კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინეთის მომავალი პირველი ლედი თვით კარლა ბრუნს დაჩრდილავს









თანამედროვე ჩინეთის ისტორიაში პირველად სახელმწიფოს მეთაურის მეუღლემ შეიძლება, დაჩრდილოს ქმარი. როგორც დასავლეთში აღნიშნავენ, ასე შეიძლება განვითარდეს მოვლენები, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე ხუ ცზინტაო პენსიაზე გავა, ხოლო მას მისი მოადგილე სი ცზინპინი შეცვლის. სის მეუღლე კი, მომღერალი პენ ლიუანი, გაცილებით პოპულარულია, ვიდრე თავშეკავებული პარტიული ჩინოვნიკი. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ჩინეთში დამკვიდრებული ტრადიცია ხელს შეუშლის ამ სცენარის განხორციელებას.

ეს ცნობილი წყვილი უკვე 23 წელია, დაქორწინებულია და ერთი შვილი ჰყავთ – მოზარდი გოგონა. მათ ერთმანეთი 1986 წელს საერთო მეგობარმა გააცნო. მაშინ სი განვითარებად საპორტო ქალაქ სიამენის ვიცე-მერად მუშაობდა. პენს ის თავდაპირველად საშინლად არ მოეწონა – მოეჩვენა, რომ იგი სოფლელი და მისთვის ზედმეტად ასაკოვანი იყო (სი 10 წლით უფროსია მასზე). ამ წყვილისადმი ინტერესი ოქტომბერში გაიზარდა, როდესაც სი ცზინპინი ცენტრალურ სამხედრო კომისიის შემადგენლობაში შეიყვანეს და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უმაღლესი პოსტისკენ. სავარაუდოდ, 2012 წელს იგი კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი გახდება, 2013 წელს კი – სახელმწიფო მეთაური. ამ პოსტებზე ასვლას მისი მეუღლის სცენიდან ჩამოსვლა უნდა მოჰყვეს – ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი გაგებით: პენ ლიუანი ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში გენერალ-მაიორის ჩინით ირიცხება და ის უკვე გადაიყვანეს სასცენოდან ადმინისტრაციულ სამსახურში, რის გამოც, ბუნებრივია, 47 წლის ულამაზეს მომღერალს, პენს, სცენაზე იშვიათად მოუწევს გამოსვლა.

ჩინეთში პოლიტიკოსების მეუღლეებს ეჭვით ჯერ კიდევ მაო ძედუნის დროს უყურებდნენ, როდესაც მისი ცოლი, ცზიან ცინი, აქტიურად იღებდა მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში, კერძოდ, დევნიდა მაოს მოწინააღმდეგეებს, ბოლოს კი მმართველობის ხელში აღებასაც კი შეეცადა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ის ციხეში ჩასვეს.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პირველი ქალბატონების – მიშელ ობამასა და კარლა ბრუნისგან განსხვავებით, ლიუ იუნცინი, ჩინეთის პარტიისა და სახელმწიფოს მეთაურის, ხუ ცზინტაოს მეუღლე, პუბლიკის წინაშე მხოლოდ სახელმწიფო ხელმძღვანელების ვიზიტების დროს, მათ მეუღლეებთან შეხვედრებზე ჩნდებოდა.

თუმცა ჩინეთში მეორე აზრიც არსებობს: პენ ლიუანის პოპულარული სახე მთავრობაში პოზიტიურია, მით უფრო, რომ მისი რეპუტაცია კრისტალურად სუფთაა.


скачать dle 11.3