაერთი სპექტაკლი მოჰყვა. როგორ დაიწყო სამსახიობო კარიერა და რა ხდება ამ ეტაპზე მის ცხოვრებაში, თავად ახალგაზრდა მსახიობი გვიამბობს.



– მაყურებელმა სერიალ „გოგონა დარეუბნიდან” გაგიცნო, მაგრამ, ბევრმა არ იცის, რომ სტუდენტობიდან თამაშობ თეატრში და არაერთი საინტერესო გმირი შეგიქმნია.

– მეორე კურსზე ვიყავი, როცა ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმა მნახა ერთ-ერთ სტუდენტურ სპექტაკლში თამაშისას და გადაწყვიტა, თავის თეატრში დავეკავებინე. ჩემთვის პირველი სპექტაკლი პროფესიულ სცენაზე იყო „ძმები”. მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი. ჩემი ერთ-ერთი პარტნიორი იყო ნიკო გომელაური, ის მანამდეც ჩემი საყვარელი მსახიობი იყო და უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვთამაშობდი. ყველა რეპეტიციაზე გული მიცემდა. მოკლედ ვიწვალე, ვიწვალე და, მგონი, გავართვი თავი. შემდეგ „ძმებს“ „იდიოტოკრატია“ მოჰყვა, „იდიოტოკრატიას“ „ანა ფრანკის დღიური“, მერე იყო „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“... და ასე შემდეგ. ახლა ვმუშაობთ ერთ არაჩვეულებრივ პიესაზე – „მშვენიერი ქართველი ქალი”. ძალიან მიხარია, როცა დილით ვიღვიძებ და რეპეტიციაზე მივდივარ.

– სერიალში უიღბლოდ შეყვარებულის როლს თამაშობ, სინამდვილეშიც ასე ხომ არ ხდება ხოლმე?

– არა, სინამდვილეში მსგავსი რამ არ დამმართნია, რადგან ჯერ არავინ მყვარებია. მიმაჩნია, რომ თუ ვინმე შემიყვარდება, მთელი ცხოვრება ის მეყვარება. იყო მომენტები, როცა გავგიჟებულვარ გოგოზე და მეგონა, რომ მიყვარდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ინტერესი დამიკარგავს. ძალიან მინდა, შემიყვარდეს და გავიგო, რა გრძნობაა ეს.

– თუ გაქვს შენი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც აფასებ ქალს?

– არ მიყვარს სიყალბე. არც ურთიერთობაში და არც გარეგნობაში. მე უფრო ბუნებრივ სილამაზეს ვანიჭებ უპირატესობას, მაგალითად, არ მომწონს შეღებილი თმა. როცა ჭაღარა გაუჩნდება, მერე შეიღებოს, რა პრობლემაა! კარგია, როცა ადამიანი ბუნებრივად ლამაზია და არ სჭირდება ის მთელი რიგი ხელოვნური ჩარევები, რასაც ქალები აკეთებენ. ქერა იქნება თუ შავგვრემანი, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, კოჭლი იქნება თუ სამხელა – ამის აქვს (იცინის). გოგოში ვეძებ და ვაფასებ ინტელექტს.

– ოჯახს თუ აქვს მნიშვნელობა, მაგალითად, როგორ ოჯახში გაიზარდა გოგონა, რომელიც მოგწონს?

– შეიძლება, გოგონა არშემდგარი ოჯახიდან იყოს, მაგრამ პიროვნულად აღმოჩნდეს ისეთი, როგორიც მე მინდა. ამ შემთხვევაში ოჯახს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მე და იმან ვიპოვოთ ერთმანეთი. თუნდაც ცხრა მამა და ათი დედა ჰყავდეს, ყურადღებას არ მივაქცევ, თუ გოგონა იქნება ღირსეული.

– ცხოვრებაში ხშირად გიმართლებს?

– მიმაჩნია, რომ მიმართლებს, რადგან, ვაკეთებ იმ საქმეს, რაც სიამოვნებას მანიჭებს. ამ ეტაპზე ნამდვილად მიმართლებს. შეიძლება, უამრავი სირთულე შემხვდეს, მაგრამ, უკან არ ვიხევ. ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო და ყველაფერი გამოგივა.

– ანუ, მარტივად ვერ აღწევ წარმატებას?

– ძალიან მარტივად ვაღწევ წარმატებას-მეთქი, რომ გითხრათ, ტყუილი იქნება. ვწვალობ, ვწვალობ და, ბოლოს, რაღაც გამომდის, მგონი. მთავარია, იბრძოდე იმისთვის, რაც გულით გინდა და აუცილებლად გამოგივა.

– რამე მიზანი თუ გაქვს ცხოვრებაში, რისთვისაც იბრძვი?

– არ ვიცი, სურვილი დავარქვა ამას თუ მიზანი, მაგრამ, მინდა, მთელი ცხოვრება ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე და, ალბათ, ამისთვის ვიბრძოლებ კიდეც. მე ჯერ არ მიმაჩნია, რომ პროფესიონალი არტისტი ვარ, მაგრამ, როგორც მღებავის საქმეა ღებვა, ისე ჩემი საქმეა სცენაზე თამაში. ჩემი პატარა ოცნებაა, მქონდეს საკუთარი პატარა ოჯახი.

– მიზნის მისაღწევად ყოველთვის ბოლომდე იბრძვი? დაბრკოლებები ხომ არ გაშინებს?

– ხელი თუ ჩავიქნიე, ამით მარტო მე დამაკლდება. მაგალითად, თუ ვერ ვასრულებ ჩემს როლს ისე, როგორც საჭიროა და, ფარ-ხმალი დავყარე, რა გამოვა, ამით რამეს ეშველება? ამიტომ, ჯობია, ბოლომდე ეცადო, იწვალო. ჩემი აზრით, შეუძლებელი არაფერია.

