კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცერემონიალმაისტერები

„ჩინოვნიკი ყვითელ ავტობუსშიც იცნობაო“



იმის დასტურად, რომ „ისე უნდა დავიტანჯო, როგორც ჩემი ხალხი იტანჯება“, ოფიციალური ლექსიკით კი, „ქამრების შემოჭერის“ სადემონსტრაციოდ, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მესვეურებმა 70 000 ქულაზე ნაკლები რეიტინგის მქონე უმწეოთა ოჯახებს შემწეობები 5-5 ლარით გაუზარდეს, მერიის კუთვნილი ძვირად ღირებული ავტომანქანები აუქციონზე გამოიტანეს (ჩვენ უფრო იაფფასიან ავტოებში უნდა გადავსხდეთო). სულ აუქციონზე 8 ავტომანქანაა გამოტანილი. მათგან ყველაზე იფფასიანი 8 000 ღირს, ყველაზე ძვირად ღირებული კი – 48 999 ლარი (ეს კონკრეტული „აუდი 8“ დედაქალაქის მერს ეკუთვნოდა). ავტომანქანებისთვის ფასი თავად მერს დაუდვია (ამიტომაც არ ვიცით, რით ხელმძღვანელობდა, რეალური ფასით თუ ვირტუალურით). თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი აუქციონის წესით უნდა გაიყიდოს, შესაძლოა, მათი ღირებულება კიდეც აიწიოს ან ფასმა დაიწიოს. მეორე მხრივ, მერიამ იმაზეც იზრუნა, რომ ინტერნეტაუქციონიც გაემართა (ალბათ, იმის საჩვენებლადაც, თუ რა შორს გავარდა ტექნიკა ქართულ სახელმწიფო სტრუქტურებში).

ხსენებული აუქციონი მერიის პროგრამის ნაწილია, რომელიც თანამდებობის პირების ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად, რაც, თავისთავად, იმასაც ნიშნავს, რომ ამ აუქციონამდე თანამდებობის პირების ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალური იყო (თუ არ იყო, აბა, რაში სჭირდებოდა განვითარებადი ქვეყნის დედაქალაქის მერს 48 999 ლარის ღირებულების ავტომანქანა?!).

ხოლო, თუკი თანამდებობის პირებს, მართლაც, გულით უნდათ ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალურად შემცირება, მათ მიერვე შემოყვანილი ერთი დიდი ყვითელი ავტობუსი შეიძინონ, რომელიც მერიის თანამშრომლებს დილ-დილობით სახლებთან მიაკითხავდა, საღამოობით კი ჩამოარიგებდა. მეორე მხრივ, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულ ჩინოვნიკთათვის კი არც ველოსიპედები დაგვენანებოდა – ევროპულიც იქნებოდა, ქამარშემოჭერილიც და ეკოლოგიურიც!


скачать dle 11.3