გორის თეატრში პრემიერაა
25 ნოემბერს, გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა „ტოპაზის სისტემა“. ალბერტო პანიოლის პიესა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბატონმა სოსო ნემსაძემ დადგა. მასში მონაწილეობენ როგორც გორის თეატრის შტატიანი მსახიობები, ისე თბილისდან მიწვეული არტისტები. პიესა საინტერესოდ ასახავს ადამიანის ბუნებას და მის დამოკიდებულებას ფულთან. სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ, საკმაოდ მნიშვნელოვან როლს, გორის თეატრის ფიარ-სამსახურის უფროსი, თაკო აბაშიძე შეასრულებს.