კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რიკელმეს ძმა ყაჩაღი აღმოჩნდა









ლარისა რიკელმე პარაგვაის ნაკრების თილისმად მიიჩნევა და ამ ქვეყნის უპირველესი გუნდის ყველაზე ცნობილი გულშემატკივარია. ჰოდა, გარდა იმისა, რომ ლარისა პარაგვაის ნაკრების ყველა თამაშს ესწრება, უარს არც ფეხბურთელებთან რომანზე ამბობს. მაგრამ, ამ შემთხვევაში, საუბარი მასზე კი არა, მის ძმაზე – ფრედი რიკელმეზე გვაქვს. ფრედი დაიკოს მენეჯერიც იყო და ლარისას შემოსავლების 40 პროცენტი ძამიკოს ჯიბეში მიდიოდა, რაც წლიურად ორ მილიონ დოლარზე მეტი გახლდათ. ამის მიუხედავად, გასულ კვირას პარაგვაის პოლიციამ ფრედი რიკელმე ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით დააკავა.

„ბანკიდან 200 ათასი დოლარი წაიღეს და დამნაშავეს, რომელიც მარტო მოქმედებდა, დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით. შემდეგ, სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთმა აგენტმა გვითხრა, რომ ყურადღება ფრედი რიკელმესთვის მიგვექცია, რაც არასერიოზულად მივიჩნიეთ. კაცი, რომელსაც წლიური ორი მილიონი აქვს, წესით, არ უნდა ყაჩაღობდეს. ამის მიუხედავად, სხვა ეჭვმიტანილი, უბრალოდ, არ გვყავდა და ფრედის თვალთვალი დავუწყეთ. ერთ დღეს ის სახლიდან გამოვიდა, ბანკთან გაჩერდა, მანქანიდან ნიღბით გადმოვიდა და ბანკში შევარდა. ეს ისეთი შოკი იყო, რომ მაშინ მისი დაკავება არც გვიფიქრია. ბანკიდან გამოსული რიკელმე მანქანაში არ ჩაჯდა, რამდენიმე ასეული მეტრი გაირბინა, ნიღაბი მოიხსნა, ტაქსი გააჩერა და ბანკამდე ტაქსით მივიდა, თავის ავტომობილში მშვიდად ჩაჯდა და ასევე მშვიდად დავაკავეთ“, – ყვებიან პოლიციელები. ახლა ფრედის ოცწლიანი სასჯელი ელის და ჩვენ თუ გვკითხავთ, ალალიცაა.


скачать dle 11.3