კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუღლებამდე გამართული რინგი და სამუდამოდ დატოვებული ორი პროფესია











ვოვა სუშკო სიმაღლით 190 სანტიმეტრია, 100 კილო და ასეთი იყო 25 წლის ასაკშიც. მას არც მაშინ და არც ახლა ღიპი არ ჰქონია – სულ ვარჯიშობდა და სულ სპორტულ ფორმაში იყო. ამჟამად ვოვა თავის მომხიბვლელ მეუღლესთან – ალინასთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, კიევში ცხოვრობს.

ზუსტად 30 წლის წინათ კი, სუშკომ დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ მეგობრებს თავის საცოლეს არ გვაცნობდა და გვეუბნებოდა:

– ნუ ჩქარობთ, ხელის მოწერაზე დაგპატიჟებთ და იქ გაიცნობთ.

ვოვას და ალინას ხელის მოწერა კი, საკავშირო სამხედრო სპარტაკიადის ფინალს დაემთხვა. იმ დღეს ვოვას ფინალური ორთაბრძოლა ჰქონდა ვიღაც რუს გოლიათთან, რომელიც კრემლის გარნიზონში მსახურობდა და საბჭოთა გენერლების „ლუბიმჩიკი“ იყო. ერთი სიტყვით, კიევის სამხედრო ოლქის სპორტდარბაზი, რომელიც 3 ათას ადამიანს იტევდა, ხალხით იყო სავსე და სუპერმძიმეწონოსანთა მატჩის მონაწილეებს კრივში დიდი ჟრიამულით შეეგება. რა დასამალია და კრემლის „ლუბიმჩიკი“ საკმაოდ ძლიერი ვინმე გამოდგა. ვოვას მან ორი რაუნდის განმავლობაში უბაგუნა, ხოლო მესამის დასაწყისში, მარცხენა აპერკოტით ნოკაუტი აკიდა და რინგზე გააგორა. მთელი დარბაზი ვოვას გულშემატკივრობდა და ასეთი ფინალის შემდეგ, სიჩუმემ დაისადგურა. ვოვას სეკუნდანტები ასულიერებდნენ, გამარჯვებული კი ხელებს მაღლა სწევდა და ჩემპიონობას ზეიმობდა. ამ დროს საშინელი კივილის ხმა გაისმა და დავინახე, როგორ აიჭრა რინგზე საკმაოდ ტანადი, მაგრამ ძალიან ლამაზი გოგონა. გამარჯვებულ რუს მოკრივეს მიეჭრა, მარჯვენა ხელი ქვევიდან ყბაში ატაკა და დაანოკაუტა. შემდეგ სეკუნდანტებს მიუბრუნდა და ორი ვეებერთელა მამაკაცი გამარჯვებულ რუსს მიუწვინა გვერდით. სულ ბოლოს კი, მსაჯს ჩაავლო ხელები და რინგიდან მოისროლა. ასეთი რამ არასოდეს მენახა და მთელ დარბაზთან ერთად, მეც ვხარხარებდი. ბოლოს გოგონა ვოვასკენ დაიხარა და ატირდა. გაირკვა, რომ ეს გლადიატორი ქალი, ვოვას საცოლე – ალინა ლისოვსკაია იყო. თურმე ბირთვის კვრაში სპორტის ოსტატი ყოფილა და მოკრივეზე არანაკლები დარტყმა ჰქონდა.

სამიოდე საათის შემდეგ, ყველანი ხელისმოწერაზე წავედით, შემდეგ კი სუფრას მივუსხედით და კარგი დრო გავატარეთ. მას შემდეგ, არც ალინას უკვრია ბირთვი და არც ვოვა გასულა რინგზე.


скачать dle 11.3