კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უჯდება გიორგი შერმადინი მეუღლეს თვეში 30 ლარი და რის გამო ცხოვრობენ ისინი ორი თვის განმავლობაში ცალ-ცალკე









ჩვენი რესპონდენტი, ანი ამაშუკელი, ცნობილი ქართველი კალათბურთელის, გიორგი შერმადინის მეუღლეა. წყვილი ბოლო ორი თვე, დროებით, მაგრამ ცალ-ცალკე განაგრძობს ცხოვრებას: ანი საქართველოშია, გიორგი კი სლოვენიაში სპორტში მოღვაწეობს. მიუხედავად ფიზიკური მონაცემებისა, ანი არასდროს ყოფილა სპორტით დაკავებული, კალათბურთით კი, მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გიორგი შერმადინის მეუღლე გახდა.



– ბოლო რამდენიმე თვეა, შენ და გიორგი ცალ-ცალკე ცხოვრობთ.

– ასეა, ჯერჯერობით ცალ-ცალკე ვართ, მაგრამ, დიდი იმედი მაქვს, რომ მალე შევერთდებით. გიორგიმ გუნდი შეიცვალა, „პანათინაიკოსიდან” სლოვენიის გუნდ „ოლიმპიაში” გადავიდა იჯარით. დროებით მის გარეშე მიწევს ყოფნა, რადგან ჯერ სასტუმროში ცხოვრობს. ბინას რომ მისცემენ და მოეწყობა, მეც წამიყვანს.

– არ გაუჭირდა გუნდთან განშორება? როგორც ვიცი, მას ძალიან ბევრი ფანი ჰყავდა „პანათინაიკოსში.”

– ძალიან გაუჭირდა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მისი კარიერული წინსვლისთვის ასე ჯობდა. თან, ჩვენი ნაკრების წარჩინებული მოთამაშე, ვოვა ბოისაც ამ გუნდის წევრია და, ამიტომ, გიორგისთვის გაცილებით ადვილი აღმოჩნდა ახალ გუნდში გადასვლა – თავს მარტოდ ნამდვილად არ გრძნობს. გიორგი, კონტრაქტის თანახმად, ერთი წლის შემდეგ ისევ „პანათინაიკოსში” დაბრუნდება.

– ალბათ, შენც ერთი სული გაქვს, როდის წახვალ მეუღლესთან.

– ფიქრებით უკვე იქ ვარ. ინტერნეტით ყველაფერი შევიტყვე, თუკი რამე ხდება ლუბლიანაში. სად რა ღირსშესანიშნაობაა და ასე შემდეგ. ალბათ, რომ ჩავალ, ყველაფერი ისე ნაცნობი დამხვდება, თავს შინაურულად ვიგრძნობ.

– ახალდაქორწინებულთათვის ორი თვე ცალ-ცალკე ცხოვრება, ალბათ, ძალიან ბევრია.

– ძალიან ბევრია და ძალიან ძნელი. მე სექტემბერში უნდა წავსულიყავი, მაგრამ, დალოდება მომიწია.

– ძალიან აქტიური მეუღლე ხარ, რაც ყოველთვის შესამჩნევია. რთულია კალათბურთელის ცოლობა?

– ერთადერთი სირთულე ის არის, რომ მცირეხნიანი, მაგრამ ხშირი განშორებები გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ქვეყანაში უწევთ თამაშების ჩატარება, რაღაც პერიოდს ცალ-ცალკე ვატარებთ, რადგან ცოლს ყველგან ვერ წაიყვანს. სხვა მხრივ, რომ ვთქვა, კალათბურთელის ცოლობა ძნელია, კარგია ან უხერხულია-მეთქი, მართლა არ არის ასე. ღვთის წყალობით, პირადად მე ჯერ არანაირი პრობლემა არ შემქმნია, თავს კარგად და კომფორტულად ვგრძნობ.

– ძალიან ემოციური გულშემატკივარი ხარ.

– ემოციური მაყურებელი ვარ, მაგრამ, თავს ვაკონტროლებ და არ ვუზრდელობ. ძირითადად უფრო „თბილ” სიტყვებს ვისვრი ხოლმე.

