კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ








კითხვა: როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებულ იქნა სტანდარტები მინების დაბურვასთან დაკავშირებით. გთხოვთ, განმიმარტოთ, არის თუ არა აკრძალული უკანა მინის დამუქება?

პასუხი: მოქალაქეთა ინტერესის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ იქნა მინების დაბურვის ახალი სტანდარტები, კერძოდ: ავტომანქანის წინა საქარე მინის დამუქება დაუშვებელია, წინა გვერდითი მინების დაბურვა დასაშვებია 40 პროცენტით, ხოლო უკანა გვერდითი მინების დამუქება დასაშვებია 75 პროცენტით. უკანა საქარე მინის დაბურვასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს შეუძლია, ის დაამუქოს საკუთარი სურვილისა და შეხედულების მიხედვით.

აღნიშნული წესები ძალაში შევიდა 10 ნოემბრიდან და მათი დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

კითხვა: ვარ გათხოვილი. ოჯახში მეუღლესთან მეტად დაძაბული ურთიერთობა მაქვს. ის მუდმივად არის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც მე და ჩემს შვილებს გვაყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას. როგორ მოვიქცეთ, გვაქვს თუ არა უფლება, მივმართოთ პოლიციას და მოვითხოვოთ მოძალადის დასჯა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის ფაქტის შემთხვევაში, პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. პოლიციას არ აქვს უფლება, ოჯახში ძალადობის შემთხვევა მიიჩნიოს ნაკლებმნიშვნელოვნად ძალადობის სხვა შემთხვევებთან შედარებით. ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში, პოლიცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე.

ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.

* დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის საფუძველი და პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

* შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გაცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გაცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.

კითხვა: ჩემს გერს ვაჩუქე სახლი. მაქვს თუ არა უფლება, გავაუქმო ხელშეკრულება, ვინაიდან მუდმივად მაყენებს შეურაცხყოფას, არ მივლის და მემუქრება სახლიდან გამოგდებით.

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ თქვენი ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება, გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

კითხვა: ვარ ეგრეთ წოდებული „ატსტუპნიკი“. ჩემმა მშობლებმა 1965 წელს იყიდეს ბინა, რის შემდეგაც ვხოვრობთ ერთ მისამართზე. დაახლოებით 20 წელია, ჩემი ბინის მესაკუთრე გარდაიცვალა. დღემდე უშედეგოდ ვცდილობთ მისი მემკვიდრეების მოძიებას, როგორ მოვიქცეთ, ვის მივმართოთ და გვაქვს თუ არა უფლება, მოვითხოვოთ ნივთის საკუთრებაში გადასვლა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება (უმკვიდრო ქონება), მოსარგებლე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა. უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი მოსარგებლეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

კითხვა: ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ იყიდებოდა სამარშრუტო ტაქსი. შეთანხმებისამებრ, წინასწარ გადავუხადე 3 000 დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა ორ თვეში მანქანით სარგებლობით მიღებული შემოსავლიდან უნდა გადამეხადა. ავტომანქანის წაყვანიდან მეორე დღესვე აღმოჩნდა, რომ მანქანა ტექნიკურად გაუმართავი იყო, რისთვისაც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მანქანა სარემონტოდ პროფილაქტიკაში მივიყვანე. სარემონტო სამუშაოების დროს გამყიდველმა ძალით წაიყვანა ავტომანქანა. მაქვს თუ არა უფლება, მივმართო სასამართლოს, რათა მანქანის გამყიდველმა დამიბრუნოს ჩემი კუთვნილი 3 000 დოლარი? როდესაც მას ამ თანხას ვთხოვ, მიცხადებს, რომ ეს იყო „ბეს“ თანხა და, რადგან დარჩენილი თანხა არ გადავიხადე, ფულს აღარ დამიბრუნებს. არის თუა არა ეს „ბეს“ ხელშეკრულება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ გადახდილი 3 000 დოლარის დაბრუნება, თუ ხელშეკრულება წარმოადგენს განვადებით ნასყიდობის და არა „ბეს“ შესახებ აქცესორულ ხელშეკრულებას. სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, „ბედ“ მიიჩნევა თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. განსახილველი ნორმის თანახმად, „ბე“ წარმოადგენს ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცებულებას, რომელიც, ამავდროულად, უზრუნველყოფს ძირითადი ვალდებულების შესრულებას. ამდენად, „ბე“ დამატებითი, აქცესორული ხელშეკრულებაა, რომელიც არ არსებობს ძირითადი ვალდებულების გარეშე და, არა მარტო ადასტურებს მხარეთა შორის ძირითადი უფლება-ვალდებულებების არსებობის ფაქტს, არამედ უზრუნველყოფს ვალდებულებების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი ძირითადი ვალდებულება შესრულებულია, ანუ მანქანა გადაცემულია მყიდველისთვის და დარჩენილია მყიდველის მხრიდან გამყიდველისათვის ნაწილი თანხის გადახდა.


скачать dle 11.3