კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის წარმოდგენა არ შეუძლიათ მამაკაცებს ანუკა ქორქიასთან დაკავშირებით და რამ გახადა ის ძლიერი და მამაკაცივით მდგრადი ხასიათის









მშვენიერი ანუკა ქორქია კვლავ აქტიურად მუშაობს. თავის საქმიან ამპლუაშია და ჩვეული ენერგიულობით, ხალისითა და ღიმილით განაგრძობს გადაცემის წაყვანას.



ანუკა: დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი და საქმეში ვარ თავიდან ფეხებამდე ჩაფლული. რაც მთავარია, მიყვარს ჩემი საქმე და თავს ბედნიერად ვგრძნობ.

– ზუსტად შენი შესაფერისი სამსახური გაქვს, მხიარული, აქტიური, ერთობი კიდეც.

– შემიძლია ვთქვა, რომ ტუზი დამეცა. ეს არის გადაცემა, რომელსაც მეც დიდი სიამოვნებით ვუყურებდი. ანუ, ეს არის სამსახური, რომელიც ძალიან მომწონს და საქმე, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.

– ხშირად გაქვს ისეთი შანსი, რომელიც შემდეგ მთელ ცხოვრებას გიცვლის?

– საბედნიეროდ, ჩემი ცხოვრება სავსეა ბევრი და კარგი სიურპრიზით. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ცხოვრება ლამაზ ზღაპარს ჰგავს. რა თქმა უნდა, არის ცუდი მომენტებიც, რაც გაწუხებს, გწყინს, არ მოგწონს, მაგრამ უფრო ბევრი კარგი გასახსენებელია. ბევრმა რაღაცამ შეცვალა ჩემი ცხოვრება რადიკალურად. ზოგი ამბობს, ამდენი კარგი რომ ხდება, მეშინია, ცუდი არაფერი მოყვესო, მე არ ვარ ასეთი. წლების განმავლობაში ასე ხდება – ყველაფერი კარგად მიდის და იმედი მაქვს, ყველაფერი ისევ კარგად გაგრძელდება.

– ბოროტი პერსონაჟები ხშირად ჩნდებიან შენს ზღაპარში?

– ჩემს ზღაპარშიც არიან ბოროტი პერსონაჟები, მაგრამ იმდენად უსუსურები, არარაობად მიმაჩნია. ისეთ ადამიანებს რომ ავყვე, რომლებიც გამიზნულად ცდილობენ, რაღაც დაგიშავონ, გაწყენინონ, მაშინ ვიქნები ძალიან სუსტი, შტერი.

– ზღაპრის რომელი გმირი ხარ, კონკია ნამდვილად არ ხარ?

– კონკია ნამდვილად არ ვარ. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ზღაპრები ძალიან მიყვარს და ბავშვობის ოცნება იყო, ცეროდენა მყოლოდა სახლში. ზოდიაქოთი წყლის სტიქია ვარ, ზღვა მიყვარს ძალიან და ბავშვობაში მინდოდა, „რუსალკა“ ვყოფილიყავი, კუდი მქონოდა და მეცხოვრა ყველასგან შორს, ბედნიერად. არც კონკიას ბედი მაქვს, არც პრინცესის, ყველაფერი კანონზომიერად მიდის და მე მაკმაყოფილებს.

– შენი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე თუ ყოფილა მომენტები, როდესაც გიფიქრია, რაღაც ისე ვერ გავაკეთე, როგორც საჭიროაო და თუ შეცვლიდი რამეს?

– ძირითადად, ვფიქრობ, რომ ჭკვიანი ვარ და ბევრ რამეს სწორად ვაკეთებ და ასეც არის. მაგრამ, როგორც სხვებს, მეც ბევრი შეცდომა დამიშვია და მიფიქრია, შანსი რომ მქონოდა, ამ შეცდომას არ დავუშვებდი და უკეთესად გავაკეთებდი-მეთქი. მაგრამ, რაც ხდება ჩემს თავს, ყველაფერი არის „კ ლუჩშემუ“. ამას საკუთარ თავს კი არ ვაჯერებ, მართლა სიკეთისკენ მიდის ყველაფერი. შეიძლება პირადი ურთიერთობა ადამიანთან არ აგეწყოს, მაგრამ ამ ფონზეც კი, იმდენ დადებითს იღებ, ისე გექცევიან – იქამდე და იმის მერეც, იმდენ სითბოს, კარგ დამოკიდებულებას, პატივისცემას გრძნობ, რომ არავისზე ხარ ნაწყენი. როგორც წესი, ჩემს ცხოვრებაში ცვლილებებში გადამწყვეტ როლს მე ვთამაშობ. ჩემ გარეშე არაფერი ხდება, არც კარგი, არც ცუდი.

