კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულმოფონილად გულმოკლულები

უჭერს, მაგრამ არ უჭერს

რაკი ყველამ ვიცით, რომ ქართული ელმედია, უპირველესად, ფსიქოთერაპევტის ფუნქციას ასრულებს (ოღონდ, სხვათა შორის, ფსიქოთერაპევტის ამპლუაშიც კი, შორსაა საერთაშორისო და ეთიკური სტანდარტებიდან), ბუნებრივია, ვერ გაუშვებდა და არც გაუშვა შესაძლებლობა, რამდენიმე მეტად გულის მოსაფონი ამბავი ეცნობებინა (და მერე რა, რომ ეს ამბები ისე გულმოსაფონიც არ იყო, როგორადაც შემოგვასაღა). სახელდობრ, ჯერ ის შევიტყვეთ, რომ „ნატომ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, დადგენილებაში სიტყვები „ოკუპაციაც“ ახსენა და „ეთნოწმენდაც“. მეტიც, მედიის ეს NEWS-ი ვარშავიდან ჩართულმა პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურა და მერე რა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, არანაირი იურიდიული კავშირი არ აქვს ნატოსთან, როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და მასში მესამედი ნატოს არაწევრ ქვეყნებს უჭირავთ; რაც მთავარია, მათ მიერ მიღებულ დადგენილებას ნატო, როგორც ჩრდილოატლანტიკური კავშირი, თუ მთლად გადადებულ ფეხის წვერზე არ ჰკიდია (ისიც იმიტომ, რომ კარგად აღზრდილები არიან), აინუნშიც არ აგდებს.

მეორე გულმოსაფონი ამბავი ევროკავშირის მიმართულებას ეხებოდა. კერძოდ, ქართული ელმედიის ინფორმაციით, ჟოზე მანუელ ბაროზოს საქართველოსთვის მოუწოდებია, განაცხადი გააკეთეთ ევროკავშირის წევრობაზეო. თუმცა, მოგვიანებით, თვით ქართული ელმედიაც კი იძულებული შეიქნა, ეთქვა, რომ პატივცემულმა ბაროზომ ოდენ ენერგოკავშირში მიგვიწვია; იძულებული კი იმიტომ შეიქნა, რომ ეს ინფორმაცია ხსენებული ბატონის საიტზე დაიდო (თუმცა ამის გამო ქართულ ელმედიას ისევე არ უგრძნია უხერხულობა, როგორც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქალბატონი ნანა ფიფიას დაღუპვის გამო). აქედან გამომდინარე კი, საკითხავიც აი, ის არის: ამ საქმეს ჩვენი გაინგლისურენოვნება უშველის თუ ევროპელების გაქართულენოვნება?!


скачать dle 11.3