კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სკანდალში გაება ჯაბა ქარსელაძე და ვისი ბოდიში არ მიიღო მან ერთი ერთზე

ჯაბა ქარსელაძე: ჩემ ირგვლივ კიდევ ერთი სკანდალი აგორდა, მაგრამ იქ ტყუილი და გაზვიადებული არაფერი ყოფილა, არავის ეგონოს, რომ მე რამეს ვაბუქებ. სასამართლოში შესატანად მზად მქონდა განცხადება, მაგრამ საქმე აქამდე აღარ მისულა.

– რეალურად რა მოხდა?

– მე, საქართველოში ლექტორი, მონაკოს უნივერსიტეტში სტუდენტად აღარ მიმიღეს. მიხვდნენ, რომ მათი სამზარეულო კარგად ვიცოდი, ანუ, რა შეიძლებოდა, კარგი ან ცუდი გაეკეთებინათ. საჭირო დროს მათ ყოველთვის ვაკრიტიკებდი და ვეუბნებოდი, რომ ეს სწორი საქციელი არ იყო მათი მხრიდან. რომ ხვდებოდნენ, მართალი ვიყავი, ღიზიანდებოდნენ. ბუღალტერიის ლექტორს, ანუ საგანს, რომელსაც მე ვასწავლი საქართველოში, ვერ ვაპატიებდი შეცდომის დაშვებას. ერთი თვე ვითმინე, ორი თვე ვითმინე, ბოლოს ამომასხა და უკვე ბრძოლაზე გადავედი ამ ლექტორთან. ბოლო ლექციაზე, როგორც მერე თვითონ ახსნა, გადაღლილი იყო და ნერვები ვეღარ მოთოკა. მითხრა: შე ნაგავო, გაეთრიე ჩემი ლექციიდან, დატოვე აუდიტორია, ვეღარ გიტან, შენი კომენტარები უკვე ყელში მაქვსო! გამომდინარე იქიდან, რომ ცხოვრების „გამალაითებელ“ წამალს ვსვამ, რომელიც საფრანგეთში დამინიშნა ექიმმა, ეს სიტყვები მშვიდად მივიღე. თუმცა, ყველას ეგონა, რომ სკამს ან ლეპტოპს ვესროდი თავში ან შევაგინებდი. ხმა საერთოდ არ ამომიღია, მხოლოდ ის ვუთხარი, თქვენ სწორი არ ბრძანდებით-მეთქი. ჩემს ასეთ რეაქციაზე ხომ სულ გადაირია. ლექცია რომ დამთავრდა და გარეთ გამოვედი, ყველაფერმა ერთად ამომასხა, დეკანთან შევედი და ყველაფერი პირში მივახალე. მოვითხოვე, ბოდიშის მოხდის გარდა, ამ საგანში მაქსიმალური შეფასება გამოცდის გარეშე მიმეღო, რადგან მიმაჩნდა, რომ ლექტორზე მეტი ვიცოდი. ცოტა ამბიციურად, მაგრამ, სამართლიანად მოვითხოვე ყველაფერი. რა თქმა უნდა, დეკანს არ მოეწონა ჩემი პირობები და წინასწარ ვერაფერს შემპირდა. ისე მოხდა, რომ მეორე დღეს ამ ლექტორმა ბოდიში ერთი ერთზე მომიხადა, რაც არ მივიღე, რადგან შეურაცხყოფა 24 სტუდენტის წინაშე მომაყენა. საბოლოოდ ასეც მოხდა – ბოდიშიც მომიხადა და გამოცდის გარეშე 100-ქულიანი შეფასებაც მივიღე. აქ ნიშანზე კი არა, პრინციპზე და ამბიციებზე იყო საუბარი, ანუ, რაშიც შენზე უკეთესი ვარ, უმაღლეს შეფასებას მოვითხოვ. მე მას ამ თამაშში მოვუგე, ამიტომ შეფასებაც მაქსიმალური მეკუთვნოდა. ამ ფაქტს მოჰყვა ის, რომ, იმის შემდეგ, რაც ჩემ გამო მოხდა, სხვა სტუდენტებიც მიხვდნენ, ასეთი არაპროფესიონალი ლექტორები თუ გვყავს, ამხელა თანხას რატომ ვიხდითო და რამდენიმე სტუდენტმა დატოვა უნივერსიტეტი. ზოგი თავის ქვეყანაში დაბრუნდა, ზოგმა მუშაობა დაიწყო და ასე შემდეგ, რაზეც მე ძალიან გული დამწყდა. აი, ეს იყო რეალური ისტორია ამ სკანდალის შესახებ, რომელმაც მხოლოდ გაიჟღერა ცხელ გულზე, მაგრამ სიმართლე არავინ იცოდა. ევროპაში ერთ რამეში დავრწმუნდი: საკუთარი თავი ბოლომდე უნდა წარმოაჩინო და ამაში მოსარიდებელი და დასამალი არაფერია. მონაკოში მიხვდნენ, რომ მე იმაზე მეტი ვიცოდი, ვიდრე უნდა მცოდნოდა. ჩემი აზრით, ევროპელი სტუდენტები ცოტა „ჩმორები“ არიან – რასაც ეტყვი, იმას გააკეთებენ. მე კი, დავალებას, რომელიც არაფერს მაძლევდა, არ ვაკეთებდი, რადგან დროის ტყუილად დაკარგვა არ მინდოდა. ამ შემთხვევაში ვეუბნებოდი, რომ ჩემი დრო ძალიან ძვირი ღირდა და მერჩივნა, სხვა დავალებების მომზადებისთვის დამეთმო. ამ არგუმენტზე ვერც ერთი ლექტორი ხმას ვერ მცემდა, რადგან, რაღაც მომენტში ხვდებოდნენ, რომ მართალი ვიყავი.

