ოზილს ცოლი გაურბის
მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი ვარსკვლავი მესუთ ოზილი მოედანზე კარგად კი გამოიყურება, მაგრამ პირად ცხოვრებაში აშკარად ყველაფერი არეული აქვს. მისი მეორე ნახევარი ცნობილი მომღერლის, სარა კონორის დაიკო – ანაა. ქმრის ხათრით, ანამ გასულ ზაფხულს მუსლიმანობაც მიიღო და ისიც თქვა, ოზილის სურვილის გამო ეროტიკულ ფოტოსესიებში მონაწილეობაზე უარს ვიტყვი, არც კომპიუტერულ თამაშებს მივეკარები და არც მოკლე კაბას ჩავიცვამო, მაგრამ...
„ასე ცხოვრება აღარ შემიძლია. მოკლე კაბის ჩაცმა მინდა. ელემენტარულად, მინდა, ინტერნეტით მეგობრებს ვეკონტაქტო, საღამოს ბარში წავიდე, გავერთო... მუსლიმანური წესები კი ამას კრძალავს“ – ეს სიტყვები ანამ ორი კვირის წინ თქვა და ქმარს განუცხადა, ორი კვირით ცალ-ცალკე ვიცხოვროთ და ჩამოვყალიბდეთ, გვინდა თუ არა, მომავალში ერთად ცხოვრებაო.
ამ ორმა კვირამ მალე კი გაიარა, მაგრამ თურმე ოზილი დასაბმელია. ანა არც ღამის ბარებს იკლებს, არც მოკლე კაბებს, დეკოლტირებული ტანსაცმელიც აცვია და საერთოდ, ევროპელი ქალივით ცხოვრობს. ამბობენ, ახლა ანამ დაბრუნება რომ მოინდომოს, ოზილი აღარ მიიღებსო.