კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უკრძალავს დათო ხუჯაძე ოჯახის წევრებს თავის ცოლზე საუბარს და მისი ფოტოების გამოჩენას



ქალბატონი მეგი: დათო 1975 წლის 25 ივნისს დაიბადა. 4 კილოგრამს და 200 გრამს იწონიდა და სიგრძით 55 სანტიმეტრი იყო. საკმაოდ რთული მშობიარობა მქონდა, გასაზრდელად კი ძალიან კარგი ბავშვი იყო: ჭამდა და ეძინა. არანაირი პრობლემები და ღამის თევები მასთან არ მქონია, თეასგან განსხვავებით. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა სამწელიწად-ნახევარია. დათომ სიარული რომ დაიწყო, მერე დაიწყო ჩემი პრობლემებიც. ისეთი ცელქი იყო, კალთაზე გამობმული დამყავდა და ხელს ერთი წუთით ვერ ვუშვებდი, სულ ფათერაკებში ეხვეოდა. სულ იმას ცდილობდა, რამე გაეფუჭებინა. თეა რუსულ ბაღში დადიოდა და დათოც იქ შევიყვანე. მახსოვს, პირველად რომ მივიყვანე, ისეთი ღრიალი ატეხა, დირექტორი, მასწავლებლები – ყველა გარეთ გამოცვივდა. ჩემ გარდა არავისთან რჩებოდა. გოგო, ბიჭი – მისთვის სულერთი იყო, ყველას სცემდა და კბენდა. იძულებული ვიყავი, გამოსაყვანად ცოტა ადრე მივსულიყავი ან ყველაზე ბოლოს, რომ მშობლებთან კონფლიქტი არ მომსვლოდა. ბავშვები სულ დალურჯებული ჰყავდა. განსაკუთრებული ტიპი იყო და მასწავლებლებსაც განსაკუთრებულად უყვარდათ. მერე ქართულ სკოლაში წავიყვანე. მოსული ბიჭი იყო, თავის ასაკთან შედარებით ფიზიკურად დიდად გამოიყურებოდა. ეტყობა, რაღაცას აწყენინებდნენ და ესეც უპასუხოდ არ ტოვებდა, თორემ არ იყო დაუნდობელი. ხომ ასე ეჩხუბებოდა ყველას, მაგრამ ისეთი ზრდილობიანი იყო, უფროსს პასუხს არ შეუბრუნებდა.

ძალიან უყვარდა პური. იმერეთში „დაჩა“ გვაქვს და ბავშვები ზაფხულში იქ ჩაგვყავდა. დათოს პურზე რომ გავუშვებდი, ქერქები მოჰქონდა გზაში. პურს მთლიანად გამოაცლიდა ხოლმე გულს და მერე მეორეჯერ ვუშვებდი.

– მუსიკის მიმართ სიყვარული როდის გამოავლინა?

– ოჯახში ყველა ვმღერით, მასაც ბავშვობიდან უყვარს მუსიკა. ხშირად, როცა დათო თამაშობდა, მუსიკა გვქონდა ჩართული. მუსიკა რომ გაჩერდებოდა, ესეც ჩერდებოდა, მოიხედავდა – რატომ გაჩერდაო. ერთხელ, „დაჩაზე“ რომ ვიყავით წასული, მეზობლის სახლში შეპარულა და მაგნიტოფონი ჩაურთავს. როგორ მოახერხა, არ ვიცი. იდგა და ცეკვავდა. სიმღერით ვერ იმღერებდა, იმიტომ, რომ ლაპარაკი არ იცოდა. 2 წლის იყო, ლაპარაკი რომ დაიწყო, ყველაზე მეტად მუსიკა აინტერესებდა. 6 წლიდან დაიწყო სიმღერა, მიჰყვა და მიჰყვა. ბარძიმაშვილთან იყო „ლახტში“ და კონკურსში გაიმარჯვა. რაც მას უნდოდა გულით, იმაში მეც ყველანაირად ვუწყობდი ხელს. რეპეტიციებზე მივდიოდით, მოვდიოდით. მერე „ლახტიდან“ წამოვიდა. ჯაზ-ქორალის ხელმძღვანელი ალიკა კილაძე იყო და მამამისმა ის აუყვანა. შეიქმნა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ჰარმონია“. 7 წლის იყო, დათომ ბასგიტარაზე დაკვრა რომ ისწავლა. პირველი სიმღერა 11 წლისამ დაწერა. ამისთვის სახლში ყველანაირი პირობა ჰქონდა. რომელ ინსტრუმენტზეც უნდოდა, მივიდოდა და დაუკრავდა. 14 წლის იყო, რომ გავაჩერეთ და აღარ ვამღერეთ, რადგან გარდატეხის ასაკი ჰქონდა. ამბობდა, დიდი მომღერალი უნდა გამოვიდეო და მეც მჯეროდა მისი. დათოს შინაგანი წინათგრძნობა აქვს. რაღაც ხმები ესმოდა. ყურებზე ხელს დაიდებდა და ამბობდა: მე რომ გავიზრდები, უცხოეთში წავალ და საქართველოს სახელს გავიტან. ფულის გამო არასოდეს გავგიჟდებიო და მართლაც ასეა. ზოგს რომ კაცობა ერთ ადგილზე ჰკიდია, ასეთი არ არის ჩემი შვილი. აქაც თავისით მიაღწია ყველაფერს და იქაც. მოსკოვში ძალიან პოპულარულია. ესენი რომ არ ლაპარაკობენ, ასე კი არ არის.

