კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს







კითხვა: დავიბადე 1976 წლის 17 აგვისტოს, ღამის საათებში. რომელი საქმიანობაა ჩემთვის მისაღები და უცხოეთის რომელ ქვეყნებში მირჩევთ ბედის მოსინჯვას?

პასუხი: თქვენთვის მისაღებია საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო და სამხედრო საქმე, მედიცინიდან – სტომატოლოგია, რევმატოლოგია, გინეკოლოგია, სასწრაფო დახმარება, ქირურგია, არატრადიციული მედიცინის ნებისმიერი სფერო. ასევე, დიზაინი, მოდელირება, არქიტექტურა, ხელოვნება, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა ან ბიზნესი, მშენებლობა. რაც შეეხება ქვეყნებს, თქვენთვის კარგი და მისაღებია: ირლანდია, უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვა, არგენტინა, ესპანეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, მაროკო, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, მექსიკა, კუბა და ინდოეთი.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1998 წლის 23 თებერვალს. რომელ პროფესიებში მოსინჯოს ძალები, რომ წარმატებებს მიაღწიოს დაბრკოლებების გარეშე?

პასუხი: მისთვის მისაღებია და წარმატებების მომტანი მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, პედაგოგიური მოღვაწეობა, დიაგნოსტიკა, სოციოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, დასვენებისა და გართობის ინდუსტრია, რელიგია, ფილოსოფია და ასტროლოგია.

კითხვა: დავიბადე 1977 წლის 31 მაისს. რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე და რა გავაკეთო, რომ ცხოვრებაში მეტად გამიმართლოს?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისია წარმოადგენს იმას, რომ მეტად დაეყრდნოთ ინტუიციას, იყოთ ფრთხილი და წინდახედული. ასევე, გამოიჩინოთ გონებამახვილობა. თქვენ ძლიერი გონებრივი მონაცემებით გამოირჩევით, ამიტომ, სწავლის ბაზაზე დაფუძნებული ცოდნა დიდ წარმატებებს მოგიტანთ. გამოიჩინეთ კომუნიკაბელურობა. შეძელით შუამავლის ფუნქციის შესრულება ადამიანებსა და ორგანიზაციებს შორის – ეს თქვენს წარმატებას გაზრდის. ასევე, თქვენი ერთ-ერთი მთავარი კარმული მისიაა სპონტანური იმპროვიზაცია, არასტანდარტული მოქმედებები, ორიგინალური თვითგამოხატვა. რაც მეტად წამოსწევთ ამ თვისებებს წინა პლანზე, მით მეტ წარმატებებს მიაღწევთ ცხოვრებაში. არ გამოავლინოთ ხასიათში სულსწრაფობა, გაორება და მერყეობა. არ ხარჯოთ ფული უმიზნოდ, ასევე, არ დაიწყოთ ერთდროულად რამდენიმე საქმე.

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 25 თებერვალს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან იქნება ჩემი ქორწინება ბედნიერი და წარმატებული და რომელი ასტროლოგიური ქვაა ჩემთვის სასურველი?

პასუხი: თქვენთვის ქვებიდან კარგია მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო, ლალი, ალმასი, აქატი და მალაქიტი. ასევე, ცუდი არ არის ძოწისა და წითელი იასპის ასტროლოგიური ქვები. სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობის თვალსაზრისით კი კარგია ურთიერთობა თევზების, თხის რქის, კუროს, მორიელისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. მოერიდეთ მშვილდოსანსა და ტყუპებს.


скачать dle 11.3