– ერთმანეთს, ალბათ, ძირითადად ინტერნეტის საშუალებით ეკონტაქტებით.

– რამდენიმე დღის წინ ვხუმრობდით კიდეც, რომ ჩვენი დამაკავშირებელი „მაქსიმალია.” გიორგის ვუთხარი, თვეში 30 ლარი მიჯდები-მეთქი, ანუ, ინტერნეტის საფასური.

– გიორგის რა თანხა უჯდები?

– გიორგის, ინტერნეტის გარდა, კიდევ ბევრი ვუჯდები.

– სოციალურ ქსელში რამდენჯერმე მოვკარი თვალი შენს კომენტარს, რომელშიც გიორგის „ალეხანდროს“ უწოდებდი. ეს სახელი შენ შეარქვი?

– არა, „პანათინაიკოსში“ რომ თამაშობდა, მაშინ ლედი გაგას სიმღერა ახალი გაჟღერებული იყო. აქედან გამომდინარე, გიორგი და მისი ერთი თანაგუნდელი ერთმანეთს „ალეხანდროს“ ეძახდნენ. მერე ჩვენც ავიტაცეთ და შინაურულად „ალეხანდროს“ ვეძახდით, მაგრამ, შინაურულად აღარ გამოდის. უკვე იმასაც მეკითხებიან, შენი ალეხანდრო როგორ არისო (იცინის).

– შენ რას გეძახის?

– მე „ლედი გაგას“ არ მეძახის, სხვადასხვა ცხოველის სახელებით მეფერება. ზოოპარკში ბინადარი არც ერთი ცხოველი არ დაუტოვებია, ერთი, გველი არ დაუძახია, თორემ, რაც საჩქმეტია, ყველაფერი ემეტება.

– თუ არის რამე ისეთი, რასაც ერთმანეთს უკრძალავთ?

– აკრძალვებით ჩვენ არ ვსარგებლობთ, ძირითადად, ვიცით, რა მოგვწონს. ადამიანები ვართ და, შეიძლება, მე წითელი პომადის წასმა მომინდეს, მას კი ეს არ მოეწონოს. ძირითადად, წითელ პომადაზე გვაქვს გართულება.

– მაგრამ, მაინც ხშირად გისვია წითელი ფერის პომადა.

– ჰო, ვჯაბნი ხოლმე. ერთხელ მომაშორებინა კიდეც. მე და გიორგის ერთი მოძღვარი გვყავს და მას უთხრა, აი, ანის წითელი პომადა უსვიაო. მამაოს წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე და მოვიშორე. არადა, ისეთი რუდუნებით მქონდა კონტურები დაცული, რომ, დამენანა წაშლა.

– შენ რას უშლი გიორგის?

– დაშლით არა, მაგრამ, როცა ერთად არ ვართ, ვაკონტროლებ მის კვებას, ჯანმრთელობას და ასე შემდეგ. თუ ერთად ვართ, ჩვენი დილა „ნუტელათი” და კრუასანით იწყება. პატარა ბავშვივით არის, ჭამაზე სულ შეხსენება სჭირდება, სხვა მეტი არაფერი. გიორგი თვითონ არ არის შინაგანად ისეთი პიროვნება, რომ შეგნებულად გააკეთოს ისეთი რამ, რაც მე გამაღიზიანებს და იცის, რომ არ მესიამოვნება.

– რომელი უფრო გაწონასწორებული ხართ?

– გიორგი ჩემთან შედარებით ბევრად უფრო გაწონასწორებულია. მეც მაქვს მომენტები, რომ ძალიან გაწონასწორებული ვარ, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მე უფრო ემოციური ადამიანი ვარ, ჩემი გრძნობის გამოხატვა ძალიან ადვილად, დამალვა კი ნაკლებად შემიძლია. გიორგი პირიქით არის: შეიძლება, საოცარ სიხარულს გრძნობდეს, მაგრამ, მხოლოდ ღიმილით გამოხატოს. ეს ჩემთვის მიუღებელია და სულ ვეუბნები, თუ გიხარია – იცინე, თუ გტკივა – იტირე-მეთქი. ის ემოციას ნაკლებად გამოხატავს, რის გამოც ადამიანებს ჰგონიათ, რომ მას ზერელე დამოკიდებულება აქვს რაღაცეების მიმართ. ამ დროს, მე ხომ ვიცი, რომ შინაგანად, შეიძლება, ძალიან განიცდიდეს რაღაცას, უბრალოდ ვერ გამოხატავს. სინამდვილეში გიორგი ძალიან თბილი და გულჩვილი ადამიანია.

