კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოუწყო მამუკა ლორიას ოცდღიანი კახური თაფლობის თვე და რატომ მუშაობდა ის ტრიკოტაჟის ფაბრიკაში









შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობის, მამუკა ლორიას გამოჩენა საზოგადოებაში ყოველთვის ღიმილსა და დადებით განწყობას იწვევს. მართალია, ინტერვიუზე დასთან, რუსუდან ლორიასთან ერთად უნდა მოსულიყო, მაგრამ, გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო მარტო მოვიდა. მიუხედავად ამისა, ინტერვიუს თემა უცვლელი დარჩა და მათი ოჯახის შესახებ ვისაუბრეთ. სამი მსახიობი ერთი ოჯახიდან – ეს არც ისე ცოტაა. მართალია, ბატონი აბესალომი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ ქართულ კინემატოგრაფიაში არაერთი საინტერესო სახე დატოვა.





– სამი მსახიობი ხართ ოჯახში, ამჯერად სამწუხაროდ, ორნი დარჩით...

– სხვათა შორის, რამდენიმე ეპიზოდურ სცენაში დედაჩემიც არის გადაღებული – გაერია მარაქაში. გიორგუნა პატარა ვარსკვლავი მყავს, რამაზ იოსელიანთან ერთად ექვსი „მაცაცერა“ აქვს გადაღებული, ორ ფილმში მერაბ კოკოჩაშვილთანაც აქვს ჩარბენ-ჩამორბენილი. კიდევ რაღაც სადიპლომო ნამუშევარში გადაიღეს. მაგ ასაკში მე ასე განებივრებული არ ვიყავი. „გარიგებაში“ ჩემმა მეუღლემაც ითამაშა ეპიზოდში. საქმე ისაა, რომ იმ დროს მე და მზია „სვაძებნიში“ ვიყავით – იმ ზაფხულს მოვიყვანე ცოლად და ხაშურში წავედით. ამ დროს ზაზა კოლელიშვილმა დამირეკა, ნათიას სცენარით ფილმის გადაღებას ვიწყებ და, როლზე რომ დაგპატიჟო, წამოხვალო? კი, წამოვალ, მაგრამ, მარტო არ ვარ, ცოლი მოვიყვანე-მეთქი, ვუთხარი. კოლელიშვილმა მითხრა, ერთი შემახედე, შენ ვინ გამოგყვა ცოლად, ასე ვინ დააბრმავე და, „სვაძებნის“ გიწყობ თელავშიო. მოკლედ, ოცი დღე თელავში ვიყავით და ჩვენნაირი „სვაძებნი“ არავის ჰქონია, ძალიან მაგარი იყო.

– „გარიგება 2“-ის გადაღებები თითქმის დასრულდა. ხომ არ მოგინდათ მეუღლესთან ერთად მეორე თაფლობის თვე ოცი წლის შემდეგ სიმბოლურად მოგეწყოთ?

– არა, რას ამბობ, არავითარი სიმბოლური, ეს უკვე რეალობაა! კონტრაქტში არ მეწერა – ცოლით ჩამოდი კახეთშიო. „გარიგება 2-ის“ გადაღებებს „ზავოდობა“ დაემთხვა და, წარმოიდგინეთ, როგორ მეწყინებოდა (იცინის).

– როგორი შეგრძნება გქონდათ ბავშვობაში, გააზრებული გქონდათ, რომ ასეთი ცნობილი მამის შვილები იყავით? მამის სახელმა თუ იმოქმედა თქვენს კარიერაზე?

– ამ ყველაფერმა იმდენად იმოქმედა, რამდენადაც, ჯარში რომ არ წავსულიყავი, ხუთი წელი პროფტექნიკუმში ელექტრომონტიორობას ვსწავლობდი. მეტი არ არის ჩემი მტერი, ჩემგან მონტიორი დამდგარიყო. მანამდე, მუშაობის სტაჟი რომ მქონოდა, ექვსი თვე ტრიკოტაჟის ფაბრიკაში „აბესას“ ძმაკაცთან ვიყავი გაფორმებული. მერე ოჯახის წევრებმა უთხრეს, სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს, გაინძერი, რაღაც ქენიო. ნიჭზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ, რატომღაც, არტისტობა მინდოდა ძალიან, თუმცა, რა გამოვიდოდა ჩემგან, ნამდვილად არ ვიცოდი. მაშინ არტისტობა მარტო „ტაში-ტუში“ მეგონა. „აბესა“ ჩემი არჩევნის წინააღმდეგი იყო, ამბობდა, პროფესიად იქნებ სხვა რამე აირჩიოს და, როგორც ტიპაჟს, შევუწყობ ხელს, რომ კინოში მოხვდესო. მეტი არ არის ჩემი მტერი, „აბესას“ ჩემთვის ხელი არ შეეწყო რამეში, არსად მის გამო არ მოვხვედრილვარ. ერთადერთი, რაშიც დამეხმარა, არ მოგატყუებთ და, ეს თეატრალური ინსტიტუტი იყო, სადაც „ჩაწყობით“ მოვხვდი. რუსიკოს რაც შეეხება, ქორეოგრაფიული აქვს დამთავრებული, რის შემდეგაც სტაჟირებაზე ოპერაში უნდა წასულიყო, მაგრამ, ფეხის ტრავმა მიიღო და ცეკვას შეეშვა. დაახლოებით ექვსი-შვიდი წელი ერთად ვმუშაობდით მოზარდ მაყურებელთა თეატრში. ამის შემდეგ რამდენიმე წელი ახმეტელის თეატრში მუშაობდა. ამჟამად რუსუდანა აქტიური მსახიობი აღარ არის, სახლში ზის, ყავას სვამს და მიშლის ნერვებს. ძირითადად ამით არის დაკავებული.

