კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინეთის პასუხი ამერიკას







ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ადგილობრივი მსხვილი საკრედიტო ორგანიზაციებისთვის სარეზერვო მოთხოვნები გაზარდა. ჩინეთის ხელისუფლება ამ გზით ინფლაციის თავიდან აცილებას და შიდა დაკრედიტების მოცულობის შემცირებას ცდილობს. ექსპერტების თქმით, ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, გაამკაცროს ფინანსური რეგულირება, მნიშვნელოვანწილად ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პროგრამითაცაა გამოწვეული, რომლის მიზანიც ეკონომიკის სტიმულირების გაზრდაა. პეკინში შიშობენ, რომ ვაშინგტონის ქმედებები ხელს შეუწყობს ჩინეთში შემოსული უცხოური სპეკულაციური კაპიტალის მოცულობის გაზრდას. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე მეოთხედ გაზარდა მოთხოვნები ადგილობრივი ბანკების რეზერვების მიმართ. 16 ნოემბრიდან ჩინეთის 5 უმსხვილესი ბანკი იძულებულია, საკუთარი რეზერვები 18 პროცენტამდე გაზარდოს. საუბარია ისეთ მსხვილ ფინანსურ დაწესებულებებზე, როგორებიც არიან: „ინდასტრიალ ენდ კომერშალ ბენკ ოფ ჩაინა“, „ჩაინა კონტრაქშნ ბენკი“, „აგრიქალჩარალ ბენკ ოფ ჩაინა“, „ბენკ ოფ ჩაინა“ და „ბენკ ოფ კომუნიკეიშნი“.


скачать dle 11.3