– გაიხსენეთ ის დრო, როცა მოსკოვში წასვლა გადაწყვიტა.

– მანქანა გაყიდა და წავიდა. დათო ხომ პარლამენტში იყო და გამოაგდეს, თუმცა პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა და არც არასდროს აინტერესებდა პოლიტიკა. პარლამენტში იმიტომ შევიდა, რომ შოუ-ბიზნესი აეღორძინებინა. ახლა რა მდგომარეობაშიც არის, შეიძლება, ამას შოუ-ბიზნესი უწოდო?! ყველაზე დაბალ დონეზე ახლაა. საყვარელი, კალთას გამობმული შვილი სხვა ქვეყანაში რომ წავა და შენ ყველაფრით ეხმარები, როგორია ამის ატანა?! კაციჭამიებთან გავუშვი შვილი. ღამეები არ მეძინა და ახლაც ვერ მივეჩვიე. მოსკოვში გელა ბობოხია დახვდა, რომელიც მისი პროდიუსერია. ის მომზადებული იყო იმისთვის, რომ დათო უნდა ჩასულიყო. დათოს, ასე თუ ისე, იცნობდნენ მოსკოვში, ასე რომ, უცხო გარემოში არ მოხვედრილა. დაფუძნდა იქ, მერე კონცერტებიდან აღებული ფულით კლიპებს იღებდა. მაგალითად, ბოლო კლიპი 30 ათასი ევრო დაუჯდა. ყველაფერს თავისით მიაღწია. მერე ერთოთახიანი ბინა იქირავა, თავის თავსაც არჩენდა და ჩვენც გვინახავდა.

– დათო თქვენ გგავთ თუ მამას?

– ხასიათით მეც მგავს და მამამისსაც. საკმაოდ ფეთქებადია. თუ გაბრაზდა, მტრისას. ერთხელ, უბანში რაღაცაზე გააბრაზეს, დაავლო ხელი დანას და გავარდა. ეს იყო დაახლოებით ხუთი წლის წინ: ბიჭები მოდიოდნენ და იგინებოდნენ ვითომ, უბანს „აჩმორებდნენ“, ვიღაცის ფანჯარას ქვა ესროლეს. თემურმა გაიხედა – ბიჭო, თქვენ რა დღეში ხართო. ერთ-ერთმა უთხრა, შენ რა გინდა, შენი დედაცო. ეს დათომ გაიგონა. ბიჭო, შენ ვის შეაგინეო, შევარდა სამზარეულოში, დასტაცა დანას ხელი და გავარდა. სამივე გემრიელად მიბეგვა, ისე, რომ თითი ვერ დააკარეს დათოს. გავგიჟდი, ისე შემეშინდა, დანა არ დაარტყას-მეთქი. ეგ მინდოდა, ციხეში წასულიყო? ვეხვეწებოდი, დანა მომეცი, ცხოვრება არ გაიფუჭო ვიღაცის გამო-მეთქი. მართლა კი არ დაარტყამდა, ტარიდან ეჭირა შესაშინებლად. საშინელი გაბრაზება იცის, დაუნდობელი ხდება. სახლში არავინ არაფერს აწყენინებს და ზომაზე მეტად თავშეკავებულია. ნასვამს კიდევ უფრო კარგი ხასიათი აქვს. მის გვერდით ჯდომას არაფერი ჯობს. ისეთ სიმღერებს იმღერებს, გაოცდებით. სხვათა შორის, არასდროს მღერის თავის სიმღერებს სუფრასთან.

– სახლის კეთილმოწყობით თუ არის დაინტერესებული?

– ძალიან ოჯახის მოყვარული ბიჭია. სულ უნდა, რომ სახლისთვის რაღაცეები შეიძინოს. აქ ბევრი რამე მისი ნაყიდია – ტელევიზორი, „კედელი“, სამეული, კომპიუტერის მაგიდა. თუ რამეს ვაკეთებთ, მისი ფულით ვაკეთებთ. მთელ ოჯახს დათო გვინახავს. ეს ბავშვი დათოს ფულებით იზრდება (დათოს დისშვილი – ე.პ.), ყველაფერს უსრულებს, დათომ გაზარდა, აბა, მამამისს საერთოდ არ აინტერესებს. თუ ცხოვრებაში რამეს მიაღწევს, დათოს დამსახურება იქნება.