– იუმორით ორივე დედმამიშვილი გამოირჩევით.

– ხანდახან წაგვკრავს ასეთი რამ, თორემ, რომ თქვა – დედა, ამისთანა არაფერი დაბადებულაო – არა.

– ალბათ, თქვენს გარემოცვაში ყოფნა ყველას სიამოვნებს და ყოველთვის კარგი განწყობით ხართ გამორჩეული.

– სულ ასეც არ არის, გიჟები ხომ არ ვართ დილიდან საღამომდე რომ ვიცინოთ?!

– სხვაობა რამდენია თქვენ შორის?

– 6 წელი.

– უფროსი რომელი ხართ?

– რუსუდანა რომ იყოს უფროსი, მაინც ვიტყოდი, მე ვარ-მეთქი, მაგრამ ნამდვილად მე ვარ უფროსი.

– მკაცრი ძმა იყავით?

– არა, რას ამბობ, ძალიან ლოიალური ვიყავი მის მიმართ. მკაცრი არა, მავნე ბავშვი კი ნამდვილად ვიყავი. მართალია, ძალით არაფერს ვაფუჭებდი, მაგრამ, ხელმარცხიანი ვიყავი. ბოლოს უკვე ჩემი ბრალი რომც არ ყოფილიყო, მაინც მე მბრალდებოდა და ყველაფერი ჩემზე ტყდებოდა. ჩემი არ მყოფნიდა, სხვისიც მე არ დამბრალებოდა?! ერთადერთი, ნათურა რომ გადაიწვებოდა, მაგას არ მაბრალებდნენ, თორემ სხვა შემთხვევაში ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე.

– ძირითადად სახასიათო მსახიობად აღგიქვამთ მაყურებელი. თუ გქონიათ სურვილი, განსხვავებული ჟანრის როლი გეთამაშათ, თუნდაც, ვთქვათ, ტრაგიკული?

– განსხვავებული როლის თამაშის სურვილი მართლა მქონია, მაგრამ, რამდენად შესაძლებელია ეს ჩემი „სიფათის“ შემხედვარე, არ ვიცი. ოტელო და დეზდემონა და ასეთი რაღაცეები არა, მაგრამ, ძირითადად, უარყოფითი გმირის თამაშის სურვილი მაქვს, თუნდაც მეორე ხარისხოვანი როლი იყოს. ალბათ, შიგნიდან რაღაც მაწუხებს და ფარულად მაქვს უარყოფითი. ცხოვრებაში არ მაქვს ამის უფლება და, ალბათ, შიგნიდან მიჩხიკინებს რამე.

– მართალია, აღნიშნეთ, რომ „აბესა“ არ მეხმარებოდაო, მაგრამ, ალბათ, მაინც გამოგდგომიათ მისი სახელი.

– კი, ასეთი მომენტები იყო, „აბესას“ სახელმა ბევრჯერ გადამარჩინა. ერთი-ორჯერ სკოლიდან დააპირეს ჩემი გაგდება, მაგრამ, რომ გაიგეს აბესალომ ლორიას შვილი ვიყავი, სკოლა დამამთავრებინეს. სკოლას რომ ვამთავრებდი, ბევრი „ხაია“ მომივიდა ქართულ წერაში. წერტილ-მძიმე, ასოები გამომრჩა და 2 ფურცელში 70 შეცდომა დავუშვი. განათლების სამინისტრო რომ არ ჩარეულიყო, საშემოდგომოს მაყოლებდნენ. ბოლოს თქვეს, რა საშემოდგომო, ოღონდ ეს წაიყვანეთ აქედან, არაფერს აღარ ვჩივითო.

– საინტერესოა, ბავშვობაში თქვენი და რუსუდანის სახლში მარტო დატოვება შეიძლებოდა?

