ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, ყველაზე ხშირად რომელი საკვები იწვევს ალერგიას?
პასუხი: ყველაზე ხშირად ალერგიას იწვევს ხორცის ცილები. არ არსებობს არაალერგიული ცილები. ალერგია არის მკაცრად ინდივიდუალური დაავადება – ზოგს ხორცის ცილაზე აქვს ალერგია ზოგს კი – თევზისაზე. ნებისმიერი ალერგიული დაავადების დროს, აუცილებელია, გამოითიშოს კვების მიერ ალერგიები, რადგან აღნიშნული არ საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მთელი ცხოვრება დიეტოთერაპიაა საჭირო. გახსოვდეთ, როცა ცხოველს აუტყდება ფხანა, უნდა დავადგინოთ არის თუ არა ეს სიმპტომი დაკავშირებული საკვებისმიერ რეაქციასთან.
კითხვა: რომელი ბრძანების შესრულება უნდა ვასწავლოთ ძაღლს უპირველესად?
პასუხი: ძაღლს, პირველ ყოვლისა, აუცილებლად უნდა ასწავლოთ რამდენიმე ბრძანება. მაგალითად: დაჯექი, დაწექი და დამელოდე. ხშირ შემთხვევაში, ბრძანება „დამელოდე”, ძალიან გამოსადეგია. მაგალითად, სასურსათო მაღაზიაში ძაღლის შეყვანა არაჰიგიენურია, და შესაძლოა, ვინმეს დისკომფორტი შეუქმნას. ამიტომ, ძაღლი უნდა დავბანოთ და ვუბრძანოთ, რომ დაგველოდოს.
სწავლების პროცესში ძაღლს უნდა ვასწავლოთ, რომ არავითარ შემთხვევაში რეაგირება არ ჰქონდეს კატაზე. ეს იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ძაღლი ავტოკატასტროფაში დაიღუპა მაშინ, როდესაც კატას მისდევდა. ამას გარდა, გახსოვდეთ ისიც, რომ ძაღლი არც ერთ ბრძანებას არ შეასრულებს, თუ მან კატა დაინახა და მასზე რეაგირება მოახდინა.
კითხვა: მაინტერესებს შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ ძაღლისა და ადამიანის ორგანული აგებულება ძალიან ჰგავს ერთმანეთს?
პასუხი: ძაღლის ანატომიური აგებულება ისეთივეა, როგორც ადამიანის – აქვს იგივე სისტემები და ორგანოები, იგივე სენსორული შესაძლებლობების სპექტრი, როგორიც ადამიანს. ძაღლს ყნოსვასთან და სმენასთან შედარებით, ცოტა ცუდი მხედველობა აქვს. შეიძლება ბევრისთვის წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ ძაღლი სიზმარსაც ხედავს. მისი ცხოვრება არ უნდა ავხსნათ, მხოლოდ პავლოვისეული რეფლექსებით. ერთადერთი, რაც რადიკალურად განასხვავებს ადამიანისგან ის არის, რომ ძაღლს არ შეუძლია რთული ლოგიკური ამოცანების შესრულება. აქედან გამომდინარე, შინაური ძაღლის ორგანიზმის ჯანმრთელობას, ადამიანისაზე არანაკლები ყურადღება უნდა დაეთმოს.
ასევე, უნდა აღინიშნოს არასპეციფიკური მიზეზები, რომლებიც ძაღლებში დაავადების განვითარებას იწვევს. არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომელთა ჩამოყალიბება განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით და დამახასიათებელია მხოლოდ ამა თუ იმ ჯიშისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტად განსხვავებულია გარეგნულად ძაღლი, მით უფრო დიდია რისკი, სპეციფიკური დაავადებით დაავადდეს.