კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ გამოიცნობთ

1. საზოგადოდ, გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ ის მოიგონა არა იმან, ვის სახელსაც ატარებს, არამედ ძმებმა მაკრაიტერებმა, იმ კამათიდან გამომდინარე, რომლებიც მაშინ ინგლისის ლუდის პაბებში იმართებოდა. რა?

2. ვისი სახე იყო რემბრანდტისთვის ისეთი საინტერესო, რომ მან მისი 64 სურათი დახატა?

3. მისი ცოლი ამბობდა: „ჩემი ქმარი გენიოსია, მას ყველაფრის კეთება შეუძლია, გარდა ფულისა“. და მართლაც, ის ნამდვილი გენიოსი იყო, მას უდიდესი აღმოჩენები ეკუთვნის, მიიღო ნობელის პრემია და 1952 წელს პრეზიდენტის პოსტსაც დაიკავებდა, თავად რომ არ ეთქვა უარი. რომელი ქვეყნის?

4. ძველ რომში ასე ეძახდნენ იმ ადამიანებს რომლებსაც 4 შვილზე ნაკლები არ ჰყავდათ, მეცხრამეტე საუკუნეში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და ადამიანებს, რომლებსაც ასე უწოდებდნენ, რევოლუციური ლოზუნგითაც კი მოუწოდებდნენ. როგორ?

5. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წლიდან საბერძნეთში ამ ღონისძიების ჩატარების დროს მოქმედებდა კანონი, რომლის თანახმადაც, ჯარიმითა და წყევლით ისჯებოდა ყველა, ვინც ამ ღონისძიების ჩატარების ადგილისკენ მიმავალ ადამიანებს დაესხმებოდა თავს. რა პერიოდულობით ამოქმედდებოდა ხოლმე ეს კანონი?

6. რიცხვი 13 ყველასთვის როდია თარსი. ჯოაკინო როსინიმ სწორედ 13 დღეში დაწერა არაჩვეულებრივი ოპერა, რომელმაც კომპოზიტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რომელი ოპერა დაიწერა ასე მცირე დროში?

7. ამ პროფესიის ტრადიცია უკვე სამი საუკუნეა, რაც არსებობს. მას თავდაპირველად მხოლოდ მამაკაცები ეუფლებოდნენ, მაგრამ მეთვრამეტე საუკუნეში ისინი ქალებმა შეავიწროვეს და ბოლოს საერთოდ გამოდევნეს. იაპონური ენიდან ამ პროფესიის სახელი ითარგმნება, როგორც „ხელოვნების ადამიანი“. დაასახელეთ პროფესია.

8. მისი სამშობლო ინდოეთია. მეათე საუკუნეში არაბებმა ის პალესტინაში შეიტანეს, იქიდან ჯვაროსნებმა – იტალიაში. ჯანი როდარმა კი მას „პრინცი“ უწოდა. რას?

9. ეს ადამიანი დამნაშავედ ცნეს 387 ხმით 334-ის წინააღმდეგ და 1793 წლის 21 იანვარს დასაჯეს კიდეც იარაღით, რომლის გამოგონებას ექიმ შარლ სანსონს მიაწერენ. ვინ?

10. ვის უწოდებენ ინგლისელები „ჯენტლმენების ჯენტლმენს“?

პასუხები იხილეთ 85-ე გვერდზე.


скачать dle 11.3