როგორ აღფრთოვანდნენ “შისეიდოს„ წარმომადგენლები ნინო ქაჯაიას კანით
გასულ კვირას, იაპონური ბრენდი „შისეიდო“ ქართულ პარფიუმერიულ ბაზარზე თამამად შემოვიდა და როგორც კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადეს, ქართველი მომხმარებლების მაღალი გემოვნების იმედი აქვთ – სჯერათ, რომ ამ ბრენდით არაერთი მომხმარებელი დაინტერესდება და მისი წყალობით საკუთარ იმიჯს უკეთესობისკენ შეცვლის. კომპანიის, პროდუქცია დაფუძნებულია სხეულის, გონებისა და სულის ჰარმონიას. „შისეიდოს“ კოსმეტიკა შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომელიც ეხმარება კანს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი პოტენციალის გამოყენებაში, რომ სილამაზე დღევანდელ პირობებში შეინარჩუნოს. „შისეიდო“ მეცნიერულ კვლევებში მსოფლიო ლიდერადაა აღიარებული.
„შისეიდოს“ სახის მოვლის საშუალებები, დეკორატიული მაკიაჟი და სუნამოები, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდი წარმატებით იყიდება და მისი მომხმარებელი, არაერთი ცნობილი, წარმატებული და გავლენიანი ადამიანია. პროდუქცია გათვლილია, მათთვის ვინც ხარისხს აფასებს და ვისთვისაც ძვირფასია საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვა. ამ ბრენდის ნაწარმი უმაღლესი ტექნოლოგიებით მზადდება და იაპონიაში ნომერი პირველი ბრენდია, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, კანის მოვლის საშუალებათა რეიტინგის პირველ ხუთეულში შედის. გერმანიასა და იტალიაში ის უკვე ნომერ პირველ ბრენდად აღიარეს.
პარიზულმა დელეგაციამ დაწვრილებით ისაუბრა „შისეიდოს“ ბოლო მიღწევებზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს ბრენდი ქართველ მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით ისარგებლებს.
ფრანგმა ვიზაჟისტმა ქართველ ტელეწამყვანებს, „ისი პარის“ სათაო ოფისში „შისეიდოს“ მაკიაჟიც გაუკეთა. ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო და აღიარა, რომ ქართველი ქალები ნამდვილად ლამაზები, ელეგანტურები და მიმზიდველები არიან. საკუთარი გარეგნობითა და ახალი იმიჯის ექსპერიმენტით კი განსაკუთრებულად კმაყოფილი ნანუკა ჟორჟოლიანი, მაია ასათიანი, ეკა ხოფერია და ნინო ქაჯაია ჩანდნენ. არც მეტი, არც ნაკლები, ნინო ქაჯაია ვიზაჟისტმა ნიკოლ ქიდმანსაც კი შეადარა და მისი სახის კანით აღფრთოვანება ვერ დამალა.
როგორც ხატია შამუგიამ აგვიხსნა, ამ ბრენდის მოხმარებით, ჩვენ იაპონურ ესთეტიკას შევიგრძნობთ და ვიამაყებთ, რომ ამ ქვეყნის სიმდიდრის საკუთარ თავზე გამოცდა შეგვიძლია, ამით მეტ ბედნიერების ჰორმონსაც გამოვყოფთ და სტრესის თავიდან აცილებაშიც სწორედ „შისეიდოსთვის“ დამახასიათებელი ლოტოსისა და ვარდის სურნელი დაგვეხმარება.
ასე რომ, იაპონური ბრენდის – „შისეიდოს“ ჯადოქრობით, ნებისმიერი ნაკლის დაფარვას შეძლებთ, განსხვავებულ იმიჯსაც შეიქმნით და ყველაზე პრეტენზიული საყვარელი ადამიანის გულის მოგებასაც კი შეძლებთ. შეიგრძენით „შისეიდოს“ სამყარო, გაიუმჯობესეთ ცხოვრების ხარისხი ამ ბრენდით, იგრძენით აღმოსავლეთის დასავლეთთან კომბინაცია, აღმოაჩინეთ სხეულსა და გონებას შორის ბალანსი.