კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები


დიდრო: როცა ვამბობთ, რომ ადამიანი შედგება ძალებისა და სისუსტეებისგან, განსჯისა და დაბრმავებისგან, არარაობისა და დიდებულებებისგან, ეს არ ნიშნავს მის განსჯას, ეს მისი ნამდვილი არსის გამორკვევის მცდელობაა.

გოეთე: საკმარისი არ არის მხოლოდ ცოდნის მიღება, საჭიროა მისი გამოყენება. სურვილი არ არის საკმარისი, აუცილებლად უნდა აკეთო.

გიოარსი: ჰარმონიულ მუსიკას აქვს ძალა და თვისება, თავისი ფრთებით ზე აიტაცოს და ზეცას აზიაროს დამძიმებული სული.

შლეგელი: მხოლოდ მისწრაფებაში ვპოულობთ სიმშვიდეს.

ლაროშფუკო: ადამიანები უმეტესწილად ავსიტყვაობენ არა ბოროტების, არამედ პატივმოყვარეობის გამო.

მონტენი: კამათში ჯიუტობა და სიცხარე სისულელის სარწმუნო ნიშანია.

ავრელიუსი: ნუ მზვაობ, როდესაც იძენ, ნუ ნანობ, როდესაც კარგავ.

ერენბურგი: ბარბაროსები მზად არიან, ამოხოცონ კაცობრიობის მომავალი. იმიტომ, რომ ეს მათი მომავალი არ არის.

ფოსკოლო: ბუნებამ ადამიანები შექმნა ისეთებად, როგორებიც არიან, აჩუქა რა მათ უდიდესი ნუგეში ბევრი ბოროტებისგან და დაყო ისინი ოჯახებად და სამშობლოდ.

კარლეილი: ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი შეუძლებელია დედამიწაზე, რომ პასუხისმგებლობასა და მოვალეობას არ გადააწყდე, რომლის შესრულებაც აუცილებელია.

მაკკარტი: კარგი პოლიტიკოსი ფეხბურთის მწვრთნელს უნდა ჰგავდეს: ის საკმაოდ ჭკვიანი უნდა იყოს, რომ თამაში გაეგებოდეს და საკმაოდ ბრიყვი, რომ მას მნიშვნელობას ანიჭებდეს.

დემოკრიტე: პროგრესი იმ რწმენისგან იბადება, რომ ყოველი აუცილებელი ყოველთვის შესაძლებელია.

შოუ: რეფორმატორი, რომლისთვისაც ეს სამყარო არასაკმარისად კარგია, ბოლოს და ბოლოს, აღმოჩნდება ისეთი ადამიანის გვერდით, რომელიც არცთუ ისე კარგია ამ სამყაროსთვის.

ფოლკნერი: თუკი არსებობს ერთი ჭეშმარიტება ადამიანური გულისა, ეს არის რწმენა, რწმენა იმისა, რომ ამაღლდება, გაუმჯობესება შეუძლია – ეს ყველა ადამიანს ახასიათებს.

პასკალი: რწმენა სხვას ამბობს, ვიდრე ჩვენი გრძნობები, მაგრამ არასდროს უპირისპირდება მათ მონაცემებს – ის გრძნობებზე მაღლა დგას, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მათ.

გერცენი: არაფერი ქვეყნად არ ასპეტაკებს სიყრმის ასაკს ისე, როგორც მძლავრად აგზნებული საკაცობრიო საქმე.

სენეკა: დაინტერესდი შენი თაყვანისმცემლების ხარისხით და არა რაოდენობით. სულელებს ადამიანის საქებარი არ მოსწონთ.

ბელინსკი: ადამიანის ბუნება ქმნის, საზოგადოება კი ავითარებს და აყალიბებს მას.

პრიშკინი: საზოგადოება ტიპაჟებზეა აგებული და ხასიათებით მოძრაობს.

ლაბრიუიერი: მხოლოდ კარგი წარმოშობის ან კარგად აღზრდილ ადამიანს შეუძლია საიდუმლოს შენახვა.

ჭაბუა: თუ ადამიანს გულზე რაიმე სადარდებელი აწევს, მაშინ თავის საწუხარზე სხვებთან საუბრის მოთხოვნილებაც აწვალებს – უპირატესად ჭკვიან, საქმეში ჩახედულ კაცებთან საუბრისა.

უაილდი: ჩვენ, მამაკაცებს, ის ქალები რომ გვყავდეს ცოლებად, რომლებსაც ვიმსახურებთ, რა ცუდად იქნებოდა ჩვენი საქმე.

ტურგენევი: ქალის ცხოვრება ქორწინებიდან იწყება.


скачать dle 11.3