კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლონდონში სამეფო აპარტამენტები იყიდება







ლონდონის ცენტრში გასაყიდად გამოიტანეს რვა ელიტური აპარტამენტი, რომლებიც ადრე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის საკუთრება იყო. თითოეული მათგანის ფასი 65-დან 100 მილიონ დოლარამდეა. აპარტამენტები ბრიტანეთის დედაქალაში არსებულ „რიჯენტს პარკთან“ მდებარეობს და „კორნუელ ტერასის“ კომპლექსის ნაწილია. თითოეულ აპარტამენტში 5-დან 7-მდე საძინებელი ოთახია და მათი საერთო ფართობი 700-დან 1 300 კვადრატულ მეტრამდეა. ისინი თანამედროვე დაცვის სისტემებით, უხმაურო ლიფტებითა და მართვის თანამედროვე სისტემით არის აღჭურვილი. აპარტამენტების მომავალ მფლობელებს იქ არსებული სპა ცენტრებით, სპორტული დარბაზებითა და პერსონალური სომელიეების მომსახურებით სარგებლობაც შეეძლებათ. გასაყიდად გამოტანილი სამეფო აპარტამენტები მეცხრამეტე საუკუნეში, არქიტექტორ ჯონ ნეშის პროექტით ააგეს. 150 წლის განმავლობაში იქ არისტოკრატები ცხოვრობდნენ, ბოლო პერიოდში კი სათავსოები ელიტური ოფისებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის ქირავდებოდა. მომავალში აპარტამენტებს, სავარაუდოდ, პრესტიჟულ საცხოვრებლად გამოიყენებენ. რეალტორები იმედოვნებენ, რომ ეს აპარტამენტები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს, რუს და ჩინელ ინვესტორებს დააინტერესებს.


скачать dle 11.3