– საერთოდ მგრძნობიარე ადამიანი ხარ?

– გააჩნია, რა შემთხვევაში. თუ ჩემს პირადს ეხება, ალბათ, ვარ მგრძნობიარე. ქვა ხომ არ მიდევს გულში, მეც განვიცდი, მეც მტკივა.

– კრიტიკას ადვილად ეგუები?

– სხვა გზა არ მაქვს, უნდა მივიღო, რადგან კრიტიკის გარეშე ვერ გაიზრდები. სულ „კარგი ხარ“ რომ გეძახონ, ბოლოს დაიჯერებ, რომ კარგი ხარ და წინ ვეღარ წახვალ, ერთ საფეხურზე გაჩერდები. ასევე, მნიშვნელობა აქვს, ვინ მაძლევს შენიშვნას. თუ ამ საქმესთან საერთოდ არ აქვს შეხება, არ მივიღებ. თუმცა, იმასაც გააჩნია, როგორი ტონით მეტყვიან. მაგალითად, უბნელი ან ძმაკაცი რომ მოვიდეს და მითხრას: მამუკ, აი, ეს ვერ ითამაშე, ან – ეს ისე არ გამოგივიდა, როგორც საჭირო იყო, – მსგავს შენიშვნას მივიღებ და აუცილებლად გამოვასწორებ, მაგრამ, თუ იმიტომ მეუბნება, რომ მიკბინოს და ამანერვიულოს, ეგ სხვა ამბავია, მაგ შემთხვევაში არ ვიცი, რას ვიზამ.

– ვიღაცამ რომ მიკბინოს და ამანერვიულოსო, თქვი. „კბენის“ შემთხვევაში როგორ რეაგირებ, შენც ასევე პასუხობ?

– მაგ დროს ყველაზე მაგარი პასუხი არის ის, რომ პასუხს არ გასცემ და ყურადღებას არ მიაქცევ. თუმცა, გააჩნია, რას მეტყვის. თუ ძალიან მიკბენს, აუცილებლად კბენითვე ვუპასუხებ.

– ემოციური ადამიანი ხარ?

– დიახ, ემოციური ვარ. საერთოდ ჯობია, ემოციები ზომიერად გამოხატო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შენვე გავნებს. ეს მე ხან გამომდის, ხან – არა. აფექტში ყოფნისას, შეიძლება, ვიყვირო კიდეც. თუმცა, ვცდილობ, ყველანაირი ემოცია სცენაზე დავხარჯო.

– რა არის შენთვის ყველაზე დიდ სიამოვნება?

– ყველაზე დიდ სიამოვნებას მეგობრებთან ყოფნა მანიჭებს – მათთან ერთად ბილიარდის თამაში, დალევა... როცა საყვარელი ადამიანი მეყოლება, ალბათ, მასთან ერთად ყოფნა მომანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას.

– ექსტრემი თუ გიზიდავს?

– დიახ, ძალიან მიყვარს ექსტრემალური სიტუაციები. ხშირად მაქვს სურვილი, ხიდიდან გადმოვხტე. ბავშვობიდან მიყვარდა სიმაღლიდან ხტომა. სოფელში მდინარეში ვხტებოდი ხოლმე და რაც უფრო მაღლიდან იყო გადმოსახტომი, მით მეტად მიზიდავდა. სიმაღლის შიში არასდროს მქონია.



– გაქვს თვისება, რომელიც არ მოგწონს და დიდი სიამოვნებით გამოასწორებდი?

– ბევრი თვისება მაქვს ისეთი, რომელიც არ მომწონს. ყოფილა მომენტები, როცა მინანია ჩემი საქციელი და მიფიქრია, ნეტა ეს ასე არ გამეკეთებინა-მეთქი. ჯიუტი ვარ, ოღონდ, ზომიერად, ისე არა, რომ, როგორც მე მინდა, ისე უნდა გავაკეთო. მართალია, ნახევრად სვანი ვარ, მაგრამ, ხანდახან ჩემს პრინციპებს ვღალატობ და სხვის რჩევას ვითვალისწინებ. მწარედ ნათქვამი გამოდის ხოლმე და მერე ვხვდები, რომ ამით ვიღაცას გული ვატკინე და ამ დროს იმ ვიღაცაზე მეტად ეს ჩემზე მოქმედებს. სინანულის გრძნობა მაწუხებს, სანამ სიტუაციას გავარკვევ და, თუ აუცილებელია, ბოდიშსაც მოვიხდი.

– ადამიანის ამოცნობა გეხერხება?

– არა, ეგ ნამდვილად არ გამომდის. ხშირად ყოფილა, რომ ადამიანი, სულ სხვანაირი მეგონა, ახლოს გაცნობის შემდეგ კი ასე არ აღმოჩენილა. საერთოდ, უცნაური რაღაცაა. ვინც თავიდან არ მოგწონს, ბოლოს ის გიყვარდება და იმას უახლოვდები.

– შენი ცხოვრება რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია?

– ლამაზი ქალისა და ხინკლის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება (იცინის). მე თვითონაც მშვენივრად მეხერხება სამზარეულოში ფუსფუსი. რამდენად კარგი გამომდის ნახელავი, არ ვიცი, მაგრამ რაც მთავარია, მე მომწონს (იცინის).

– შენს თავს კინოში უფრო ხედავ თუ თეატრში?

– ჯერჯერობით თეატრში ვხედავ ჩემს თავს. დიდი სურვილი მაქვს, ვითამაშო კარგ, ინტელექტუალურ ფილმში. ბოლოს რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ, თეატრს თავს სამუდამოდ არასდროს დავანებებ.



скачать dle 11.3