გია მურღულიას კოლექციიდან
რა განსხვავებაა კაცის ფეხებსა და ქალის ფეხებს შორის?
კაცის ფეხებს შორის ერთი და იგივე კვერცხებია, ქალის ფეხებს შორის კი – სხვადასხვა.
***
რესტორანში ოფიციანტი ეკითხება კლიენტს:
– აბა, რას მიირთმევთ?
– აი, იმას, ის კაცი რომ ჭამს ფანჯარასთან.
– ეგ შეუძლებელია, ბატონო, ის კაცი არ დაგითმობთ!
***
– როგორ გაატარეთ ეს შაბათ-კვირა?
– რა ვიცი, აბა, მე მუზეუმში მინდოდა წასვლა, ცოლს – კინოში.
– აჰა, გასაგებია... და კარგი ფილმი იყო?
***
– ნახე, რა კარგი გოგო ზის დარბაზში.
– ჰო, ეს ჩემი გოგოა.
– აჰა, და გვერდით რომ ვიღაც ტიპი უზის და ხელი აქვს გადახვეული, ის, ალბათ, შენი ბიჭია, არა?!
***
ლიტერატურის მასწავლებელმა გურჯაანში მოსწავლეებს დავალება მისცა – დაწერონ თხზულება თემაზე „რას გააკეთებდი, მილიონი რომ გქონდეს”. ნახევარი საათის შემდეგ მიტო ჩაფიქრებული სახით წამოდგა მასწავლებელს მიუახლოვდა და უთხრა:
– არ შეიძლება, მასწ, კიდევ ოთხმოცდათოთხმეტი ათასი რომ დამიმატოთ?
***
ცოლი ებუზღუნება ქმარს:
– ამ უკანასკნელ ხანს სულ აღარ ინტერესდები შენი ოჯახით, ჩვენი ბოლო ბავშვის მამაც კი არ ხარ.
***
– პირდაპირ გული მიკვდება, ამ დასპირტულ ცხოველებს რომ ვხედავ!
– რა ცხოველებს, აქ ხომ სულ სამი ბაყაყია?!
– სწორედაც რომ ბაყაყი სამია, მაგრამ სპირტი ხომ არის ერთი ხუთი ლიტრი?!
***
ერთი კაცი მეორეს ეუბნება.
– კაცო, გაგიგონია ესეთი რამე?! იცი რამდენი რამე მაქვს გადატანილი?! – ორი ომი, სამი საავტომობილო კატასტროფა, ერთი კიდევ – საავიაციო. სამი უიღბლო ქორწინება, ოთხჯერ – მთელი ქონების აღწერა და ორი სრული გაკოტრება. ამ დილას კი ჩემი შვილიშვილი მოვიდა და მითხრა:
– ბაბუ, ამ ცხოვრების შენ არაფერი გესმისო.
***
გემი იძირება. ერთ-ერთი მგზავრი გემის კაპიტანს ეკითხება:
– უკაცრავად, უახლოეს მიწამდე რა მანძილია?
– ორი კილომეტრი.
– ნახე. – სიხარულით უთხრა მეგობარს კაცმა – არ ყოფილა დიდი მანძილი და ბატონო კაპიტანო, საით უნდა გავცუროთ?
– ქვემოთ.
***
ერთი ქალი ეკითხება მეორეს:
– რამდენი წლის ხართ?
– მე? – ოცდაერთის.
– თქვენს ასაკში მე ოცდათექვსმეტის ვიყავი...