როგორი უნდა იყოს ძიძა
ევანგელინა ანდერსონი მიუნხენის „ბაიერნის“ არგენტინელი მცველის, მარტინ დემიკელისის მეორე ნახევარია. თუმცა, სანამ მარტინამდე მივიდოდა, ევანგელინა ლეგენდარულ დიეგო მარადონას ჰყვარობდა. მოკლედ, ეს ქალი გასულ კვირას გერმანულ შოუში მიიწვიეს და როგორც ქერათმიანებს სჩვევიათ ხოლმე, ბრძნული აზრები აფრქვია.
„ჩემმა დაქალებმა ჭკუა ვერ ისწავლეს. მათ მუდმივად ვუმეორებ, რომ სახლში არ აიყვანონ ისეთი ძიძა, რომელიც ცოტათი მაინც ლამაზი იქნება. ძიძა სიმახინჯის განსახიერება უნდა იყოს, რადგან სხვა შემთხვევაში, ქმარი მას ყურადღებას აუცილებლად მიაქცევს. მერე ერთ დღეს შინ თქვენზე ადრე დაბრუნდება და არავინ იცის, რა მოხდება. მაგალითად, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელ მაქსი ლოპესს ასე დაემართა. მისმა ცოლმა აიჩემა, გინდა თუ არა, ჩემი შვილი მოდელის მონაცემების მქონე ძიძამ უნდა გაზარდოსო და საბოლოო ჯამში, ის ძიძა ახლა მაქსის ცოლია. მე ეს არასოდეს დამემართება“, – განაცხადა ანდერსონმა.