კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლეკვის რომელი ორგანოები უნდა ვაკონტროლოთ ყოველდღიურად და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ დასახმარებლად ვეტერინარს

ლეკვის არჩევისა და სახლში მიყვანის შემდეგ, აუცილებელია, ვიზრუნოთ მის მოვლასა და აღზრდაზე და გავითვალისწინოთ ყველა წვრილმანი, რადგან, ლეკვობის პერიოდში მისი აღზრდისას ან მოვლისას დაშვებული შეცდომა მეტად სავალალო შეიძლება, გახდეს მომავალში და საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას. ამ თემასთან დაკავშირებით და ყველა იმ დეტალის შესახებ, რაც ლეკვის მოვლას ეხება, გვესაუბრება ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი:

– ლეკვის კანი დაფარულია ბეწვით და აუცილებელია მისი რეგულარული გაწმენდა, დაბანა და დავარცხნა. ასევე, დაბანამდე უნდა შევამოწმოთ ჩვენი ლეკვი, ვნახოთ, ჰყავს თუ არა მას გარეგანი პარაზიტები და შესაბამისად დავამუშავოთ. თუ ლეკვს აქვს კანის მექანიკური ან სხვა სახის დაზიანება, აუცილებლად დროულად უნდა მივხედოთ.

– რაც შეეხება მის დაბანას, რაიმე განსაკუთრებული უნდა ვიცოდეთ, თუ, როგორც მოზრდილი ძაღლი, ისე უნდა ვაბანაოთ?

– ლეკვის დასაბანად დაგვჭირდება აბაზანა, რომელშიც ჩაფენილი იქნება რეზინის ნაჭერი. ეს იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ ცხოველს ფეხი არ გაუცურდეს და მყარად იდგეს აბაზანაში. დაბანისას, ასევე, აუცილებელია ბამბის ტამპონები ყურებისთვის, რათა წყალი არ ჩაუვიდეს. აუცილებლად უნდა შევარჩიოთ ლეკვის სპეციალური შამპუნი, იმის მიხედვით, რა ტიპის ბეწვის საფარველი აქვს ჩვენს ცხოველს. ასევე, დაგვჭირდება პირსახოცი. წყალი, რომელშიც ლეკვს ვაბანავებთ, უნდა იყოს ისეთივე თბილი, როგორიც პატარა ბავშვისთვის. ბეწვი მთელ ტანზე საგულდაგულოდ უნდა დავასველოთ წყლით, ისე, რომ კანამდე ჩააღწიოს, თავი და სახე კი ღრუბლით უნდა დავუსველოთ. შამპუნის ხმარების შემდეგ საგულდაგულოდ უნდა ჩამოვბანოთ შხაპით, რის შემდეგაც კარგად უნდა გავამშრალოთ პირსახოცით, საჭიროების შემთხვევაში კი, შეიძლება, გამოვიყენოთ ფენიც. არ დაგავიწყდეთ ბანაობის შემდეგ ლეკვისთვის ყურების საგულდაგულოდ ამოწმენდა.

– ამ ყველაფრის შემდეგ ბეწვი უნდა დაივარცხნოს. ამას როგორ ვაკეთებთ?

– ლეკვის დავარცხნისთვის საჭიროა, ის დავსვათ მაგიდაზე, რომელზეც რეზინი იქნება დაფენილი და ისე დავვარცხნოთ. ლეკვის ვარცხნა უნდა დავიწყოთ კუდიდან თავის მიმართულებით და, შემდეგ – პირიქით. სავარცხელი უნდა შეირჩეს ბეწვის ტიპის მიხედვით. დავარცხნა უნდა მოხდეს ისე, რომ ცხოველს მთლიანად მოშორდეს მკვდარი ბეწვი.

– ამის შემდეგ რას ვაკეთებთ?

– საჭიროა ლეკვისთვის ბრჭყალების რეგულარული დაჭრა, ამისთვის კი დაგჭირდებათ სპეციალური მაკრატელი ან „მკვნეტარა“. დაჭრის დროს უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა არ დავაზიანოთ ბრჭყალის ცოცხალი ნაწილი, რაც მეტად მტკივნეულია. რეკომენდებულია, ეს პროცედურა სპეციალისტს მიანდოთ.