– როგორც მივხვდი, ეს თვისება ბავშვობიდან გაქვს?

– ბავშვობიდან ძალიან დამოუკიდებელი ვარ და ამაში დამეხმარნენ ჩემი მშობლები, რომლებმაც დამოუკიდებლობის საშუალება მომცეს ძალიან პატარა ასაკში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 14-15 წლის ასაკში ღამის 3-4 საათზე შევდიოდი სახლში. პირიქით, რეჟიმში ვიზრდებოდი. ხელჩაკიდებული ვიყავი და მერვე კლასამდე მე და ლიკას ბებია ჩუმად დაგვყვებოდა სკოლაში. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ არ ვიტირეთ, არ დავიმუქრეთ, სკოლაში აღარ წავალთო. დამოუკიდებლობაში ვგულისხმობ დამოუკიდებლად სწავლას, საკუთარი პრობლემის მოგვარებას. იყო პატარა ლაფსუსები, რაზეც ჩემი მშობლები მეუბნებოდნენ, მოაგვარე თავად, არ ხარ პატარა, რასაც აკეთებ ყველაფერზე პასუხს შენ უნდა აგებდეო. ეს ძალიან დამეხმარა, ბევრად უფრო ძლიერი გავხდი, ვიდრე ეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს წარმოუდგენიათ. ხასიათში, ძალიან ბევრ რამეში მამაკაცური სიმტკიცე მაქვს. 15-16 წლის ასაკშიც, როდესაც გაპრანჭვის „ხანაა“, თაყვანისმცემლების ბუმია, უყვარხარ მთელ ქუჩას, უბანს, ჭკუაზე არ ხარ. მშობლები ფიქრობდნენ, ბავშვია, ტვინი არ აერიოს, ვიღაცას არ გადაეკიდოსო და თავიდანვე მაჩვევდნენ – რომ ეს არის შენი ცხოვრება, შენ უნდა იცოდე, ამ ასაკში ვინც არ უნდა მოგეწონოს, გაიზრდები და მერე სხვა მოგეწონება, ბევრჯერ შეგეცვლება გემოვნება. თუ რამე ისეთს გააკეთებ, რაც არ უნდა გააკეთო, ეს შენი პასუხისმგებლობაა, შენ დაიღუპავ თავს, ჩვენ არ ჩავერევითო. ამიტომ, უფრო მეტად ვგრძნობდი პასუხისმგებლობას ბევრად უფრო ფრთხილი, ჭკვიანი ვიყავი.

– ისე, საპირისპირო სქესის წარმომადგენელს თუ უცდია შენთვის ტვინის არევა?

