კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოები







ავადმყოფი საოპერაციოდ მოამზადეს. ექიმმა მუცელზე სკალპელი დაადო გასაჭრელად და ამ დროს შემორბის ექთანი:

– სდექ! ავადმყოფს ოპერაციისადმი სერიოზული უკუჩვენება აღმოაჩნდა!

– რა?

– ბანკი სესხს არ აძლევს‚ შავ სიაში ყოფილა შეყვანილი...

***

– ამბობენ‚ თევზები არ ლაპარაკობენო... ტყუილია‚ აბა, ტაფაზე დადე‚ რა ალიაქოთი ატეხოს!..

***

– რა არის შენთან ახალი?

– ბიჭი შემეძინა‚ ეკა დავარქვი.

– კი მაგრამ, ბიჭს ეკა რატომ დაარქვი?

– რა ვიცი‚ ჭიპლარი სხვა ადგილას მოაჭრეს და...

***

თვითმფრინავი დასაჯდომად ემზადება. პილოტი აცხადებს:

– პატივცემულო მგზავრებო! დააბრუნეთ სტიუარდესა ვერტიკალურ მდგომარეობაში და მოემზადეთ დასაშვებად!

***

– შენ რა‚ ტრომბონზე აღარ უკრავ?

– რა ვიცი... შემთხვევით გავიგე‚ რომ მეზობელს იარაღი უყიდია...

***

– მართალია‚ რომ რუსეთის ბიუჯეტი ზუსტად იმდენივეა‚ რამდენიც პორტუგალიის?

– მართალია.

– როგორ‚ პორტუგალიაშიც ყველაფერი ასე უჭირთ?

***

ტიპი სიგარეტების ჯიხურის გამყიდველს ეკითხება:

– თქვენთან სიგარეტი იყიდება ცალობით?

– არა.

ტიპი მეორე დღესაც იმავე გამყიდველთან მიდის და იმავე კითხვას უსვამს.

– არა‚ – კვლავ პასუხობს გამყიდველი.

მესამე დღესაც იგივე მეორდება‚ მეოთხე დღესაც... გაბრაზებულმა გამყიდველმა გადაწყვიტა თავიდან მოიშოროს:

– იყიდება‚ რამდენი ღერი გინდა?

– ოცი...

***

„როგორც იქნა‚ მეცნიერებმა გაშიფრეს დელფინის ხმა‚ რომელსაც ის ადამიანის გადარჩენისას გამოსცემს: „შემეშვი‚ დამპალო!“

***

ახალგაზრდა‚ რომელიც სამხედრო სამსახურისთვის უნდა შეამოწმონ‚ ხელის ცეცებით შედის ოთახში‚ რომელშიც სამედიცინო კომისია ზის. ოკულისტმა შეამოწმა და დაუწერა დასკვნა: „უვარგისია სამხედრო სამსახურისთვის“. იგი კვლავ ხელის ცეცებით გამოვიდა ოთახიდან. საღამოს კი, კინოდარბაზში ზის და სეანსის დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე‚ ხედავს‚ მის გვერდით ზუსტად ის ოკულისტი დაჯდა‚ რომელიც დილით ამოწმებდა. ახალგაზრდა უცებ წამოხტა:

– უკაცრავად‚ გამატარეთ‚ შემდეგ გაჩერებაზე ჩავდივარ...


скачать dle 11.3