ასევე, აუცილებელია, ყოველდღიურად აკონტროლოთ ლეკვის ყურების, პირის ღრუსა და თვალების მდგომარეობა. ასევე, უნდა გაკონტროლდეს კანის მდგომარეობა, სახეზე, მუცელზე და თათებს შორის. თუ ყურები დაბინძურებულია, აუცილებელია მისი გაწმენდა სპეციალური ლოსიონით. აუცილებელია თვალების რეგულარულად გაწმენდა სპეციალური სითხით. თვალის ლორწოვანი გარსის სიწითლის შემთხვევაში კი, მაშინვე უნდა მივმართოთ ვეტერინარს. რაც შეეხება კბილების მოვლას, ლეკვს ყოველდღიურად უნდა გაუწმინდოთ კბილები და ღრძილები სპეციალური კბილის ჯაგრისითა და პასტით. თუ რამეს შევამჩნევთ ღრძილებსა და კბილებზე, იქნება ეს, გაწითლება თუ სხვა ცვლილება, აუცილებლად უნდა მივაკითხოთ ვეტერინარს.

– ლეკვის კვებასთან დაკავშირებით რა უნდა ვიცოდეთ?

– რაც შეეხება კვებას, უნდა შევარჩიოთ ლეკვისთვის ადვილად მოსანელებელი და მაღალი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებული საკვები, რომელიც დაყოფილია და დამუშავებულია სპეციალური რაციონით ცალკ-ცალკე. ნებისმიერ ჯიშის ლეკვებისთვის მკაცრად უნდა დავიცვათ საკვების დოზირების რეჟიმი. გახსოვდეთ: ლეკვის შეძენის შემდეგ, მისი სახლში მიყვანისას, არ არის რეკომენდებული საკვების სწრაფი შეცვლა, ანუ, ლეკვი ახალ საკვებზე თანდათანობით უნდა გადავიყვანოთ, რათა თავიდან ავირიდოთ კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის აშლილობა.

– რას გულისხმობს თანდათანობით გადაყვანა, ანუ, რამდენ ხანში შეიძლება საკვების შეცვლა?

– თანდათანობით გადაყვანა გულისხმობს იმას, რომ ლეკვს პირველ დღეს უნდა მივცეთ ახალი საკვების ულუფის მეოთხედი, შემდეგ დღეებში კი ახალი საკვების რაოდენობა მეოთხედობით მოვუმატოთ. სასურველია, ლეკვი ვკვებოთ ერთსა და იმავე დროს და ერთსა და იმავე ადგილას.

– რამდენჯერ ვაჭმევთ დღეში?

– კვება, მაგალითად, 2 თვის ასაკის ლეკვისათვის, სასურველია იყოს დღეში მინიმუმ ოთხჯერადი. ასევე, მას მუდმივად უნდა ედგას სუფთა სასმელი წყალი. კარგი იქნება, თუ მშრალ საკვებზე დაუმატებთ მაწონსა და ხაჭოს, რაც ხელს შეუწყობს მონელებაში. კალციუმი აუცილებელია ლეკვის ნორმალური ზრდისათვის. სასურველია, ლეკვს ვიტამინების და მინერალების დანამატიც მივცეთ, რომელსაც ვეტერინარი შეგირჩევთ.

– რა არ უნდა დავაგემოვნებინოთ ლეკვს?

– თქვენს ლეკვს არასდროს არ მისცეთ შოკოლადი, ასევე, ცხიმიანი, შებოლილი და დამარილებული საკვები – ეს განსაკუთრებით მავნეა ლეკვის ორგანიზმისთვის. არასდროს არ კვებოთ თქვენი ლეკვი სუფრის ნარჩენებით – ეს ცუდად იმოქმედებს არა მარტო მის ჯანმრთელობაზე, არამედ მის ხასიათზეც. თუ ლეკვი ნარჩენებით გამოკვებეთ, ის აუცილებლად გახდება „მათხოვარი”, „ქურდი” და „ტუტუცი.” კატეგორიულად არ შეიძლება მისთვის ძვლების მიცემა – ეს იწვევს კუჭ-ნაწლავის სისტემის აშლილობას და, შეიძლება, ნაწლავების პერფორაციაც გამოიწვიოს, რაც მეტად მძიმე შედეგით შეიძლება დასრულდეს.


скачать dle 11.3