კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით განსხვავდება სიყვარული და ყნოსვა ერთმანეთისგან და რატომ აქვთ ქალებს კაცზე მეტად ყნოსვა განვითარებული








ჩვენი სიცოცხლე გრძნობის ორგანოებზეა დამოკიდებული, უფრო სწორად, იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ისინი აგროვებენ ჩვენს ირგვლივ არსებული საგნების ფერის, სუნის, გემოს, ხმისა და სხვა თვისებათა შესახებ. დადგენილია, რომ მხედველობასა და სმენასთან ერთად, ყნოსვასაც დიდი წვლილი მიუძღვის სამყაროს აღსაქმელად. ყველაზე მძაფრად რომელ ცხოველს აქვს ყნოსვითი ორგანო განვითარებული და ზოგადად, რას იწვევს მისი დაქვეითება, ამის შესახებ გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დინარა კასრაძე.





– ყველამ ვიცით, რომ ყნოსვა ხუთი გრძნობიდან ერთ-ერთი, მატერიალური სამყაროს ფენომენია. იმ ინფორმაციის მატარებელია, რომელსაც ყნოსვის ორგანოები აღიქვამს და აწოდებს ტვინს. ტვინში ის შეიგრძნობა არა როგორც მატერიალური ნივთიერება, არამედ როგორც ინფორმაცია, რომელიც სიტყვიერი ლოგიკით არ გამოითქმება და ძალზე ახლოს დგას მშვინვიერ, არამატერიალურ შეგრძნებებთან. ყველა დროში არომატი ერთ-ერთი მთავარი ეროტიკული ატრიბუტი იყო. ბერძნები სუნამოს წარმოშობას უკავშირებენ აფროდიტეს. ისტორიაში შევიდა კლეოპატრას პარფიუმერიული ექსპერიმენტი, რომელმაც თვით იულიუს კეისარიც დაიპყრო. შემდგომში ალქიმიკოსები ქმნიდნენ სიყვარულის გამომწვევ არომატებს, რომელშიც შედიოდა მუსკუსი, ქარვა, ვარდი, ფრინველების სისხლი... ყნოსვა უძველესი ფუნქციაა ევოლუციაში. მასთან არა მარტო სუნის შეგრძნებაა დაკავშირებული, არამედ ქცევის მთელი სისტემა. ადამიანში გრძნობათა სხვა ორგანოებიც ჩაერთო ამ საქმეში.

– როცა ადამიანს გამძაფრებული აქვს ყნოსვა, მას ძაღლსაც კი ადარებენ. როგორც ვიცით, ცხოველებისთვის ყნოსვა, გარკვეულწილად, მათ ცხოვრებასაც კი განაპირობებს.

– დიახ, მართალს ბრძანებთ, ცხოველებთან ყნოსვა დღემდე მთლიანად განაპირობებს მათ ცხოვრებას. იმისთვის, რომ ინსტინქტი ამოქმედდეს, საჭიროა იმპულსი. თევზების ინსტინქტის აღმძვრელი იმპულსები ისეთივეა, როგორიც ყველა ცხოველის. თევზი ხედავს, ესმის, აქვს შეგრძნება, ყნოსვა და გემო. ყნოსვა თევზებს კარგად აქვთ განვითარებული. მტკნარი წყლის თევზების უმეტესობა საკვების საძიებლად ზუსტად ყნოსვას იყენებს, მაგრამ ყველა თევზს ერთნაირად როდი აქვს განვითარებული ყნოსვა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: თევზი ქვირითს ყრის, ხოლო მამალი თევზი მისი განაყოფიერებისთვის რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილიდან მოდის ამ ადგილას. წარმოიდგინეთ, ქვირითის სუნი რა დისტანციაზე გავრცელებულა და ეს ქცევა თვით ბუნებამ მიმართა რეპროდუქციაზე, თვითგანახლებაზე, საკუთარი, ასე ვთქვათ, ჯიშის ანუ სახეობის გადარჩენასა და გაგრძელებაზე ბუნებაში. ყნოსვას თავის გზა აქვს: რეცეპტორებიდან, ანუ ცხვირის ღრუდან საყნოსავი ბოლქვის (თავის ტვინის) გავლით, უმაღლეს ცენტრებამდე, როგორიცაა თავის ტვინის საყნოსავი ქერქი. ესაა წარმონაქმნები თავის ტვინის წინა ნაწილში, რომლის მიხედვით ხდება სუნის გარჩევა.

– ცოცხალ არსებას რაში ეხმარება სუნის გარჩევა?

