კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიტაცეს საიმედოდ დაცული სახლიდან ამერიკელებმა „კაგებეს“ გენერალი







ლევან გორგაძე

მცნება „სპეშელ ეჯენტ“ (სპეციალური აგენტი) ედგარ გუვერის მიერ დამკვიდრებული ტერმინია და ამ სახელით მოიხსენიებენ „ეფბეერის“ აგენტებს. „ეფბეერის“ ლეგენდარულმა შეფმა შეიმუშავა „სპეშელ ეჯენტის“ პორტრეტი და ბიუროში მხოლოდ იმას იღებდნენ თანამშრომლად ვინც გუვერის შემუშავებულ პარამეტრებს მოერგებოდა. სულ მალე, „ეფბეერის“ კუნთმაგარი, სიმპათიური აგენტი ამერიკის სიმბოლოდ იქცა და ფართოდ იყო რეკლამირებული.

თუკი გუვერისეული „სპეშელ ეჯენტი“ ამერიკის შიდა მოხმარებაზე იყო გათვლილი, „ინდივიზალი“ უკვე გლობალური ამოცანების გადასაწყვეტად არის მოწოდებული. „ინდივიზალი“ თანამედროვე ამერიკელი სუპერადამიანია. ვერც ჯეიმს ბონდი და ვერც სხვა მითიური გმირი ვერ მივა იმასთან. ესაა თანამედროვე ტიპის მზვერავი-შემსრულებელი, რომელსაც წარმოუდგენელი ამოცანების გადაწყვეტა ძალუძს და მისი მომზადება იმდენად დიდი თანხა უჯდება ქვეყანას, რომ მათი რიცხვი სულ რაღაც ასს აღწევს.

„ინდივიზალების“ შექმნის იდეა პრეზიდენტ რეიგანს ეკუთვნის და მისი გათვლებით, სწორედ სუპერაგენტებს უნდა შეეტანათ დიდი წვლილი საბჭოთა კავშირის დანგრევაში.

რეიგანმა, მამა-ბუშმა, შულცმა და ოთხმოციანი წლების ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფიგურამ, შეიმუშავეს გეგმა, კოდური სახელწოდებით – „ტაიფუნი“, რომელიც რამდენიმე სპეციფიკური ოპერაციისგან შედგებოდა. სწორედ მას უნდა დაეშალა „ბოროტების იმპერია“. „ტაიფუნს“ ორი ძირითადი არსი ჰქონდა: პირველი – დეზინფორმაცია, მეორე – აქტიური, ოპერატიული მოქმედებები. ეს ყველაფერი კი ისე იყო გათვლილი, რომ, საბოლოო ჯამში, „ტაიფუნის“ ეფექტი უნდა ჰქონოდა და საბჭოეთი ჯერ მოერყია, შემდეგ კი დაეშალა. ამ გეგმის მთავარი შემსრულებლები „ინდივიზალები“ იყვნენ და სწორედ მათ მოარყიეს საბჭოთა კავშირის ვითომდა უმყარესი ფუნდამენტი.

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, საბჭოთა სახელმწიფოს სისტემა, ფაქტობრივად, ერთეულ ადამიანებზე იდგა. საკმარისი იყო, ამ ადამიანებს რამე დამართნოდათ, ან დროზე ვერ მოესწროთ მემკვიდრის მოძებნა, აღზრდა და სახელისუფლოდ მომზადება, რომ სისტემა სერიოზულ ბზარებს იღებდა. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, უშიშროების გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ ანდრონოვი იყო. ზოგიერთი ცნობით, ანდრონოვი ანდრონიკაშვილი იყო და მისმა ბაბუამ გვარი გადაირუსულა. მთავარი კი ის იყო, რომ ვიქტორ ანდრონოვი ფლობდა საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების მთავარ მონაკვეთს. სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ საბჭოთა სტრატეგიული ბირთვული ძალები 24 საათის განმავლობაში სრულ მზადყოფნაში გახლდათ. ანუ, ანდრონოვს ეპყრა ხელთ ამ ჩემოდნის ყველა კოდი და გაანგარიშება, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის პირველ პირს ატომური შეტევის დაწყება შეეძლო. წესით, ეს ბერკეტი ლეონიდ ბრეჟნევს უნდა ჰქონოდა, მაგრამ „კაგებეს“ მმართველი ელიტა არ ენდობოდა ცალი ფეხით სამარეში მდგომ „გენსეკს“ და ეს მისია ანდრონოვს დააკისრეს.

