კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიგო 6 წლის ბავშვმა თავისი შვილად აყვანის ამბავი მეზობელი ქალისგან და რატომ ვერ მოძებნა მან თავისი დაბადების მოწმობის ასლი სამშობიარო სახლში









56 წლის ოლღა გიორგის ასული გვილავა (ამჟამად მალიხი), ეძებს თავის ბიოლოგიურ მშობლებს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს. მათ შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი ბიოლოგიური მამა იყო სტუდენტი, დედა კი სკოლის მოსწავლე. 1954 წელს მე მიშვილა სვეტლანა უშაკოვამ. ჩემმა გამზრდელმა მამამ დაწვა ყველა ის დოკუმენტი, რომლებსაც გამოვიყენებდი ჩემი ბიოლოგიური მშობლების მოსაძებნად. ერთადერთი, რაც მაქვს, ეს არის ჩემი ბავშვობის ფოტო. ვიცი, რომ ისტორია ძალიან უიმედოა, რადგან, არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, სად ცხოვრობენ ჩემი მშობლები, მაგრამ, ძალიან გთხოვთ, თუკი ამას შეძლებთ, დამეხმარეთ მათ პოვნაში.

– გვიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ გაიგეთ, რომ ნაშვილები ხართ და რატომ გადაწყვიტეთ ბიოლოგიური მშობლების მოძებნა?

– ჩემმა აღმზრდელებმა მე თბილისის მესამე სამშობიარო სახლიდან მიშვილეს. ჩემს აღმზრდელ მშობლებს ჩემამდე ორი შვილი ჰყავდათ – ტყუპი გოგონები, რომლებიც ავარიაში დაიღუპნენ. და, რადგან ისინი ასაკოვნები იყვნენ, გადაწყვიტეს ბავშვის აყვანა. რუსეთში ამის გაკეთება არ სურდათ, იმიტომ რომ, თავისი წარმომავლობის გაგების შემთხვევაში, ბავშვი უფრო ადვილად იპოვიდა თავის ბიოლოგიურ მშობლებს. ამის გამო მათ გადაწყვიტეს, ბავშვი საქართველოდან, კერძოდ კი თბილისიდან ეშვილათ. თანაც, სწორედ ასე მოქცეულა ჩემი აღმზრდელი მამის მამიდა, რომელიც უშვილო იყო.

ჩემი ისტორია შემთხვევით გავიგე მეზობლისგან. ჩემს აღმზრდელ დედას და ჩვენს მეზობელს რაღაცაზე კამათი მოუვიდათ და ლენამ (ასე ერქვა მეზობელს) მე, 6 წლის ბავშვს ნიშნის მოგებით წამომაძახა, რომ ჩემი მშობლების ნამდვილი შვილი არ ვიყავი. რა თქმა უნდა, გავვარდი მამასთან და ვკითხე: მამიკო, მართალია, რომ ჩემმა ნამდვილმა მშობლებმა მე სამშობიაროში მიმატოვეს და თქვენ მიშველეთ? მამამ დედასთან გამიშვა. სწორედ აღმზრდელმა დედამ მითხრა, რომ მე მართლაც მიშვილეს, მაგრამ ჩემი ნამდვილი მშობლების ვინაობა მან არ იცის. მას შემდეგ მოსვენება დავკარგე, რადგან, სულ მინდოდა, გამეგო, როგორები იყვნენ ჩემი ნამდვილი დედა და მამა. ჩემმა აღმზრდელმა მამამ კი იმ დღესვე, რა დღესაც მე მას ვკითხე ჩემი ამბავი, დაწვა ჩემი დაბადების მოწმობა, სადაც ეწერა ჩემი ბიოლოგიური მშობლების სახელი და გვარი. მათ შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ დედა იყო სკოლის მოსწავლე – მან მე 17 წლის ასაკში გამაჩინა, მამა კი – სტუდენტი. მამას ერქვა გიორგი გვილავა, დედას კი – თამარი. მისი გვარი ჩემთვის უცნობია. რამდენიმე წლის წინ, დავწერე წერილი და გავგზავნე „ჟდი მენიას“ რედაქციაში, წერილს თან დავურთე ჩემი ბავშვობის ფოტო. რადგან სხვა მე არაფერი მქონდა, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიმიღია.

– როგორ ფიქრობთ, ასეთი მცირე ინფორმაციით შეიძლება, რომ მშობლები მოძებნოთ?

– რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ინფორმაცია, რასაც მე ვფლობ, ძალიან მწირია, მაგრამ, მჯერა, რომ შეიძლება, ამ მცირე მონაცემებითაც მივაკვლიო რაღაც კვალს. მეორე კურსიდან ვსწავლობ ქართულს. ვერ დაიჯერებთ, მაგრამ, უზომოდ მიყვარს ეს ენა. მეგობრები და ნათესავები გაკვირვებულები არიან – იმის მაგივრად, რომ ნაწყენი იყო, ასეთი სიყვარული გაქვს შენი მშობლების მიმართ, რომლებსაც არც კი იცნობო. მე ვხვდები, რომ ეს მართლა გასაკვირია, მაგრამ, ვერ ვხსნი. ჩემი აღმზრდელი მშობლები ძალიან მიყვარდა და მათი მადლობელიც ვარ, რომ გამზარდეს. ერთადერთი, რასაც ვერ ვპატიობ ჩემს აღმზრდელ მამას, ის არის, რომ მან ჩემი დაბადების მოწმობა დაწვა. რომ არა ეს, შეიძლება, მე აქამდეც მეპოვა ჩემი მშობლები.

– როგორ ფიქრობთ, რა მიზეზით მიგატოვეს მშობლებმა?

– ნამდვილად ვერ ვიტყვი გადაწყვეტით, რა იყო მათ მიერ ჩემი მიტოვების მიზეზი, მაგრამ, რადგან ისინი იმ დროისთვის ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, ვფიქრობ, მათი მშობლების წინააღმდეგობა იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასე ხშირად ხდებოდა, მით უმეტეს, იმ წლებში. აღმზრდელმა დედამ ადრე მითხრა, რომ თუ საქართველოში შვილი დაუქორწინებლად ჩნდებოდა, ამის გამო ბავშვის მშობლებს დიდი პრობლემები ექმნებოდათ. შეიძლება, ჩემი მშობლები მე მეძებდნენ, მაგრამ, როგორც ვიცი, გაშვილება გასაიდუმლოებული იყო. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ მათ არც კი იციან, სად ან ვინ იშვილა მათი შვილი. ვფიქრობ, რომ მე მყავს დები ან ძმები, ძალიან მინდა, ვიპოვო ყველა, მაგრამ, თუ მშობლებს ვერ ვიპოვი, იქნებ, ჩემი ძმები ან დები მაინც ვიპოვო.

– საქართველოში თუ ყოფილხართ როდისმე, სხვა გზით თუ გიცდიათ ბიოლოგიური მშობლების მოძებნა?

– 2006 წელს ჩამოსული ვიყავი საქართველოში და თბილისის მესამე სამშობიარო სახლში მივედი. ჩემი მეუღლე დღემდე ძალიან მგულშემატკივრობს და გაგებით ეკიდება ჩემს ამ გულისტკივილს. სამშობიარო სახლშიც ის გამომყვა. მაგრამ, 2006 წლის ივლისის ვიზიტმა არაფერი მოგვიტანა – მითხრეს, რომ დოკუმენტების ნაწილი, რომელიც 1954 წლის იანვრით იყო დათარიღებული, დამწვარი იყო და მათ ვერაფერს მიაგნეს. მე არავის არაფერს ვაბრალებ, მესმის, რომ ეს ჩემი პრობლემაა და, შესაბამისად, საკუთარი ძალებით უნდა მოვახერხო მათი მოძებნა, მაგრამ ეს ძალიან რთულია. მივხვდი, რომ მხოლოდ ენის ცოდნით ვერაფერს გავხდებოდი.

– მეუღლის გარდა, ვინმე თუ გეხმარებათ ბიოლოგიური მშობლების მოძებნაში?

– ძალიან მეხმარება ჩემი უფროსი შვილი – ანასტასია. მან გადააბრუნა მთელი ინტერნეტი და ყველა საიტზე ეძებდა თანამოგვარეებს, უგზავნიდა წერილებს, სთხოვდა დახმარებას. მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ ბევრმა მართლაც დიდი ყურადღება გამოიჩინა, მაგრამ, რეალურად, დღემდე ვერც ერთ კვალს ვერ მივაგენით. ერთხელ კი დიდი ნერვიულობა გადავიტანე, ერთ-ერთმა ქალბატონმა მისწერა ჩემს შვილს, რომ სწორედ 1954 წლის 11 იანვარს მესამე სამშობიარო სახლში მის ნათესავს უმშობიარია და გოგო შესძენია, მაგრამ, მშობლებს უთხრეს, რომ გოგონა მოკვდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავეძიეთ და გავარკვიეთ ბოლომდე ეს ამბავი. ეს ვარიანტი გამოირიცხა მაშინ, როდესაც იმ ქალბატონმა თქვა, რომ მკვდარი შვილი მას ნანახი ჰყავს, ანუ მან ზუსტად იცოდა, რომ შვილი მართლაც მოუკვდა გულის უკმარისობის გამო. დღესდღეობით მხოლოდ ის იმედიღა დამრჩა, რომ ჩემი ბიოლოგიური მშობლები ცოცხლები არიან და ისინი ფოტოთი მაინც მიცნობენ.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.



скачать dle 11.3