კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდუმლოს ამომხსნელები

„ამ დღეს ველოდი, მოვესწარ“!!!



აქამომდე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ზოგადი შეთანხმება იყო მიღწეული, თუმცა გასულ კვირას, როგორც იქნა, გული საგულეს ჩაგვიდგა, რაკი შევიტყვეთ, რომ პარიზში უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტს, რის მიხედვითაც თბილისში, რიყეზე წყალი აღარ გაუვა „ბუდაბარის“ გახსნას! ქართულმა ელმედიამაც გვახარა, რომ „მსოფლიო ბრენდის მიმზიდველობის საიდუმლოს ქართველი მომხმარებელი რამდენიმე თვეში ამოხსნის“ და მერე რა, რომ ჯერაც ვერ ამოგვიხსნია დილემა, როგორ შევაკოწიწოთ ეს ჩვენი სამად გადახსნილი სამშობლო. შესაძლოა, სწორედ იმიტომაც, რომ ეს ვერ ამოგვიხსნია, გული რამეს უნდა გადავაყოლოთ.

ჰოდა, რაკი უნდა გადავაყოლოთ, იმასაც გეტყვით (უფრო ზუსტად, გავიმეორებ), რომ:

– „ბუდაბარის“ დიზაინზე ფრანგული მხარის სპეციალისტები იზრუნებენ!

– მენიუს პარიზელი შეფმზარეული დაამტკიცებს, ზედაც მუდმივად გააკონტროლებს!

– ყოველმხრივ შემკული დიჯეები კი ყოველღამ ექსკლუზიურ მუსიკას შემოგვთავაზებენ!

რაც მთავარია, გვაცნობეს, რომ სულ რამდენიმე თვეში თბილისიდან გაუსვლელად მივიღებთ (ჩვენ რა, ჯიბესქელნი მიიღებენ) ისეთ მომსახურებას, რაც პარიზსა და ლონდონშიაო (ისიცაა, რა გეპარიზება, ახალგორშიც რომ არ გიშვებენ). თუმცა სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დამაჯერებლად „ბუდაბარის“ დანიშნულება მაინც საფრანგეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბ-ნმა მამუკა კუდავამ აგვიხსნა (დიპლომატს მაინც უფრო გამჭრიახი ხედვა აქვს): თუ ტურისტი თბილისში „ბუდაბარისთვის“ არ ჩამოვა, იქ მაინც აღმოჩნდება და ეს ჩვენ მაინც ხელს შეგვიწყობსო (ნეტავ რაში? სარკოზიმ რომ ნაკლები დითირამბები უძღვნას მედვედევს?!). მეტიც, დაგვარწმუნა, რომ „საფრანგეთში საქართველოს საელჩოს სათქმელი ექნება, რომ თბილისში „ბუდაბარიაო“!

„ბუდაბარის“ ერთ-ერთმა მესვეურმა კი არ დაგვიმალა, რომ ეს (ანუ „ბუდაბარი“) არის ცდუნება, რომელსაც ვერავინ უძლებს. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად, სახჩინოვნიკებს აქვთ „ბუდაბარში“ მოლხენის ადეკვატური ხელფასი, უმორჩილესად გთხოვთ, ძალიანაც ნუ გვიცდუნებთ, ისედაც სამად ვართ დაშლილ-დაქუცმაცებული.


скачать dle 11.3