– კი, როგორ არ შეიძლებოდა, მაგრამ, ბოლოს რუსუდანის მარცხით მთავრდებოდა ყველაფერი – ჩხიკინს იწყებდა და პასუხსაც იღებდა. მშობლები სულ ეუბნებოდნენ, დაანებე მამუკას თავი, თორემ იტირებ, არ იცი, რა მარცხიანი და თარსიაო?

– როგორ ფიქრობთ, მართლა მარცხიანი და თარსი ხართ?

– თარსი არა, მაგრამ მარცხიანი ნამდვილად ვარ. ერთ ეპიზოდს მოგიყვებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა: „მარშრუტკაში“ ავედი და წინა სკამზე დავჯექი. ვიღაც ქალი ამოვიდა და ჩემ წინ იდგა. მანქანა რომ დაიძრა, ამ ქალმა თავი ვეღარ შეიკავა და ძელის მაგივრად პირდაპირ ცხვირში მტაცა ხელი. ორი საათი სიმწრისაგან ცრემლები მომდიოდა. თან, სათვალე მოხსნილი მქონდა და კინაღამ თვალებიც გამომთხარა. ქალმა ჩემს ცხვირზე „დაამუხრუჭა“ სახელურის ნაცვლად. ყველას ჰგონია, რომ ვიგონებ, მაგრამ, ასეთი რაღაცეები ხშირად მემართება. კიდევ მოგიყვებით: თეატრში მივდიოდი, მაგრად ციოდა, ხელები ჯიბეებში მქონდა ჩაწყობილი და ვკანკალებდი. ხელი ოდნავ ამოვყავი, „მარშრუტკას“ დავუქნიე და ისევ ჩავყავი. იმდენად მინდოდა სითბოში შესვლა, რომ გავექანე, კარის გაღება დამავიწყდა და პირდაპირ შევასკდი. კიდევ კარგი, ქუდი მეხურა, თორემ, თავს გავიხეთქავდი. მიჭყლეტილი პამიდორივით ვიყავი ზედ. იქ ხომ აღარ ავიდოდი, ხალხი სიცილით დაიხოცა. გარდა ამისა რუსთაველის თეატრში დამიჭირეს, მაგრამ, მოზარდში ორჯერ ვარ სცენიდან პარტერში გადავარდნილი.

– რუსთაველში ვინ დაგიჭირათ?

– მაშველების მეტი რა არის! ჩემი ბრალი იყო, წინა დღეს გაუგებრობაში მოვყევი და ორიენტაცია დაკარგული მქონდა. ერთხელ, გოგოს ვეცეკვებოდი, ის მეუბნებოდა, როგორ მომწონს თქვენი რეკლამები და სპექტაკლებიო. მეც შევიფერე და ვიტყლარჭებოდი. როგორც იქნა, მორჩა ეს ცეკვა, მადლობა გადავუხადე და ამ დროს მითხრა: ვაიმე, როგორ მინდოდა თქვენი გაცნობა, ბატონო ტრისტანო. თურმე ტრისტან სარალიძე ვეგონე. მეხი დამცემოდა და ეგ არ გამეგონა; გეთქვა ტომ კრუზი, ბრედ პიტი, უფრო ავიტანდი, მაგრამ, ტრისტან სარალიძე-მეთქი?! იმედია, ტრისტანას არ ეწყინება, ამისთანა სიმპათიურსა და აუტანელს რომ შემადარეს.

– როდის ხდებით აუტანელი?

– სულ აუტანელი არ ვარ? შენ ის მკითხე, როდის არ ვარ აუტანელი.

– იმიჯი გაქვთ შეცვლილი – ულვაშების იდეა საიდან?

– საიდან და, „ტუმბოჩკიდან.“ „გარიგება 2-ის“ ბრალია. ამაზე სულ ჩხუბი მიდის: ზოგი მეუბნება, რომ ულვაშები ძალიან მიხდება, ზოგი, პირიქით – ადრე რას ჰგავდი და ახლა უარესი ხარო. მეუბნებიან, რა ფერის ულვაშები გაქვს, ეს რა უბედურებააო. რა ვქნა, რაც „აბესამ“ დამიტოვა, ის მაქვს, ჯიში გვაქვს ასეთი და რა ვუყო? დათო პაპუაშვილმა მითხრა, თუ კაცი ხარ, გაიპარსე ულვაშები და კაცს დაემსგავსეო. იმ დღეს ვიღაც ქალმა გამლანძღა: მამუკა, როგორ მიყვარხარ, რა კარგი ბიჭი ხარ და ეს რაები მოგიშვია ცხვირის ქვეშო. უნდათ თუ არა, ჯერჯერობით მაინც არ მოვიპარსავ და ასე ვიქნები.


скачать dle 11.3