კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: როგორი სინათლე და ტემპერატურა სჭირდება ლანთანას?

პასუხი: ამ მცენარისთვის აუცილებელია კაშკაშა სინათლე. ამიტომ, ეცადეთ, განსაკუთრებით ზამთარში, ყველაზე ნათელ ადგილას დადგათ. რაც შეეხება ტემპერატურას, მისთვის ზამთარში მინიმალური ტემპერატურაა 10 გრადუსი. თუ ფესვები ტენიანი აქვს, ზაფხულის სიცხესაც აიტანს.

კითხვა: რა პირობებს ეგუება ჰოვეა ბინაში და როგორ მოვუაროთ მცენარეს ზრდის პერიოდში?

პასუხი: ეს მცენარე ძალიან გამძლეა. მოსწონს კარგი სინათლე, თუმცა ნაკლებად ნათელ გარემოსაც იტანს. სასურველია, თუ სასტუმრო ოთახში დადგამთ ფანჯარასთან. მისთვის კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა – 18-24 გრადუსი. ზამთარში მინიმალური ტემპერატურაა 13-14 გრადუსი. ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთრობით კი იმდენი წყალი დაასხით, რომ ნიადაგი ძალიან არ გამოუშრეს. ზრდის პერიოდში სასურველია, თუ მიწას ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყავთ. თუ ჰოვეას სინათლეს და წყალს არ მოაკლებთ, ის ყველაზე მეტად გაალამაზებს თქვენს ბინას.

კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო „ვენერას ქოში“?

პასუხი: ზამთარში 13 გრადუსს ტემპერატურაზე მაინც უნდა იყოს. დაყვავილების შემდეგ კი ტემპერატურის 3-4 გადუსით შემცირება, ხელს შეუწყობს ახალი ყვავილების ამოსვლას. ზაფხულის პერიოდში სასურველია მისთვის 18-24 გრადუსი.

კითხვა: როგორ მოვუაროთ აზალიას?

პასუხი: ამ მცენარეს ძალიან მაღალი ტემპერატურა არ უყვარს. სიგრილეში მეტხანს ყვავილობს. ამ დროს კარგია 10-16 გრადუსი. კაშკაშა სინათლეში ამყოფეთ, მაგრამ მზისგულს მოარიდეთ. აზალია მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის მქონე ნიადაგის მოყვარული მცენარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიადაგში ტორფის შერევა სჭირდება. მორწყეთ მხოლოდ რბილი, ნადგამი წყლით. მცენარის მიწას რეგულარულად სჭირდება წყლის მიწოდება და თხევადი სასუქით გამდიდრება. ზაფხულში შეგიძლიათ გარეთ დადგათ, ზამთარში კი ბინაში შეიტანეთ და აღმოსავლეთის ფანჯარაზე დადგით.

კითხვა: უნდა თუ არა ხშირად მორწყვა რაპისს?

პასუხი: მცენარე აქტიური ზრდის პერიოდში რეგულარულად მორწყეთ, ხოლო ზამთრის თვეებში, როცა ტემპერატურა დაბალია, მორწყვა შეამცირეთ. გაითვალისწინეთ, რომ სითბოში მაღალი ტენიანობა სჭირდება. ზაფხულში მიწა ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით.


скачать dle 11.3