კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ერთადერთი ქალი სპორტსმენი „ფეისბუქის“ ყველაზე პოპულარული სპორტსმენების ტოპ-ოცეულში და რომელი ადგილი უკავია ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს









სულ ახლახან ამერიკულმა ფირმამ „სპორტინგინტელიგენსმა“ საინტერესო კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი პლანეტის ყველაზე პოპულარული სპორტსმენის გამოვლენა იყო. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა არა სოციალური გამოკითხვის კუთხით ჩატარდა, როგორც ამას სხვადასხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებები აკეთებენ, მაგალითად – „ვინ არის თქვენი საყვარელი სპორტსმენი“, არამედ მავანი სპორტსმენის აქტიური თაყვანისმცემლების რაოდენობის მიხედვით. მსგავსი კვლევის ჩასატარებლად კი, პლანეტის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი – „ფეისბუქი“ იდეალურ პლატფორმად გამოდგა. პლანეტის მოსახლეობა 6,9 მილიარდ ადამიანს შეადგენს; მათ შორის 20 პროცენტი ბავშვია, ხოლო 5,52 მილიარდი ზრდასრული ადამიანი. მათგან 500 მილიონი „ფეისბუქის“ აქტიური აბონენტია. ანუ, პლანეტის ყოველი მე-14 ადამიანი და ყოველი მე-11 კი – ზრდასრული, „ფეისბუქის“ სამყაროს ნაწილია. სწორედ „ფეისბუქის“ მომხმარებლების უშუალო მონაწილეობით „სპორტინგინტელიგენსმა“ გამოავლინა პლანეტის 20 ყველაზე პოპულარული მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენი.

პოპულარობის მხრივ ნომერ პირველი სპორტსმენი „ფეისბუქში“ პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი – კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც 9,3 მილიონი მხარდამჭერი და თაყვანისმცემელი ჰყავს „ფეისბუქში“. პოპულარობის საერთო რეიტინგში რონალდუს მე-16 პოზიცია უკავია, რაც უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ფეხბურთელი რონალდუ ღირსეულ კონკურენციას უწევს პოპის და კინოს ვარსკვლავებს, რომელთა თაყვანისმცემლების რაოდენობა რამდენიმე ათეულ მილიონს აჭარბებს. სხვათა შორის, „სპორტინგინტელიგენსის“ აზრით, წლის ბოლომდე რონალდუს თაყვანისმცემელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ბრწყინვალე სპორტულ ფორმაში მყოფი ვარსკვლავი პირდაპირ დაფრინავს საფეხბურთო მოედნებზე და გარდა ამისა, მის პირად ცხოვრებაშიც მუდამ საინტერესო მოვლენები ვითარდება. ეს კი, მისი პერსონის მიმართ ერთიორად ზრდის ინტერესს.

მეორე ადგილი არგენტინელ ვარსკვლავს – ლიონელ მესის ეკუთვნის, რომლის ფანების რაოდენობა საგრძნობლად ჩამორჩება რონალდუს თაყვანისმცემელთა არმიას. მესის 4,2 მილიონი „ფანი“ ჰყავს „ფეისბუქზე“ და სწორედ მისი მხარდამჭერი გვერდები ზარალდება ყველაზე მეტად ჰაკერებისგან. არსებობს ვერსია, რომ მესის თაყვანისმცემელთა რაოდენობა რამდენიმე ათეულ მილიონს შეადგენს, თუმცა სწორედ ჰაკერები, რომელთა შორის მადრიდის „რეალის“ თაყვანისმცემლები ჭარბობენ არ აძლევენ საშუალებას „ბარსელონას“ ვარსკვლავს ნომერ პირველი სპორტსმენი გახდეს პლანეტაზე. მიუხედავად ამისა, მესის ფანკლუბი „ფეისბუქზე“ მაინც ღირსეულ კონკურენციას უწევს რონალდუს. მესის ფოტოგალერეაში მის „ფანებს“ საშუალება აქვთ იხილონ იშვიათი ფოტოები მისი პირადი ცხოვრებიდან, რომელიც საიდუმლოებით არის მოცული და მასზე საუბარი ყველაზე ნაკლებად უყვარს ფეხბურთის ლეგენდას.

ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი 4,1 მილიონი „ფანით“, მესამე ადგილზეა ყველაზე პოპულარულებს შორის. კორტების მეფე ფედერერი მართალია ექს-პირველი ჩოგანია, თუმცა პოპულარობის მხრივ პირველობას ხელიდან არ უშვებს. მისმა ფანტასტიკურმა დარტყმამ, რომლის დემონსტრირება მან „ჯილეტის“ სარეკლმაო რგოლის გადაღებებისას მოახდინა, ნამდვილი ფურორი გამოიწვია ინტერნეტში. „ვილჰელმ ტელის დარტყმად“ წოდებული ილეთით ფედერერმა ჩოგბურთის ბურთით ადამიანის თავიდან რკინის ქილა ჩამოაგდო.

მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე NBA-ს მოქმედი და ყოფილი კალათბურთელები, ლეგენდარული – კობი ბრაიანტი და მაიკლ ჯორდანი განთავსდნენ. შესაბამისად, 3,6 და 3,1 მილიონიანი თაყვანისმცემელთა არმიით. მათ გარდა, პირველ ათეულში კიდევ ერთი ვარსკვლავი – „მაიამი ჰითის“ ფორვარდი, ლებრონ ჯეიმსი მოხვდა, რომელსაც 2,9 მილიონი მიმდევარი ჰყავს „ფეისბუქზე“. უნდა აღინიშნოს, რომ კალათბურთელები პოპულარობით მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ფეხბურთელებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტის სახეობაა.

რა თქმა უნდა, „ფეისბუქის“ მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით, სავარაუდოდ, ბოლო პერიოდის ყველაზე „სელებრითი“ ვარსკვლავი, ფეხბურთელი – დევიდ ბექჰემიც სარგებლობს. მის შესახებ იმდენი დაწერილა და იმდენი თქმულა, რომ ბევრს აღარ გავაგრძელებთ და გეტყვით, რომ მისი „ფანების“ რაოდენობა 3,4 მილიონ „ფეისბუქის“ აბონენტს შეადგენს.

ჩოგბურთის კიდევ ერთი მოქმედი ჩემპიონი და ლეგენდა, ესპანელი რაფაელ ნადალი მე-7 საფეხურზე განთავსდა ყველაზე პოპულარულთა რეიტინგში. მისი თაყვანისმცემელთა რაოდენობა 3,3 მილიონს შეადგენს. პლანეტის ნომერ პირველი ჩოგანი ფანტასტიკურ სეზონს ატარებს და წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობასაც გეგმავს.

ცხოვრებაში ლეგენდარულად წოდებულ მოცურავეს და ოლიმპიურ რეკორდსმენს, ამერიკელ მაიკლ ფელპსის 3,1 მილიონი თაყვანისმცემელი ჰყავს „ფეისბუქზე“. ის სკანდალებით ცნობილ სპორტსმენს ღიად უჭერს მხარს და ეთანხმება სპორსტმენის მიერ წამოწყებულ კამპანიას, რომელიც მარიხუანის ლეგალიზების საკითხს უკავშირდება.

ერთადერთი ქალი სპორსტმენი, რომელიც „ფეისბუქის“ ყველაზე პოპულარულ სპორტსმენებს შორის მოხვდა, სექს-სიმბოლო და ჩოგბურთის დედოფალი – რუსი მარია შარაპოვაა. მისი თაყვანისმცემელთა რაოდენობა 2,5 მილიონია. ის არის ერთადერთი სპორტსმენი ქალი, რომელიც ასე თუ ისე ღირსეულ კონკურენციას უწევს პოპულარობის მხრივ მამაკაც სპორტსმენებს. ცნობისთვის, პოპულარობის საერთო რეიტინგში შარაპოვა 216-ეა.

ყველაზე პოპულარული სპორტსმენების პირველ ოცეულში, წინამდებარე სპორსტმენების გარდა, მოხვდნენ: მოტომრბოლელი – ვალენტინო როსი, მორბენალი – უსეინ ბოლტი, ფეხბურთელები – ანდრეს ინიესტა, ფერნანდო ტორესი, კაკა და ვეტერანი ზინედინ ზიდანი, სნოუბორდისტი – შონ უაითი, ველოსიპედისტი – ლენს არმსტრონგი, კალათბურთელი – შაკილ ონილი და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ სკანდალებში გახვეული მეგოლფე – ტაიგერ ვუდსი.


скачать dle 11.3