„მოკასინს“ თბილისის მოდის კვირეულზე „თამამი“ ფეხსაცმელები გამოაქვს
ახალი ტექნოლოგიები, ტყავები, კალაპოტები – „მოკასინის“ ახალი კოლექცია
შემოდგომაზე ატელიე „მოკასინმა“ ახალმოსახლეობა ვიზეიმეთ. გადმოვედით შარტავას ქუჩა ¹44-ში (ყოფილი საბურთალოს ბაზრის წინ).
ახლა ვემზადებით „თბილისი ფეშენ- ვიქისთვის“, რომელიც ყველა დიზაინერისთვის თავის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა.
ჩვენ წინა „ფეშენზე“ ვიყავით წარმოდგენილები და ეს მონაწილეობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ატელიესთვის – ბევრი ახალი კლიენტი შემოგვემატა.
სასიამოვნო ნერვიულობაა, როდესაც გამოფენისთვის ემზადები: თუ როგორ დასრულდება ესა თუ ის მოდელი, როგორი გამოხმაურება ექნება კოლექციას, მოეწონებათ თუ არა ნამუშევრები, თვითონ ატელიეშიც არის ფუსფუსი, სიხალისე... ვნახოთ, რა იქნება.
სხვათა შორის, ამ კვირეულისთვის „გამოვიყენებთ“ სრულიად ახალ კალაპოტებს, ეგრეთ წოდებულ ახალ „ცხვირებს“; გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტექნოლოგიით დამუშავებული ტყავები, ქუსლები... როდესაც დიზაინერი შეკვეთაზე არ მუშაობს და სრული თავისუფლება აქვს, ფეხსაცმელი უფრო „თამამი“ გამოდის, რადგან ის მხოლოდ საკუთარ ფანტაზიაზე და გემოვნებაზეა დაყრდნობილი. ამ კვირეულიდან ველოდებით სიახლეებს – ახალ შემოთავაზებებს, ახალ შემკვეთებს.
წელს მოდაშია ეგრეთ წოდებული „არეული მოდა“: პლატფორმები, როგორც შიგ ჩადგმული, აგრეთვე გარეთ გამოტანილი, თვლები, ბეწვი, ფეხსაცმლის კლასიკური ცხვირები.
ამ ზამთარში „გადმოგვყვა“ ღია, წინ მოჭრილი ბოტილონები, საკმაოდ მაღალ, სხვადასხვა ფორმის ქუსლზე, სხვადასხვა ფორმის თასმებით, ელვა-შესაკრავებით, ქუსლზე გადაკრული ტყავებით, სხვადასხვა ფერთა კომბინაციებით.
ბოტილონი უნდა იყოს კოჭზე ოდნავ გაშლილი, გაფორმებული სხვადასხვა ელემენტით. ასეთი მოდელები მაღალ, გამხდარ ქალბატონებს უხდებათ. ბოტილონთან კაბის სიგრძე უნდა ვაკონტროლოთ, რათა ფეხის ლამაზი ფორმა შევინარჩუნოთ.
წელს მოდაშია ყავისფერი ტონალობები: უდაბნოს ფერები – ჩამქრალი ოქროსფერი, ღია, მუქი, გადახუნებული, გახუნებული ყავისფერი.
აქტუალურია სხვადასხვა ფერთა კომბინაციები. შეიძლება, ერთ მოდელში ისეთ ფერებს შეხვდეთ, რომლებიც, თითქოს ერთმანეთთან ვერ „მეგობრობენ“, მაგრამ, მათი სწორად შერჩევისას, ვიღებთ საკმაოდ ლამაზ, უცხო ფეხსაცმელს. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ ჭრელ, არეულ მოდელს უხდება სადა კაბა და ჩანთა.
მთავარია, გამოვიყენოთ ცოტაოდენი ფანტაზია, სისადავე და გემოვნება.
მოდაშია, აგრეთვე, მამაკაცური ფეხსაცმელი, რომელსაც ცოტათი სამხედრო ელფერიც დაკრავს. ის უხდება როგორც კაბას, ასევე შარვალსაც.
საერთოდ, ფეხსაცმელი ადამიანის იმიჯის მთავარი შემადგენელი ნაწილია და ქალის გემოვნებისა და ხასიათის განმსაზღვრელია. ფეხსაცმელი შეიძლება იყოს მდიდრული, დახვეწილი, კლასიკური, მაგრამ მოდელი აუცილებლად უნდა იყოს პრაქტიკულიც. აქცენტი კეთდება ეგრეთ წოდებულ „შუზებსა“ და ღია ფეხსაცმელზე. კოჭამდე ტყავის ფეხსაცმელი იდეალურად გამოიყურება როგორც თბილ, ასევე თხელ კაბასთან.
ბედნიერი ვარ, როდესაც ქუჩაში, წვეულებებზე, ჩვენი ატელიეს მიერ შექმნილი ფეხსაცმლით იწონებენ თავს ულამაზესი ქართველი ქალბატონები.
ამ კვირეულის პარალელურად, ჩვენმა ატელიემ ძალიან კარგი შემოთავაზება მიიღო ბაქოდან, რომელსაც ჯერ არ ვახმაურებთ.
ჩვენთან მოსულ ყველა ქალბატონს ბევრ სიახლეს ვპირდებით: ახალ ტყავებს, კალაპოტებს, მოდელებს, შეთავაზებებს....
„საერთოდ, ფეხსაცმელი მხოლოდ წუთიერ სიამოვნებას მოგანიჭებთ, დანარჩენი ცხოვრებისგან უნდა მიიღოთ“, – ეს ცნობილი დიზაინერის სიტყვებია და მთლიანად ვეთანხმებით. ჩვენ ხომ ყოველთვის ვიღაცისთვის ვარსებობთ და ვცდილობთ, საყვარელ ადამიანს თავი მოვაწონოთ.
ატელიე „მოკასინის“ მისამართი:
შარტავას ქ. ¹44; მობ.: 899 21-08-69;
893 21-77-11.