ადამიანი ყველაზე გრძელი გვარით გერმანიაში იპოვეს
გერმანელი სახელით ბერნდ ოტტოვორდემგენტშენფელდი, აღიარებულია ადამიანად, რომელსაც ყველაზე გრძელი გვარი აქვს – ამ გვარის გერმანულად დასაწერად 24 ასოა საჭირო. რაინის მხარეში მცხოვრები, ფილების დამგები, 45 წლის ბერნდი აღიარებს, რომ ხშირად აწყდება პრობლემებს, როდესაც ოფიციალურ ბლანკში მისი გვარის ჩაწერა ხდება საჭირო. „მამაჩემს ჩემთვის მეორე სახელის დარქმევაც უნდოდა, საბედნიეროდ, დედამ თქვა უარი და გადავრჩი“, – განაცხადა ბერნდმა. მისმა ცოლმა – სილვიამ და 14 წლის ქალიშვილმა – ნადინმა, ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, გვარი გენტშენფელდამდე შეამცირეს. სხვათა შორის, გრძელმა სახელმა და გვარმა სერიოზული პრობლემა შეუქმნა შრილანკელ სტუდენტს, ჯენიფერ აბეგუნევარდენეს, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და შვებულების გატარება კვიპროსზე მოისურვა. ტურისტული ფირმის თანამშრომლებმა განაცხადის გაფორმებაზე უარი უთხრეს – ანკეტაში ასეთი გრძელი სახელისა და გვარისთვის ადგილი არ არისო.