კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გონების გასავარჯიშებელი







ანუ რა სარგებლობა მოაქვს „მამალს“



ბევრი იწრიალა, იხმაურა თუ იბაქიბუქა საკრებულოს ოპოზიციურმა ფრთამ, მაგრამ დედაქალაქის ბიუჯეტში „რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა“, ანუ მათი შენიშვნები მმართველმა პარტიამ მაინც არ გაითვალისწინა. ან კი რატომ უნდა გაეთვალისწინებინა, როდესაც ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად, რადგან მთელი „დუნია“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ყველა სახელისუფლო შტო) მმართველი უმრავლესობაა! თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როგორც დედაქალაქის მერი, ისე ფრაქცია საკრებულოელი „ნაცმოძრაობის“ წევრები საკრებულოსვე ოპოზიციონერ დეპუტატებს კიდეც შეხვდნენ და ზედაც გულდასმით მოუსმინეს (მთლად ისე გულდასმითაც არა, რომ მათი შენიშვნები გაეთვალისწინებინათ). აქვე უნდა ითქვას, რომ საქმე არც ისე უნუგეშოდაა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება, მოგვეჩვენოს. კერძოდ, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან მერის შეხვედრის შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარემ ბ-ნმა ხაჩირიშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ მათმა ფრაქციამ მერს ორი ინიციატივა შესთავაზა. კერძოდ, 70 000 ქულაზე ნაკლები რეიტინგის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და მრავალშვილიანებისთვის ყოველთვიური შემწეობისა და კომუნალური გადასახადების პაკეტის 5-5 ლარით გაზრდა (არ მოგჩვენებიათ, 5-5 ლარით გაზრდა!). ბ-ნმა ხაჩირიშვილმა არც ის ინფორმაცია დაგვამადლა, რომ ამ დახმარებას (დამატებით 5-5 ლარს) 38 000-ზე მეტი ოჯახი და 6 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს!

აქედან გამომდინარე, დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს თავმჯდომარეს ამოსახსნელად ვთავაზობთ ორ მარტივ არითმეტიკულ ამოცანას:

1. თუკი ერთი კუბატურა ბუნებრივი გაზის ღირებულებაა 51 თეთრი, რამდენს ეყოფა 5 ლარი?

2. რამდენჯერ აღემატება „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური ხელფასი ყოველთვიურ სოციალურ შემწეობას?


скачать dle 11.3