კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი









იოანე ოქროპირი: თუკი ვინმე ქრისტიანთაგანი მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალატათა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ, ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისკენ კი არა, ღარიბ-ღატაკთა შესაწევნელადაც განიპყარ!

მარკოზ განშორებული: ვნება, რომელიც საკუთარი ნებით მოიყვანეს მოქმედებაში და გამოკვებეს, შემდგომში უკვე სურვილის საწინააღმდეგოდ ძლიერ აუმხედრდება მის მიერ დამორჩილებულ ადამიანს.

ეფრემ ასური: ის კი არ არის საშიში, რომ ვნებები გვებრძვიან და ჩვენც ვებრძვით მათ; უბედურება ისაა, თუ სიზარმაცით ან დაუდევრობით დავემხობით მოწინააღმდეგის წინაშე.

***

მზაკვარ აზრს ისევე არ უნდა მისცე სულში გაზრდის საშუალება, როგორც ბალახს – ბოსტნეულის კვალში.

გაბრიელ ეპისკოპოსი: სანამ შენს ცოდვას არ გაეყრები, ზიარებაც არ იქნება შენთვის სასარგებლო.

ილია II: მეტად საშიშია, რომ დიდი სახელმწიფოების კულტურამ თუ ფსევდოკულტურამ არ წალეკოს რიცხობრივად შედარებით პატარა ერებისა და მათ შორის ჩვენი ფასეულობანიც. მით უმეტეს, ხშირია მაგალითები იმისა, რომ რასაც დღეს „კულტურას“ უწოდებენ და თავს გვახვევენ, სინამდვილეში ყალბი კულტურაა.

კათოლიკე იაკობი: აღიარეთ ერთმანეთის წინაშე თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთურთის გამო, რათა განიკურნოთ, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე დაცვას.

იოანე სინელი: იბატონე შენს სტომაქზე, სანამ თვითონ გაბატონდება და მაშინ იძულებული გახდები, სირცხვილით მარხულობდე.

კვიპრიანე კართაგენელი: ადამიანი, რომელიც ცდილობს, საკუთარი თვალით იხილოს ღმერთი, ვერსად იპოვის მას, რამეთუ ღმერთი უხილავია. ხოლო, ვისაც სულიერი თვალი ახელილი აქვს, იმისთვის ღმერთი ყველგან არს, თანამყოფობს ყოველივეში და იმავდროულად ყველაფრის მიღმა.

ანტონ დიდი: ნელსაცხებელთა და კეთილსურნელებათა გამყიდველთან მისული ადამიანი თვითონაც კეთილსურნელებით აღივსება. ასევე, კეთილმსახური ადამიანების გვერდით მყოფი, ზოგჯერ შეუმჩნევლად ეჩვევა მათი სათნოებების მიბაძვას.

იოსებ ათონელი: არაფერზე ისე არ დარდობს სატანა და არაფრით ისე არ განიდევნება და განიარაღდება, როგორც მაშინ, როდესაც ადამიანს უყვარს თავმდაბლობა.

დიმიტრი როსტოველი: თავის დამდაბლების ყველაზე უკეთესი საშუალებაა, საკუთარი თავი ყველა ქმნილებაზე ნაკლებად ჩათვალო.

ბასილი დიდი: ნუ მედიდურობ იმით, რაც დღეს გააკეთე, გუშინ და დიდი ხნის წინ გაკეთებულ ბოროტ საქმეებს საკუთარ თავს ნუ აპატიებ. როცა დღევანდელივით აღზვავდები, უწინდელი დაცემები გაიხსენე და ამით თავს დააღწევ უგუნურ მედიდურობას.

ეგნატე ბრიანჩანინოვი: საკუთარი ცოდვების დანახვით სინანული აღიძვრება; სინანულს განწმენდა მოაქვს; თანდათანობით განწმენდილი გონების თვალი ადამიანის არსებაში ისეთ ნაკლოვანებებსა და ვნებებს ხედავს, რომელსაც ადრე, თავისი სიბნელის გამო, სრულიად ვერ ამჩნევდა.

სოლომონი: ვინც სიტყვას არაფრად აგდებს, დაზარალდება. მცნების მოშიში კი, სამაგიეროს მიიღებს.

თეოფანე ნოვოზერელი: მრავალი რამ გამოვცადე ცხოვრებაში და სულის მშვიდობისა და სიმყუდროვისთვის უკეთესი ვერაფერი ვნახე, გარდა ზომიერი ნაყროვანებისა და უფლის სიტყვის ბეჯითად სწავლისა.

არქიმანდრიტი რაფაელი: სულის ველი – ეს მარადისობაა. ეს თითქოსდა გამოსვლაა დედამიწის მიზიდულობიდან. ეს გონების მიქცევაა ღვთაებისკენ, ეს ლოცვის მეშვეობით გამოღვიძებაა სულისა.

ტიხონ ზადონელი: ღარიბი ის ქრისტიანია, ვისაც ამა სოფელში გამდიდრება სურს.


скачать dle 11.3