– როცა ჭკვიანი, ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ, ტვინს ვერავინ აგირევს, თუ შენ არ აირიე. არის რაღაც, რაზეც გინდა, განზრახ დახუჭო თვალი. იმიტომ, რომ ეს ადამიანი გინდა, მერე კი იტყვი, მოვტყუვდიო. მე ყოველთვის ვცდილობდი, ადამიანში დამენახა ჯერ ცუდი, მერე – ყველაფერი კარგი. შეიძლება, მეც შევმცდარვარ, მიფიქრია, კარგი ბიჭია, რა მოხდა, გავივლით-გამოვივლით. მერე კი მივმხვდარვარ, რომ არ ღირდა, სულ სხვანაირი ტიპაჟი აღმოჩენილა, მაგრამ ყველაფერი ბოლომდე საკუთარი თავისთვის დამიბრალებია. არასდროს ვასერიოზულებ ურთიერთობას. ის მირჩევნია, ვუყურო ადამიანს, ვაკვირდებოდე და მერე მივიღო გადაწყვეტილება. პირად ცხოვრებას ძალიან ვუფრთხილდები, დიდ პატივს ვცემ საკუთარ გრძნობებს, ემოციური ადამიანი ვარ და არავინ მიღირს იმად, ეს ყველაფერი გავათელინო და გავაფუჭებინო. შეიძლება, მოგეწონოს ბიჭი, აჟიტირდე, მაგრამ მალევე გადაგიაროს, მთავარი პიროვნული თვისებებია. არ ვფიქრობ, რომ ბიჭი უნდა დაგიჯდეს და მაღალმატერიალურ თემებზე გელაპარაკოს, მაგრამ არ მინდა ზედმეტად ცარიელი, სუსტი იყოს, ცუდი მანერები ჰქონდეს. ძალიან პრეტენზიული გემოვნება მაქვს და მირჩევნია, კარგი ტიპაჟი იყოს, ვიდრე „კრასავჩიკი“. მომწონს, როდესაც მამაკაცი ურთიერთობისას ძალიან თავისუფალი და უშუალოა. კარგი იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს და სიმპათიურიც იყოს.

– თითქმის ყველა მეგობარი გაგითხოვდათ და ისინი ხუმრობენ კიდეც, მარტო დები ქორქიები დაგვრჩნენ გასათხოვრები, ეგენი ხომ პრინცებს ელოდებიანო.

– ჩვენ ხშირად გვეკითხებიან, რას და ვის ელოდებით, გამოჩნდა თეთრი რაშიო? ნამდვილად არ ველოდები თეთრ რაშს და პრინცს. მინდა, გვერდით ისეთი ადამიანი, რომელთანაც მეცოდინება, რომ მთელ ცხოვრებას გავატარებ, ასეთი ჯერ არ გამოჩენილა. 16 წლის ვიყავი, როდესაც ვთქვი 25 წლის გავთხოვდები-მეთქი და დამცინეს. რა სისულელეაო. 20 წლის რომ გავხდი, ვთქვი, ახლა მიყურეთ-მეთქი. სად მეჩქარება, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. არ მაკლია ყურადღება, სითბო, თაყვანისმცემლები და ჯერჯერობით ამ ყველაფერს ვერ ვთმობ. როდესაც გამოჩნდება კონკრეტული ადამიანი, რომელზეც მზე და მთვარე ამომივა, გავგიჟდები, მეცოდინება, რომ ის არის, ვინც მე მინდოდა, მაშინ ვიფიქრებ ურთიერთობის გასერიოზულებაზე. თუმცა, მანამდე ბევრს დავაკვირდები.

– ხშირად მამაკაცებს უჭირთ წარმატებულ, ლამაზ ქალებთან სერიოზული ურთიერთობის აწყობა. შიშიც აქვთ თითქოს, შენ ეს გიგრძნია?

– ამიტომ, მამაკაცი ქალზე რაღაცით წინ უნდა იყოს. ძალიან ბევრჯერ გამიგია, რომ ჩემზე შეყვარებულ ბიჭს უთქვამს, ვგიჟდები, ისე მიყვარს, მაგრამ რა აზრი აქვს, როგორც უნდა ვიბრძოლო, მაინც ვერ „გავუქაჩავო“. „გავუქაჩავო“ – რას ნიშნავს, ვერ გავიგე. არავის ვაჯანჯღარებ და ვთხოვ, კართან დამიყენეთ „ბენტლი“-მეთქი. მე ვარ ადამიანი, რომელიც მშობელსაც კი ვერაფრის გაკეთებას ვერ ვთხოვ. რატომღაც ჰგონიათ, ჩემ გვერდით რაღაც სასწაული უნდა იყოს. მე კი ვფიქრობ, რომ ჩემ გვერდით, უბრალოდ, ჩემზე უკეთესი უნდა იყოს, გარეგნობას არ ვგულისხმობ. ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ. შემიძლია, ყველაფერი გავაკეთო, დავალაგო, ეზო დავხვეტო, კარგი ბლინები გამოვაცხო, თავი არავისზე მეტად არ მიმაჩნია.


скачать dle 11.3