კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიტაცა 400 მილიონი დოლარის ღირებულების ალმასები „კაგებეს“ პოლკოვნიკმა



გთავაზობთ ნაწყვეტს წიგნიდან „მოჯადოებული წრე“, რომლის ავტორია იური ელგნერი. ელგნერი 1979 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა და გათქვა, „კაგებეს“ საიდუმლოებები, სადაც ის 20 წელი მუშაობდა. ყოფილი მაიორის, იური ელგნერის თავმოკვეთილი სხეული 1987 წლის მაისში ჩიკაგოს ერთ-ერთ სასტუმროში აღმოაჩინეს.

უმოწყალო ძარცვა

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ტოტალურ ფიარკამპანიას ახორციელებს და სურს, რომ მსოფლიოს თავი მშვიდობისმყოფლად და უანგარო პარტნიორად მოაჩვენოს, თითქმის ყველა საბჭოთა სამხედრო ავანტიურა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, გეოპოლიტიკური მიზნების პარალელურად, სიმდიდრით სავსე ადგილების ხელში ჩაგდების მიზნით ხორციელდებოდა. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ საბჭოთა კავშირს ანგოლა თავისი უძვირფასესი ალმასის საბადოებით იზიდავს. მსოფლიოს ალმასების 20 პროცენტი სწორედ ამ ქვეყანაში მოიპოვება. ანგოლა უმალვე მოექცა საბჭოელების ყურადღების ცენტრში ამიტომ, იქ ჯერ საბჭოთა სამხედრო ტექნიკა შევიდა, შემდეგ – სამხედრო ინსტრუქტორები, ბოლოს კი – კარგად მომზადებული სპეცნაწილები, რომლებიც, სოციალიზმის დამყარების საბაბით, უმოწყალოდ ძარცვავდნენ ამ ქვეყანას. 1976 წლის ივნისში ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში ვინმე ანტონ ასტაფიევი ჩავიდა. ოფიციალურად ის საბჭოთა სავაჭრო წარმომადგენლობის რიგითი წევრი იყო, რომელსაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან სხვადასხვა კომერციული საქმეები უნდა მოეგვარებინა, სინამდვილეში კი ის „კაგებეს“ პოლკოვნიკი იყო და მხოლოდ ერთი რამ ევალებოდა: მას ანგოლური ალმასების უკანონო გამოზიდვის ორგანიზება უნდა მოეხდინა ამ ქვეყნიდან. ასტაფიევი დიდი რუდუნებით შეუდგა დავალებული საქმის შესრულებას და სამი თვის შემდეგ ანგოლიდან საბჭოთა კავშირში გამოზიდული ალმასების ღირებულებამ 300 მილიონი დოლარი შეადგინა. ანუ, საბჭოთა კავშირმა 300 მილიონი დოლარის ღირებულების ალმასები მუქთად ჩაიგდო ხელში. შემდეგ ეს ალმასები მუშავდებოდა, მათი ფასი ათმაგდებოდა და 3 მილიარდს აღწევდა. ერთი სიტყვით, წარმატებული მუშაობისთვის ანტონ ასტაფიევს 6 თვეში პოლკოვნიკის ჩინი მისცეს, გენერლობას შეჰპირდნენ და ლენინის ორდენი მიანიჭეს. მაგრამ 1977 წლის მარტში, ყოჩაღი საბჭოთა „კაგებეშნიკი“ მოულოდნელად გაუჩინარდა. თავიდან ეგონათ, რომ ასტაფიევი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა ანგოლის ჯუნგლებში; შემდეგ ფიქრობდნენ, რომ ის ამერიკელებმა გაიტაცეს, ბოლოს კი დანამდვილებით დადგინდა, რომ ასტაფიევს, თურმე, 400 მილიონის ღირებულების ალმასები გაუტაცია და უკვალოდ გამქრალა... ასეთი საქციელი კი „კაგებეში“ უმკაცრესად ისჯებოდა. ამიტომ გაქცეულ პოლკოვნიკზე ნადირობა გამოცხადდა და მის ძებნას შევუდექით...



მზიანი ღამეგაქცეული



ასტაფიევი, მაღალი წოდების მიუხედავად, ახალგაზრდა, 42 წლის კაცი იყო. მოსკოვში მას ცოლი და ორი შვილი დარჩა. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ის ოჯახს დაუკავშირდებოდა. მაგრამ, გაირკვა, რომ მან ოჯახი მიატოვა და ამის გამო მისი ძებნა გაჭირდებოდა. მაგრამ, ამხელა სიმდიდრის პატრონი ფსკერზე დიდხანს ვერ დარჩებოდა, სადმე აუცილებლად გაამჟღავნებდა თავს და სწორედ იქ უნდა ჩაგვევლო. იმ პერიოდში მე ჰოლანდიაში ვმუშაობდი არალეგალურად და ცენტრის სხვადასხვა დავალებას ვასრულებდი – ძირითადად, თვალთვალი და ლიკვიდაცია მევალებოდა. ამიტომ ასტაფიევის კოორდინატების გაგება მეც დამევალა, მისი მონაცემები მეც გადმომცეს და ჰოლანდიაში გაქცეულის კვალის ძებნას შევუდექი. მე საკმაოდ ფართო ნაცნობების წრე მყავდა ამსტერდამში და ერთ დღეს შევიტყვე, რომ საიუველირო საამქროებში ვიღაც კაცი გამოჩენილა, რომელიც ალმასების გაბრილიანტების ტექნოლოგიით დაინტერესებულა. ერთ-ერთი კერძო მეწარმისთვის კი, ერთობლივი ბიზნესის დაწყება შეუთავაზებია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისე მოვაწყვე, რომ იმ დაინტერესებულს მე შევხვდი, თავი ძვირფასი ქვებით დაინტერესებულ კომერსანტად წარვუდგინე და ბიზნესის წარმოება შევთავაზე. ის არონ კაცის გვარით გამეცნო და თავი ისრაელის მოქალაქედ წარმომიდგინა. ზომა-წონით ასტაფიევს ჰგავდა. თუმცა, სახით სულ სხვა იყო. ცენტრში მისი თითის ანაბეჭდები გავაგზავნე, რომელიც ვისკის ჭიქიდან ავიღე და დადებითი პასუხი მივიღე: არონ კაცი სინამდვილეში პოლკოვნიკი ანტონ ასტაფიევი აღმოჩნდა. მას პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ახალი სახითა და კაპიტალით ცდილობდა ჯერ ამსტერდამში დამკვიდრებას, შემდგომ კი უფრო შორს მიმავალი გეგმებიც აღმოაჩნდა. ასტაფიევის შეპყრობა არ გამჭირვებია და ის მისსავე სახლის სარდაფში ფეხებით დავკიდე, ერთი-ორი წავუთაქე და ჯერ თავისი ვინაობა დაფქვა, შემდეგ კი გატაცებული ალმასების ადგილსამყოფელიც დაასახელა – თურმე, იქვე, სარდაფში ჰქონდა დამალული, სავენტილაციო მილში. ბნელ მილში რომ ხელი შევყავი და ალმასებით სავსე ტომარა გამოვაცურე, ბნელი ხვრელი ამ კეთილშობილი ქვების სიკაშკაშემ გააცისკროვნა. მოღალატე პოლკოვნიკი ლუბიანკაზე დახვრიტეს, მე კი ჩინი მომიმატეს...


скачать dle 11.3