– როგორ ცხოვრობს დათო მოსკოვში?

– თავისუფალ დროს ფიტნეს-კლუბში დადის, ბიჭებთან ერთად ფეხბურთს თამაშობს. მოსკოვში სამოთახიანი ბინა აქვს ნათიას, მის მეუღლეს და იქ ცხოვრობენ. დათოს თავისი საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია აქვს. ახლახან გააკეთა რემონტი. სიმღერებს წერს, არანჟირებებს აკეთებს. კონცერტების საქმე ძალიან ცუდად არის. თვითონ რუსებიც ვეღარ აწყობენ, იმდენად არეულობაა მოსკოვში. თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, მერე ევროპაში უნდა გადასვლა. კინოსცენარი დაწერა და გადაღება უნდა. შარშან, ჩამოსული რომ იყო, პრეზიდენტთან უნდოდა შეხვედრა და ვერ მოახერხა. ვურჩიე, კულტურის მინისტრთან მისულიყო და თავისი სცენარი მიეტანა.

– დათოს დაქორწინება რატომ გაასაიდუმლოეთ?

– რა ვიცი, რა გითხრა. მაინც შოუ-ბიზნესშია და არ უნდოდა, რომ ეს გაემხილა. თაყვანისმცემელი გოგოები გაგიჟდებიან, რომ გაიგებენ ცოლიანია და მერე „გაუტყდებათ“, ხომ იცი (ვხუმრობ). არ უყვარს, როცა ვინმე მის პირად ცხოვრებაში ერევა. ეს მისი საქმეა და მე არ მაქვს უფლება, ამ თემაზე ვილაპარაკო, მაგრამ თქვენ გეტყვით: მოსკოვში 210-კაციანი ქორწილი ჰქონდათ. ნახევარი დათოს ფინანსებით იყო გაკეთებული, ნახევარი – მისი სიმამრის. სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი მომღერლები: სოსო პავლიაშვილი, დიანა ღურწკაია, მელაძეები. სხვათა შორის, ვალერი მელაძემ თქვა, მეც ვისურვებდი დათოსნაირ სიძესო. სამი გოგო ჰყოლია.

– სულ დათოს მომავალ ცოლზე ლაპარაკობდით, ღელავდით, ვინ იქნებოდა, როგორი ადამიანი. ახლა კმაყოფილი ხართ შვილის არჩევანით?

– დათოს ცოლი ნათია ონიანია. დედამისი რუსია. ერთი ძმა ჰყავს. თვითონ პროფესიით იურისტია. ნათია ერთადერთი სვანია, რომელმაც მოსკოვში უნივერსიტეტი ოქროს მედალზე დაამთავრა. დათო ისეთი ბიჭია, ჩემი ნებართვის გარეშე ცოლს არ მოიყვანდა. იცის, რომ მკაცრი ხასიათი მაქვს და ძნელად თუ ვინმე მომეწონება. ერთ წელიწადს, სანამ ცოლს მოიყვანდა, თავის პროდიუსერთან იყო ჩამოსული. მითხრა: დედა, ერთი გოგო მომწონს, ცოლად მინდა მოვიყვანო და გეხვეწები, შენებურად ნუ დაიწყებ. ვიცი, ჩემთვის ყოველთვის უკეთესი გინდა, მაგრამ მე, ქუჩაში რომ გაივლის და გაგიჟდებიან, ასეთი ლამაზი ქალი არ მინდა. მინდა საშუალო სილამაზის, ოჯახის ქალი, შვილები გამიზარდოს და, გასტროლებზე რომ ვივლი, მშვიდად ვიყო. ამისთანა არის ეს გოგო. უკვე აღარ ვარ პატარა, ძლივს გადავწყვიტე ცოლის მოყვანა და გთხოვ, თანხმობა მომეციო. სხვათა შორის, საღად და ნორმალურად აზროვნებდა ამ შემთხვევაში. მე რომ თანხმობა არ მიმეცა, ეგ ცოლს ვერ მოიყვანდა. შეიძლება, ახტეს, დახტეს, მაგრამ ბოლოს მაინც მიჯერებს. მერე კი მითხრა – შენი ბრალია, აქამდე ცოლი რომ ვერ მოვიყვანეო. ჩემი რა ბრალია, შენ თუ ნორმალურ ქალებთან არ გქონდა ურთიერთობა, ქუჩის ქალს ხომ არ მოიყვანდი-მეთქი. ნათიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩემს დაბადების დღეზე ყოველთვის ჩამოჰყავს, ახლა ფეხმძიმედაა და ვერ ჩამოვიდა, დღე-დღეზე ბავშვს ელოდებიან.

ეკა პატარაია


скачать dle 11.3