კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად უნდა დავდგათ ზამთარში არხონტოფენიქსი და რა ტემპერატურას ეგუება ეს მცენარე

„ფლორა ინტერნაციონალის”, ბიოლოგიის მეცნიერი მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე, ამჯერად, მხოლოდ არხონტოფენიქსის შესახებ ისაუბრებს. როგორც აღმოჩნდა, ზამთარში ის საკმაოდ პრეტენზიულია და როგორ მოვუაროთ მას ამ სეზონზე, ამას ბატონ ამირანთან საუბრისას გავარკვევთ.

– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა არხონტოფენიქსი და შესაძლებელია თუ არა მისი გამოზამთრება საქართველოს პირობებში?

– ის ულამაზესი პალმაა, საქართველოში მისი გაზრდა შესაძლებელია. თავის სამშობლოში, ავსტრალიაში ის ოცდაორ მეტრ სიმაღლეს აღწევს. მაგრამ, ჩვენთან ორ მეტრზე მაღალი არ იზრდება. ასე რომ, მისი სიმაღლე სრულებით დამაკმაყოფილებელია ოთახის პირობებისთვის.

ზამთარში ცოტათი პრეტენზიულია, რადგან ვერ იტანს სიცივეს. ეცადეთ ზამთრის მინიმალური ტემპერატურა 20 გრადუსი იყოს. თუ სტაბილურ ტემპერატურას შეუქმნით, თქვენი მცენარე მშვენივრად გამოიზამთრებს.

– რით მრავლდება არხონტოფენიქსი?

– ეს მცენარე თესლით მრავლდება, მაგრამ მისი გამრავლება საქართველოს პირობებში რთულია. როგორც დაადგინეს, თესლი სიმწიფიდან მალევე კარგავს აღმოცენების უნარს, მისი ჩამოვარდნიდან მხოლოდ ორი დღის განმავლობაშია ვარგისი. შემდეგ კი უკვე შეუძლებელია მისი გამოყენება. ამიტომ, უმჯობესია, თუ უკვე აღმოცენებულ მცენარეს შეიძენთ, ასე უფრო გაგიიოლდებათ მისი მოვლა.

– როგორ ნიადაგში ჩავრგოთ მცენარე?

– არხონტოფენიქსი ამ მხრივ პრეტენზიულია, რადგან მის ნიადაგში უნდა შედიოდეს: თითო წილი მიწა, სილა, ტორფი და ორი წილი ნაკელი. ეცადეთ, ზაფხულის პერიოდში მისი ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიეროთ მინერალური სასუქებით, რომ მცენარე არ გამოშრეს.

– შესაძლებელია თუ არა მისი ყვავილობა ოთახის პირობებში?

– ეს მცენარე ყვავის მხოლოდ ათ წელიწადში ერთხელ. თუ იყვავილა, შესაძლებელია ყვავილედი ცრუ იყოს, ამიტომ, არხონტოფენიქსი უნდა იყოს ისეთ მიწაზე, რომ ყვავილობა წარმატებით დაასრულოს. თავის სამშობლოში ნიადაგი სავსეა ქვით, სილით, კლდის ნაშალებით. ამიტომ, იქ თავს მშვენივრად გრძნობს და კარგად ყვავილობს. მისი აყვავილება ჩვენთან მხოლოდ ორანჟერეებსა და სათბურებშია შესაძლებელი.

– რა პირობები უნდა შევუქმნათ მცენარეს, რომ კარგად გაიხაროს?

– ეს მცენარე მალე იზრდება და თითქმის ოთხ წელიწადში უკვე ორ მეტრს აღწევს. მისთვის მთავარია, სასურველ ადგილას იდგას. შესაბამისად, მორწყეთ სეზონის მიხედვით და ძალიან დაბალ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ.

– ხშირად უყვარს მორწყვა?

– ზაფხულში მას ხშირად სჭირდება წყლის დასხმა, დაახლოებით ოთხ დღეში ერთხელ. ზამთარში იშვიათად. არხონტოფენიქსს საღამოობით ხშირად დაუნამეთ ფოთლები და ტანი წყლით, რომ მცენარემ ტენი შეინარჩუნოს. ის სინოტივეს იღებს როგორც ფესვიდან, ასევე ფოთლიდან და ღეროდანაც. გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულში მცენარე რეგულარულად მორწყათ. თუ ძალიან გამოუშრობთ ნიადაგს, შესაძლებელია მთლიანად მცენარე გახმეს.

– რა ტემპერატურასა და სინათლეზე ვამყოფოთ არხონტოფენიქსი?

– არხონტოფენიქსი სიცხის მოყვარულია და ამიტომ ზაფხულის ცხელ დღეებში ეცადეთ, აივანზე, ეზოში ან ღია ფანჯარაზე დადგათ. მისი გარეთ გატანა ოქტომბრის ბოლოდან შეიძლება და დადგით მზით გამთბარ და ცხელ ადგილას. გარეთ ამყოფეთ მცენარე მანამ, სანამ ტემპერატურა არ შემცირდება. ამის შემდეგ კი ბინაში შეიტანეთ და ოთახის ნორმალური ტემპერატურა შეინარჩუნეთ. ზაფხულში სასურველია თუ ის 27-30 გრადუს ტემპერატურაზე იქნება.

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გასხვლა?

– არხონტოფენიქსი არ ისხვლება და გირჩევთ, ძირს დაშვებულ მწვანე ფოთლებსაც ნაადრევად ნუ შეაჭრით მანამ, სანამ სიყვითლე არ შეერევა და ახალი ფოთლები არ ამოუვა.

– რამდენ ხანში ერთხელ შეგვიძლია არხონტოფენიქსის გადარგვა?

– მცენარის გადარგვა შესაძლებელია 3-5 წელიწადში ერთხელ. ეცადეთ, მიწიანად გადაიტანოთ სხვა ქოთანში, რადგან შესაძლებელია, ფესვები დაუზიანდეს.

– შესაძლებელია თუ არა არხონტოფენიქსს მავნებლების გაჩენის საფრთხე დაემუქროს?

– ამ მხრივ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან ამ მცენარეს მავნებელი არ ეკარება.

– დაბოლოს, რა გავითვალისწინოთ ამ თვეებში თუ ბინაში უკვე გვაქვს ეს მცენარე?

– დადგით აუცილებლად კარგად განათებულ ადგილას, ფანჯარასთან ახლოს. ამყოფეთ კარგი დრენაჟის მქონე ნიადაგში, მორწყეთ 20 დღეში ერთხელ, რაც შეიძლება ცოტა წყლით, რომ ნიადაგი არ დამყაყდეს და მცენარემ ლპობა არ დაიწყოს. მას შეუქმენით სტაბილური, ნორმალური ტემპერატურა და გახსოვდეთ, რომ არხონტოფენიქსი უნდა ატრიალოთ ხშირად, აბრუნოთ აქეთ-იქით, რომ ერთი მიმართულებით არ წავიდეს და თანაბრად ჰქონდეს ფოთლები განლაგებული.


скачать dle 11.3