კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პორნომაგნატის ახალი ბიზნესწინადადება









შვედ პორნომაგნატ ბერტ მილტონ-უმცროსს ახალი იდეა აქვს: მთელ მსოფლიოში შეიქმნას ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი, სადაც მდგმურები უფასოდ იცხოვრებენ, იმ პირობით, რომ დაკავდებიან სექსით, სასტუმროს მეპატრონეები კი მათ გართობას ოთახში დამონტაჟებული კამერებით გადაიღებენ. სასტუმროში მცხოვრებთ, აგრეთვე, მოუწევთ, ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას, რომლითაც სასტუმროს მესვეურთ უფლებას მისცემს, გადაღებული ვიდეომასალა ინტერნეტით გაავრცელონ.

ბიზნესწინადადება ბერტ მილტონ-უმცროსმა ამერიკის გაზეთ „ნიუ-იორკ პოსტის“ ფურცლებზე გამოაქვეყნა. მან უკვე მიიქცია მასობრივი საშუალებების ყურადღება როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ბიზნესმაგნატმა დათვალა, რომ თითოეული ასეთი სასტუმრო ყოველწლიურად საშუალოდ 43,8 მილიონ დოლარს მოიტანს (120 ათასი დოლარი დღეში, 5 ათასი დოლარი საათში) მხოლოდ ინტერნეტ-ხელმოწერის ხარჯზე. მისი სიტყვებით, „სექსსასტუმრო“ გათვლილი იქნება, უპირველეს ყოვლისა, სვინგერებზე, მაგრამ სასტუმროში სიხარულით შეხვდებიან ნებისმიერ სტუმარს, რომელიც ზემოთ აღნიშნულ პირობებს დათანხმდება.

„პრივეთ მედია გროუპის“ მეთაური ამბობს, რომ მისი კომპანია მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს ტექნიკური მხარე და წინადადებას იძლევა, გამოცდა ჩატარდეს იმ კლუბების ბაზაზე, რომლებიც ბარსელონაშია განლაგებული და სადაც ამჟამად თვით ბერტი ცხოვრობს.

ახალი ბიზნესიდეა, ცხადია, გათვლილია კრედიტორებზე, რომლებიც მას „პრივეთ მედია გროუპის“ იმპერიის არაეფექტურ მართვაში ადანაშაულებენ. ეს იმპერია მას მემკვიდრეობით ბერტ მილტონ-უფროსისგან ერგო, რომელმაც დააარსა ჟურნალი და კინოკომპანია Private. ამას გარდა, ბიზნესპარტნიორები ბრალს სდებენ მილტონ-უმცროსს იმაში, რომ მან „საერთო სალაროდან“ უკანონოდ მიითვისა 10 მილიონი დოლარი. ნოემბრის ბოლოს ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლო გადაწყვეტს საკითხს იმის შესახებ, აქვთ თუ არა კრედიტორებს უფლება, მოხსნან მილტონ-უმცროსი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან. საინტერესოა, უშველის თუ არა პორნომაგნატს ახალი ბიზნესწინადადება.


скачать dle 11.3