საიდუმლო დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც 2000 წელს გამოქვეყნდა, 1980 წლის 2 მაისს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში რეიგანი „ცეერუს“ გენერალ რეი მოშკინს შეხვდა და უთხრა:

– დროა, „ინდივიზალების“ ოსტატობა გამოვცადოთ. ვნახოთ, ღირდა თუ არა მათზე ამდენი ფულის დახარჯვა.

რეი მოშკინი „ცეერუს“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანთაგანი იყო. ის საბჭოეთის დაშლის სუპერგეგმაში მონაწილეობდა და „ტაიფუნის“ ერთ-ერთი შემოქმედი იყო. ამიტომ, მან პრეზიდენტს მიუგო:

– ვიქტორ ანდრონოვის მოტაცებას გთავაზობთ. ეს იქნება „ინდივიზალების“ პირველი გამოცდა და თანაც, საბჭოეთს დიდ დარტყმას მივაყენებთ. პანიკას გამოვიწვევთ, მათ ჯერ კიდევ საღი ჭკუის მქონე (იგულისხმებოდა „კაგებეს“ ელიტა) წარმომადგენლებში. გარდა ამისა, ამ აქციას ეკონომიკური ეფექტიც ექნება და საბჭოელები იძულებულები იქნებიან, ყველა სამხედრო კოდი შეცვალონ, რაც მილიარდობით დოლარი დაჯდება.

– თანახმა ვარ, ოღონდ, ამ საქმეში ჩვენი მონაწილეობა არ უნდა გამჟღავნდეს, – თქვა რეიგანმა.

„კაგებეს“ გენერალი, ვიქტორ ანდრონოვი „ინდივიზალ-XH-27-მა“, რომლის ვინაობაც სამუდამოდაა გასაიდუმლოებული, სწორედ იმ სახლიდან მოიტაცა, სადაც ანდროპოვი და ბრეჟნევი ცხოვრობდნენ. 1980 წლის 9 მაისს, სამხედრო აღლუმის შემდეგ, 21 საათზე ამერიკელთა ცხრაკაციანი სპეცდანაყოფი, რომლებიც თანამგზავრული კავშირებით იყვნენ აღჭურვილები, კუტუზოვის გამზირზე, ¹26 სახლის შორიახლო გაიფანტნენ. ამერიკელები საბჭოთა კავშირში არალეგალურად იყვნენ შეპარულები და სპეცკავშირით აღჭურვილი მანქანა მოსკოვში ააწყვეს. საიმედოდ დაცული სახლის მეორე სართულზე „ინდივიზალ-XH-27“ „კაგებეს“ გენერალ-ლეიტენანტის საბუთით შევიდა და სულ რაღაც 20 წუთში, სადარბაზოსთან კრემლის სპეცსასწრაფო მოვიდა. შემდეგ სანიტრებმა საკაცით ანდრონოვი გამოიყვანეს და წაიყვანეს. მთელი ეს პროცესი, სულ რაღაც, 4 წუთს გაგრძელდა და თავის ჩემოდნიანად, რომელშიც ბირთვული კოდები იყო ჩამონტაჟებული, გენერალი ჯერ თურქეთში გადაიყვანეს, იქიდან კი სამხედრო თვითმფრინავით ენდრიუს სამხედრო ბაზაზე ჩააფრინეს.

ამ ოპერაციის დაწვრილებითი დეტალები და მისი შემსრულებლების ვინაობა, დღემდე გასაიდუმლოებულია, თუმცა „ინდივიზალმა“ პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა და საბჭოთა კავშირს პირველი ბლოკი გამოაცალა.


скачать dle 11.3