ლაპორტას პარტიაში პორნოვარსკვლავიც შევიდა
მას შემდეგ, რაც ხუან ლაპორტა კატალონიური „ბარსელონას“ პრეზიდენტობიდან წავიდა, პოლიტიკური პარტია „დამოუკიდებელი კატალონია“ შექმნა და ახლა ქვეყნის პარლამენტში მოხვედრას აპირებს. ამბობენ, რომ ლაპორტას ამის ძალიან კარგი შანსები აქვს და მის პარტიაში არაერთი ცნობილი თუ უცნობი სახე ერთიანდება. ყველაზე ცნობილებიდან კი, მარია ლაპერდუ აშკარად გამოირჩევა. ეს ქალბატონი მოქმედი პორნოვარსკვლავია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
„მე პარტიის წევრებს პროფესიის მიხედვით არ ვარჩევ. აქ გაწევრიანება ყველას შეუძლია და ამიტომ, მარიაც სიხარულით მივიღეთ“, – განაცხადა ლაპორტამ.
ისე, საინტერესოა, არჩევნების წინ ქალბატონი მარია ამომრჩევლებს რას დაჰპირდება.