– კიდევ რამდენი ხანი უნდა ისწავლო მონაკოში?

– ივნისის ბოლომდე – ათთვიანი პროგრამაა.

– კიდევ ერთი სკანდალიდან გამოხვედი მშრალი.

– მგონია, რომ ამის გარეშე ვერც ვიცხოვრებ, რადგან ეს ყველაფერი უკვე შემისისხლხორცდა. ნებისმიერი სკანდალი და ნებისმიერი კითხვა, რაც არ უნდა დამისვას ადამიანმა, ჩემთვის ჩვეულებრივი მომენტია – მკითხა და ვუპასუხე. ჩემი აზრით, კითხვაზე პასუხს არასდროს არ უნდა გაურბოდე და ყოველთვის გულწრფელი უნდა იყო. მე არანაირი კითხვა აღარ მაშინებს, არ მაბრკოლებს და მაკომპლექსებს. არ მგონია, არსებობდეს კითხვა, რომელიც მე გამაწითლებს, დამაბნევს ან თავს დამახრევინებს. ყველა კითხვისთვის მზად ვარ. ბოლო ორ თვეში ძალიან შევიცვალე. შეიძლება, ბევრმა თქვას, ორ თვეში რა შეცვლიდაო, მაგრამ მონაკოში ორთვიანმა პერიოდმა მართლა იმოქმედა ჩემზე. ორი თვე სრულიად მარტო ყოფნა, ყველასა და ყველაფრის გარეშე, ცოტა დრო არ არის. ბევრ რამეზე დავფიქრდი და ბევრ რამეში ჩამოვყალიბდი. მივხვდი, რომ, სჯობია, იყო პირდაპირი და თქვა ის, რასაც რეალურად ფიქრობ და აკეთებ. არასდროს არ უნდა გაუწიო ანგარიში იმას, ვინ რას იფიქრებს. მე ყოველთვის პირდაპირ ვიტყვი ჩემს სათქმელს. მართალია, უპირველესად, ოჯახის წევრებს უნდა გაუწიო ანგარიში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ის უნდა გააკეთო, რაც შენ მიგაჩნია საჭიროდ.

– წესების დაცვით იბრძვი?

– დიახ, და, თან, ძალიან კულტურული გავხდი, მაგალითად, წითელზე სულ ვაჩერებ, რადგან ვიცი, რომ მწვანეზე უნდა გავიარო. ანუ, რაც ჩემში არ მომწონდა, გამოვასწორე, ზოგი რამ კი, პირიქით, ავურიე, რადგან არ მომწონდა, რაღაც საკითხებში ზედმეტად მორალური და წესიერი რომ ვიყავი. რეინკარნაცია ხდება ჩემში.

– შუქნიშნის ფერები ახსენე და თქვი, რომ წითელზე ჩერდები და მწვანეზე მიდიხარ. რეალურად, რა ფერი ჭარბობს ჯაბა ქარსელაძის ცხოვრებაში?

– ყვითელი, ანუ, სულ რაღაცის მოლოდინში ვარ. ყვითელი – გამაფრთხილებელი ნიშანია, რომლის შემდეგ ან წითელი აინთება, ან – მწვანე. ამიტომ ჩემს ცხოვრებაში ბევრი „ყვითელია“, რომლის შემდეგაც არ ვიცი, წითლისკენ წავა თუ მწვანისკენ. საბოლოო ჯამში ორმოცდაათი ორმოცდაათზეა.


скачать dle 11.3