რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ადამიანთან ურთიერთობის დროს და რაში გეხმარებათ კონკრეტული ადამიანის სტიქიის გაგება
ყველა ადამიანთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, რომ მისი კეთილგანწყობა, ნდობა და სიყვარული დაიმსახურო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გარკვეული კანონზომიერება მაინც არსებობს, რადგან ყველა ადამიანი, დაბადების თარიღიდან გამომდინარე, დაკავშირებულია ოთხიდან, ერთ-ერთ სტიქიასთან, რომელიც განსაზღვრავს მისი ხასიათის მთავარ ნიშან-თვისებებს. თუ გეცოდინებათ, როგორ გამოიყენოთ ის თქვენს სასარგებლოდ, მაშინ ნებისმიერ ადამიანთან შეძლებთ ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
ვერძი, ლომი, მშვილდოსანი
– ცეცხლის სტიქია
ამ სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანების ყურადღების მოპოვება ადვილია. ისინი აღმერთებენ ყველაფერ ეგზოტიკურსა და მკვეთრს. მოსწონთ გადაპრანჭულ და მოწესრიგებულ ადამიანებთან ურთიერთობა. მოკრძალებით ამ სტიქიის წარმომადგენლების გულს ნამდილად ვერ მოიგებთ. მათ უყვართ ხმაურიანი წვეულებები და ისეთი ადგილები, სადაც მათი ცეცხლოვანი ნატურა ყურადღების ცენტრშია. დაარწმუნეთ, რომ ის თქვენი გმირია. შეეცადეთ არ გააკრიტიკოთ, რადგან ამ სტიქიის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, ვერ იტანენ ყველაზე საფუძვლიან და რეალურ შენიშვნასაც კი. თამამად უთხარით მათ კომპლიმენტები, რადგან ეს მათთვის ბევრი და გადამეტებული არასდროსაა.
კირჩხიბი, მორიელი, თევზები – წყლის სტიქია
ამ სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძალიან მაცდურები არიან. პროფესიონალურ დონეზე შეუძლიათ მოახდინონ თქვენზე დიდი შთაბეჭდილება. მისი სტიქია მგზნებარე ემოციური ურთიერთობებია. მათ შეუძლიათ უბრალო, დროებითი გატაცებაც კი თვალის დახამხამებაში, დიდ რომანად აქციონ. სასიყვარულო ურთიერთობა წყლის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის ნამდვილი გრძნობების თავგადასავალია. მაგრამ, სავსებით შესაძლებელია, ერთ დღესაც გამოგიცხადოთ, რომ მისი მეგობარი ხართ და არა სასიყვარულო პარტნიორი. ძალიან ძნელია მათი გონების დაპყრობა. თუ მასთან ცხოვრება გადაწყვიტეთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ მოგიწევთ შეეგუოთ, მის ბოჰემურ გატაცებებს. თუ მიუხედავად ამისა, თქვენ მოთმინებას და ტაქტს გამოიჩენთ, და არ შეზღუდავთ მის ძვირფას თავისუფლებას, შეძლებთ მის შენარჩუნებას. წყალი ხომ ქვეცნობიერად მიდრეკილია სიმყარისკენ.
კურო, ქალწული, თხის რქა – მიწის სტიქია
ამ სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანები, ჩამოყალიბებული მატერიალისტები არიან. მათ ურჩევნიათ, ერთხელ დაინახონ და შეიგრძნონ, ვიდრე ათასჯერ გაიგონ და მოისმინონ. მაგრამ, საკმარისია, გადაწყვეტილება მიიღონ, რომ არავითარ წინააღმდეგობას აღარ შეუშინდებიან და მათ წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგებათ. თუ გადაწყვიტეთ, მიწის სტიქიის ადამიანის მოხიბვლა, მაშინ დაივიწყეთ ხმაურიანი წვეულებები, მეგობრებთან ჭორაობა, ფლირტი სხვა ადამიანებთან, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შორს წავა და თქვენთან ურთიერთობას აღარ მოინდომებს. სამაგიეროდ, მიწის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანები, ძალიან კარგი მეოჯახეები და მეუღლეები არიან. ამიტომ, თუ ეძებთ ცხოვრების ღირსეულ მეგზურს, ძლიერ, ლამაზ, მიზანსწრაფულ და კარგ მეორე ნახევარს, მაშინ მიწის სტიქიის ნიშნის ადამიანზე შეაჩერეთ ყურადღება.
ტყუპები, სასწორი, მერწყული – ჰაერის სტიქია
ამ სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, მუდმივად ეშინიათ, რომ არ აღმოჩნდნენ მსხვერპლის როლში. ამიტომ, ნუ გადახვალთ შეტევაზე. პატარა ალერსსა და მოფერებაზეც კი, ჰგონიათ, რომ აუცილებლად საქორწინო მარშის მოსმენა მოუწევთ თქვენს გვერდით. მათთან ჯობია ურთიერთობა მეგობრობით დაიწყოთ. თავიდანვე ნუ დააფრთხობთ მას სასიყვარულო ურთიერთობების შეთავაზებით. მათი მოხიბვლა შეგიძლიათ, საინტერესო საუბრით, ინტელექტითა და არაორდინარული ხედვით. ჰაერის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანი არ მიაქცევს ყურადღებას თქვენს ვარცხნილობას, სამაგიეროდ, მოიხიბლება თქვენი საღი იუმორითა და ხუმრობით. თუმცა, საკმარისია, შეუყვარდეთ, რომ იმ დღიდანვე აღმოჩნდებით გრძნობების ჩანჩქერში და გაოცდებით, თუ როგორ შეუძლია, თქვენთან დაკავშირებულ ნებისმიერ წვრილმანზე ყურადღების გამახვილება.
ასე რომ, თუ დაკვირვების ობიექტი უკვე არსებობს თქვენთვის, კარგად გაარკვიეთ ასტროლოგიურად, რომელი სტიქიის ქვეშ არის ის დაბადებული და მასთან ურთიერთობის დროს, ყველა ზემოთქმული რჩევა გაითვალისწინეთ.