კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წავიდეთ აუზზე – ყოველგვარ ამინდში!

შეიძლება, ვინმემ იფიქროს, ამ სიცივეში, რა დროს წყალი და ცურვააო, მაგრამ, გახსოვდეთ, ცურვას სეზონი არ აქვს, უფრო სწორად, წლის ნებისმიერ დროსაა ცურვის სეზონი.

ცურვა – ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და ეფექტური საშუალებაა სხეულის ყველა კუნთის ტონუსში მოსაყვანად, ფიზიკური და მორალური სიმხნევის მისაღწევად, დეპრესიის დასაძლევად, ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და კალორიების დასაწვავად.

თუ ცურვაზე სისტემატურად ივლით, კვირაში სამჯერ მაინც და არა შემთხვევიდან შემთხვევამდე, ერთი თვის შემდეგ შედეგი სახეზე იქნება: ჯერ ერთი, გაგიმკვრივდებათ მთელი სხეული; მეორე – დაგეხვეწებათ ტანი და, მესამე – გაგიუმჯობესდებათ ხასიათი და დაგიმშვიდდებათ ნერვები. შესაძლოა, თქვენ კარგი მოცურავე ხართ, მაგრამ ამის მიუხედავად, პირველი კვირა ადაპტაციას მოანდომეთ: იცურავეთ ნელა, შესვენებებით. როცა იგრძნობთ, რომ ფორმაში შედიხართ, მხოლოდ მაშინ მოუმატეთ დატვირთვას.

დამწყები მოცურავეებისთვის დისტანცია უნდა იყოს 100-დან 300 მეტრამდე. თავიდან, შეგიძლიათ, შეისვენოთ, მაგრამ მერე იცურავეთ 10 წუთის განმავლობაში შეუსვენებლად.

საშუალო დონის მოცურავეთათვის მიზანშეწონილია, კვირაში 3 ვარჯიშის შემთხვევაში, მთელი თვის განმავლობაში, ყოველ 15 წუთში შეუსვენებლად გაცუროს 350-550 მეტრი.

მაღალი დონის მოცურავეებმა კი, ასევე, კვირაში სამჯერადი ვარჯიშის შემთხვევაში, უნდა გამოიყენონ სხვადასხვა სტილი და შეუსვენებლად გაცურონ 600 მეტრი.

გახსოვდეთ: ცურვის წინ აუცილებლად გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიშები – ორგანიზმის გამოსაცოცხლებლად და წყლისთვის შესამზადებლად; ცურვის დასრულების შემდეგ კი – მომადუნებელი. ვარჯიშები უნდა შეასრულოთ შედარებით დაბალ წყალში, ანუ, სასურველია, წყალი მთლიანად არ გფარავდეთ.

აუცილებელი პროცედურაა შხაპის მიღება აუზში ჩასვლამდე და ცურვის დასრულების შემდეგ. ბოლოს კი თავი უნდა დაიბანოთ კონდიციონერიანი შამპუნით, ტანი კი – სპეციალური გელით, რათა სხეულსა და თმაზე არ დაგრჩეთ ქლორი და კანი არ გამოგიშრეთ. თანაც, აუზში თქვენ გარდა სხვაც ხომ ბანაობს. ამიტომ, ჯობია, თავი დაიცვათ.

გარდა ამისა, სასურველია, თან იქონიოთ:

ა) დამატენიანებელი და მკვებავი კრემი სახის, ტანისა და ხელებისთვის (რომელსაც შხაპის მიღების შემდეგ წაისვამთ);

ბ) ჰიგიენური პომადა;

გ) ქუდი და სათვალე (ცურვის დროს გასაკეთებლად);

დ) თვალის წვეთები – იმ შემთხვევისთვის, თუ ქლორიანი წყალი თვალის გარსს გიღიზიანებთ.

წარმატებას გისურვებთ!


скачать dle 11.3