– გინახავს გულაჩვილებული გიორგი?

– მე ყველანაირი გიორგი მინახავს. რომ შევხედავ, გამოხედვაზე ვგრძნობ, რა უნდა თქვას და რა უნდა გააკეთოს. ჩვენ საკმარისად გავიცანით ერთმანეთი. ვიცით ერთმანეთს როდის უნდა დავუთმოთ და როდის რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ჩხუბი მაქსიმუმ ერთდღიანია, მეტს ვერ ვძლებთ.

– კომპრომისზე რომელი მიდიხართ?

– გააჩნია, რომელიც დამნაშავეა ის. ისე, ძირითადად ყოველთვის მე ვარ პროვოკატორი, რადგან შინაგანად ძალიან მომთხოვნი ვარ.

– ბედი ხშირად გწყალობს?

– ძალიან მორწმუნე ადამიანი ვარ – ამას ხშირად ვამბობ და ახლაც ვიტყვი. ყველაფერი უფლის ხელშია და ღმერთი რასაც ინებებს, ყოველთვის ისე იქნება. შემიძლია, ვთქვა, ყველაფერს ღმერთის წყალობით ვაღწევ და ვაკეთებ. გიორგისაც სულ ვეუბნები, რომ დილა-საღამოს ლოცვის წაკითხვა ყველა ქრისტიანი მართლმადიდებლის ვალია, სხვანაირად არც წარმომიდგენია. აი, ეს არის კიდევ ჩვენი ჩხუბის ერთი მიზეზი, სულ ვაკონტროლებ და ვეკითხები, გიორგი, წაიკითხე დილის ლოცვა-მეთქი? კიო, რომ მეტყვის, თუ დაიფიცებს, მერე ვუჯერებ.

– ყველაზე დასამახსოვრებელი სიურპრიზი რა გაგიკეთებიათ ერთმანეთისთვის?

– სიურპრიზებს ხშირად მიკეთებს გიორგი. რომც არ უნდოდეს, მე მოვითხოვ. ძალიან კარგად მახსოვს მისი ერთ-ერთი პირველი საჩუქარი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამიკეთა, მაშინ ჯერ ცოლ-ქმარი არ ვიყავით: საქართველოს ნაკრების შეკრება იყო ავსტრიაში, საიდანაც სუნამო და საყურეები ჩამომიტანა. თუ არ ვცდები ყელსაბამიც იყო. მისი მატერიალური ფასიდან გამომდინარე არ ვამბობ, ჩვეულებრივი საყურე იყო, ალბათ, ვერცხლის. იმ მომენტში მას არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ჩემთვის საჩუქრები ეკეთებინა. ის „მაკაბიში” მოთამაშე ერთ-ერთი კალათბურთელი იყო. თავისთვის რომ რაღაც მოიკლო და ასეთი ლამაზი ნივთი ჩამომიტანა, ეს იყო ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი.

– შენ რა გიჩუქებია მისთვის?

– მე ნაკლებად ვარ საჩუქრების გაკეთების მოყვარული. ძეწკვი და ჯვარი უნდოდა და ვუყიდე, რაც სულ უკეთია, მაგრამ ეს ჯვრისწერის შემდეგ მოხდა.

– ყველაზე ხშირად ერთმანეთს რა სიტყვას ეუბნებით?

– ყველაზე ხშირად ერთმანეთს ვეუბნებით: გაკოცე, მიყვარხარ, მენატრები, გკოცნი და გეფერები.


скачать dle 11.3