საქმისთვის სასარგებლო..
„ორთქლის გამოშვება“ სასარგებლოა, – ამას გვირჩევენ ფსიქოლოგები და ამასვე ამტკიცებს ცხოვრება. ყოველთვის არ ამართლებს გამოთქმა: „ცუდი მშვიდობა გერჩივნოს, წარმატებულ ომსო“. მაგრამ ომიც მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როცა ნაკლებად სისხლისმღვრელია და საბოლოოდ მოგებული.
მაგალითად:
* კონფლიქტი არის საუკეთესო საშუალება, მიხვდე, რას ფიქრობს სინამდვილეში თქვენს ურთიერთობაზე პარტნიორი: რა არ მოსწონს, რა აწუხებს და აშფოთებს. ამიტომ, მიეცით ამისი თქმის საშუალება.
* „ორთქლის გამოშვება“ არის ინფორმაციის გაცვლა, მართალია, ემოციურად და, ზოგჯერ, ნერვიულობის ფონზე, მაგრამ, ამის მერე უკვე ზუსტად გეცოდინებათ, რომელი სიტყვები აღიზიანებს მას.
* ჩხუბის დროს, სულ რომ არაფერი გესმოდეს, გარდა საკუთარი ყვირილისა და ჭურჭელსაც რომ ამტვრევდეთ, რაღაც დადებითი ამაში მაინც არის, თუმცა, კორექტულობა საყვარელ ადამიანთან ისევე საჭიროა, როგორც უცხოსთან და შეიძლება, უფრო მეტადაც კი. „ორთქლი“ რა არის?! – დაგროვილი წყენა, რომლისგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდე – ეს გარდაუვალია.
იცით, რომ არიან ადამიანები, რომელთათვისაც ჩხუბი გართობის საშუალებაა? ანუ, შეუძლიათ, ჩხუბით მოწყენილობას დააღწიოთ თავი და ყოველდღიური ერთფეროვნება გადაასხვაფერონ. შეგიძლიათ, მიჰბაძოთ, ოღონდ, მთავარია, იცოდეთ, როგორ არ გადაიზარდოთ ჩხუბი სკანდალში და. არ დაგწვათ იმ „ორთქლმა“, რომელსაც გამოუშვებთ. ამიტომ, გაუფრთხილდით იმ ადამიანს, ვისაც ეჩხუბებით და მაშინ ჩხუბი საბოლოო საქმისთვის სასარგებლოც კი იქნება.