– ცოცხალ არსებას ყნოსვა ეხმარება, განსაზღვროს თავისი ქცევა. ზოგადად, სხვადასხვა სუნს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რათა ცოცხალმა არსებამ თავისი ქცევა ჩამოაყალიბოს და განსაზღვროს. ეს თვისება განსაკუთრებით მღრღნელებში შეიმჩნევა, რომლებიც მათზე ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა. კერძოდ, თაგვისთვის სუნს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, რაც ჩვენთვის მეტყველებას. მაგალითად, თუკი კადავერინის (ნივთიერება, რომელიც გვამის წვის შედეგად წარმოიქმნება) რამდენიმე წვეთს დავაწვეთებთ პატარა დაფას და მას თაგვების გალიაში ჩავდებთ, ცხოველები მაშინვე დაიწყებენ ამ დაფის დამარხვას. ანუ, ასეთ მოქმედებას ახორციელებენ მოძრაობებში, რომელიც ნიშნავს დამარხვას. ზუსტად ასე იქცევიან ისინი, როცა მარხავენ თავიანთ მომაკვდავ ძმებს. ასე რომ, ყნოსვა განაპირობებს, როგორ მოიქცეს ცოცხალი არსება, რა გააკეთოს, ჭამოს, იშიმშილოს, გაიქცეს, დაელოდოს მსხვერპლს და ასე შემდეგ.

– ცხოველებში რას იწვევს ყნოსვის დაქვეითება?

– თაგვებზე ერთი ასეთი ექსპერიმენტიც ჩაატარეს, დაუზიანეს ყნოსვის ბოლქვები, რის შემდეგაც მათ გაუთავებელი ჭამა-სმა დაიწყეს, ვეღარ ხვდებოდნენ, რომ მეტი ჭამა აღარ იყო საჭირო. მათ სრულიად დაკარგეს მაძღრობის შეგრძნება, შესაბამისად, ისე გასუქდნენ, რომ გადაადგილებაც კი უჭირდათ. ამასთან, გახდნენ უაღრესად აგრესიულები. მათთან გალიაში თუ მათივე ზომის ან უფრო პატარა ცხოველს მოათავსებდნენ, მაშინვე კლავდნენ. თანაც ამას აკეთებდნენ არა ჩუმად, არამედ ყიჟინით ესხმოდნენ თავს და საოცრად ველურ ხმებს გამოსცემდნენ. იყვნენ ძალიან გაბრაზებულნი და სრულიად დაუნდობელნი. ასევე, სხვა მღრღნელები, რომლებსაც ექსპერიმენტატორებმა (ექიმებმა, ფიზიოლოგებმა) ამოაცალეს ყნოსვის ბოლქვები, ემოციურად ძალიან გაუწონასწორებელნი გახდნენ. ყველა საგანს, რასაც კი გალიაში დებდნენ, მაშინვე მივარდებოდნენ, უხშირდებოდათ გულისცემა, უწევდათ არტერიული წნევა, შარდში ემატებოდა კატექოლამინები, ანუ სტრესული ჰორმონების რაოდენობა. ამ დროს ისინი ექსპერიმენტატორებს კბენდნენ ხელებზე. აღმოჩნდა, რომ თურმე ყნოსვის ბოლქვებზე გამომუშავდებოდა ნივთიერება სეროტონინი და თუ ყნოსვის ბოლქვებს ცხოველს მოვაშორებდით, მათ თანდათან ეუფლებოდათ დეპრესია, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევებსაც, რაც სეროტონინის დეფიციტის ბრალია. ზოგადად კი, გამომუშავებული სეროტონინი აძლიერებს სუნის შეგრძნებას.

– ცხოველებისგან განსხვავებით როგორაა განვითარებული ადამიანის ყნოსვითი ორგანოები?

