კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადადის სოკოვანი დაავადება და რატომ არის ის საშიში







მიკროსპორია ადამიანისა და ცხოველის ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მიკროსკოპული სოკოები იწვევს.

სოკოთი დაზიანებული კანის ქერცლი, თმისა და ბეწვის ღერები, რომლებიც შეიცავს სიცოცხლისუნარიან სოკოებს, შორდება დაზიანებულ უბანს და სოკო გადააქვს ავადმყოფის ტანსაცმელზე, თეთრეულზე ან ყოველდღიური მოხმარების საგნებზე.

სოკო საკმაოდ გამძლეა გარემოს არახელსაყრელი ფაქტორებისადმი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუძლია, შეინარჩუნოს დასნებოვნების უნარი. ამ სოკოვანი დაავადებების გადადება შეიძლება, მოხდეს როგორც ავადმყოფ ადამიანთან ან ცხოველთან კონტაქტის გზით, ასევე, დაბინძურებული ნივთების შეხება-ხმარებისას.

სოკოვანი დაავადებების, ანუ მიკროსპორის პროფილაქტიკისთვის, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ დროულ და სწორ მკურნალობას, არამედ პირადი ჰიგიენის დაცვას და ყოველდღიური მოხმარების საგნების, ტანსაცმლისა და თეთრეულის დეზინფექციას. მოარიდეთ ბავშვები ქუჩაში მაწანწალა კატებს და ძაღლებს. არ მისცეთ ნება, ხელით შეეხონ და მოეფერონ.

თუ დროულად არ დაიწყებთ მკურნალობას, მიკროსპორის დაავადების შემთხვევაში, დაავადება მწვავდება და დიდხანს მიმდინარეობს.

დაავადებულის პირადი საგნები აუცილებლად უნდა დადოთ ცალკე, იქნება ეს ჯაგრისი, სავარცხელი, თეთრეული თუ ასე შემდეგ. ხშირად გაუკეთეთ მათ დეზინფექცია – ადუღეთ ორპროცენტიან სოდიან წყალში. თეთრეული კი აუცილებლად დააუთოეთ. სახლი სველი წესით დაალაგეთ. იატაკი და აბაზანა კი ხშირად მორეცხეთ ქლორიანი წყლით.


скачать dle 11.3