კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დრო... და ინტიმი

სექსთან ბევრი რიტუალი, წესი და ტრადიციაა დაკავშირებული. მას საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ისტორიაც აქვს:

* ინგლისის დედოფალ ვიქტორიას ეპოქაში, ის ქალი, რომელიც ინტიმური ურთიერთობით სიამოვნებას მიიღებდა, საზოგადოებისგან გაირიყებოდა. დღეს დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ქალბატონს შეუძლია, მეუღლეს სასამართლოში უჩივლოს, თუკი ის მის სექსუალურ მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებს.

* ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში დღემდე არსებობს ასეთი ტრადიცია: მამაკაცი ცეკვის დროს იღლიაში იდებს ცხვირსახოცს და ცეკვის დამთავრების შემდეგ სჩუქნის რომელიმე მაყურებელ ქალს. თუ ქალი ამ ცხვირსახოცს დაყნოსავს და არ დაიჭყანება, ესე იგი, პაემანზე თანახმაა.

* ძველი ჩინელები ჩვეულებრივად აღიქვამდნენ ყველანაირ სექსს, მათ შორის ჰომოსექსუალურსაც და ჯგუფურსაც.

* არც ძველი ეგვიპტელები ჩამორჩებოდნენ ბებერ ევროპას გარყვნილებაში. აქ ინცესტიც კი ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნდათ და სამეფო ოჯახებშიც კი, საკმაოდ ხშირი იყო ასეთი შემთხვევა. გათხოვილ ქალს ღალატი არ ეპატიებოდა, გაუთხოვარს კი სრული თავისუფლება ენიჭებოდა.

ეგვიპტელებს სწამდათ, რომ სწორედ სექსია ნებისმიერი ადამიანის მთავარი მოთხოვნილება, თანაც, არა მხოლოდ ამ ცხოვრებაში, არამედ საიქიოშიც ამიტომ გარდაცვლილ მამაკაცებს საფლავში ხელოვნურ პენისს ატანდნენ, ქალებს კი – ხელოვნურ მკერდს... ყოველი შემთხვევისთვის – იქნებ, რამეში გამოსდგომოდათ....


скачать dle 11.3