– სიყვარულისგან განსხვავებით ყნოსვა ხორციელი და შესწავლილი გრძნობაა. სურნელი არის მფრინავი მოლეკულებისა და ცხვირის ყნოსვითი უჯრედების შეხვედრის ფენომენი, რაც წარმოშობს რეაქციების სერიას და მთავრდება გარკვეული ემოციებისა და ორგანოების აღგზნებით. აქ ყველაფერი ინდივიდუალურია. ყნოსვის უჯრედების მოქმედებაზე პასუხისმგებელია 348 გენი. ამიტომ, ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ სუნზე. საინტერესოა, რომ ქალები უფრო კარგად აღიქვამენ სუნს, ვიდრე მამაკაცები, რადგან მათ ყნოსვის ბოლქვებში სეროტონინი ბუნებრივად მეტია. ამასთან ერთად, მამაკაცებს გაცილებით მეტი აგრესია აქვთ, ვიდრე ქალებს. ბუნებრივი აგრესია კი იმაში სჭირდებათ, რომ მოერიონ მტერს ბრძოლის დროს, მოიპოვონ პური, დაიცვან თავი და ზოგადად, მოყვასი. ბუნებამ ასე ინება. საინტერესოა, რომ საყნოსავი ქერქის გარკვეული უბნის დაზიანებასთან დაკავშირებულია ალცჰაიმერის სნეულება, ანუ ნაადრევი სკლეროზი. ხაზგასასმელია, რომ საყნოსავი ბოლქვი კავშირშია თავის ტვინში, ეგრეთ წოდებულ, ნუშისებრ სხეულთან – ამაგდალასთან. ესაა ძირითადი გზა ქცევის ყნოსვითი რეგულაციისა. გამოდის, რომ ყნოსვის გამაღიზიანებელი ასოცირებულია სხვადასხვა ქცევასთან, მაგალითად, თავის ტვინის ეს უბანი მნიშვნელოვანია საჭმლის მიღების კონტროლში, რომ ცოცხალმა არსებამ შეიგრძნოს მაძღრობა და შიმშილი. ნუშისებრი სხეული დაკავშირებულია რეპროდუქციულ ქცევასთან. ამასთან დაკავშირებით ჩატარდა ექსპერიმენტი: პრიმატს, ანუ მაიმუნს, დაუზიანეს სწორედ ეს ნუშისებრი სხეული და ის განუზომლად სექსუალური გახდა. ანუ, მუდამ მზად იყო ამ საქმისთვის და თანაც ვეღარ არჩევდა საწინააღმდეგო სქესს. მისთვის სულერთი იყო პარტნიორი ვინ იქნებოდა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ განუზომლად ბევრს ჭამდა.

– ქალბატონო დინარა, არსებობს ასევე ყნოსვითი მეხსიერება, როგორ ვითარდება ის?

– საყნოსავი გზა მთლიანად თავის ტვინში გადის. ის უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე მეხსიერებისთვის. ცოცხალმა არსებამ, ამა თუ იმ სუნთან დაკავშირებით, უნდა გაიხსენოს ესა თუ ის ამბავი და მოხდეს ეგრეთ წოდებული ხანგრძლივი მეხსიერების ჩართვა – გახსენება ამა თუ იმ ადგილისა და მოვლენისა, რაც მოცემულ კონკრეტულ სუნთან არის დაკავშირებული. დამეთანხმებით, ყოველივე, რაც აქამდე აღვწერე, ძალიან მნიშვნელოვანია სიცოცხლის უსაფრთხოდ წარმართვაში, სწორად გატარებასა და გამრავლებაში ბიოლოგიური თვალსაზრისით. თუმცა, ცხოველებსაც აქვთ თავიანთი სოციუმი და იქ მათი „კანონები“ მოქმედებს. მაგალითად, მგელი არ ჯვარდება თავის ნათესავთან. იქნება ეს მისი ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი. ის პარტნიორს სუნით არჩევს. რა თქმა უნდა, მგელმა სულაც არ იცის, რომ მისი შეჯვარება შორეულთან ჯობია, რათა გენეტიკური დაზიანებები თავიდან აიცილოს, და შთამომავლობა ჯანმრთელი იყოს. მგელმა კი არა, ბუნებამ იცის ეს ყველაფერი და სწორედ ბუნება მართავს ყოველივეს.

– მაინც, რამდენად მნიშვნელოვანია სუნის როლი რეპროდუქციაში?

– განმარტებისთვის გეტყვით, რომ ადამიანის რეპროდუქცია, ანუ გამრავლება, ეს არის ფიზიოლოგიური ფუნქცია, რომელიც აუცილებელია ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის შენარჩუნებისთვის. ეტყობა, ქალებმა ძალიან დიდი ხნის წინ, ძველ ეგვიპტეში, ძველ ინდოეთსა და ძველ შუმერებში, იმ დროს, როცა არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ არც სეროტინინსა და არც საყნოსავ ბოლქვებზე, შეამჩნიეს რა, რომ მამაკაცებს სუნის შეგრძნება ნაკლები აქვთ, მოიგონეს სუნამოები. ამით იზელდნენ სხეულს, იპკურებდნენ სითხეს და ამგვარი ქცევა მიმართული იყო მამაკაცებში ყნოსვის ცენტრების გასაღიზიანებლად. შესაბამისად, სხვა ქცევასთან ერთად, უპირველესად, სასქესო ქცევის, ანუ რეპროდუქციულის გასამახვილებლად ქალები სუნამოს დახმარებით ამგვარ ხრიკებს მიმართავდნენ.


скачать dle 11.3