კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ჩაუძმაკაცდა ბრედ პიტს, ბრიუს უილისსა და ჯორჯ კლუნს ბესიკ შპეტიშვილი და რატომ დაინტერესდა მისი ვინაობით ანჯელინა ჯოლი

ქართველმა მომღერალმა, ბესიკ შპეტიშვილმა, იგივე ბრენდონ სტოუნმა, თავისი ნიჭის წყალობით, უცხოეთში ბევრი თაყვანისმცემელი გაიჩინა. ბოლო დროს მან გერმანიაში საკუთარი ბარიც გახსნა, კლიპებიც გადაიღო და ახლაც ახალი სიმღერის ჩაწერის პროცესშია. ბესოს სულ ახლახან შეეძინა შვილი და, როგორც თავად ამბობს, მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, მაინც ახერხებს სახლში ბევრი დრო დაყოს.

ბესო შპეტიშვილი: ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ კარიერაში, პირად ცხოვრებასა და მეგობრებში ერთნაირად გამიმართლა. ამას საქართველოში „ბედის საჩუქარს“ ეძახიან, ჰოდა, მეც, ეტყობა, ღმერთმა დამაჯილდოვა და ამისთვის მისი მადლიერი ვარ. მართალია, უცხოეთში ვცხოვრობ, ჩემი ოჯახიც აქ მყავს და ჩემს საქმესაც აქ ვაკეთებ, მაგრამ, გული მაინც მწყდება, რომ ჩემს ბავშვობის მეგობრებს ვერ ვხედავ ხშირად. წარმოიდგინეთ, პატარაობიდან რომ ერთად ვიზრდებოდით, ერთად ვმღეროდით და ერთად ვთამაშობდით, როგორ მოგვენატრება დღეს ის წლები და ურთიერთობები! გერმანიაში, რუსეთში, ლატვიაში და კიდევ ბევრ ქვეყანაში მყავს მეგობრები, მაგრამ თბილისელი მეგობრები მაინც სულ სხვაა. მაგალითად, მე და თამთა გოდუაძე, რომელიც დღეს საბერძნეთში ძალიან პოპულარულია, ბავშვობის მეგობრები ვართ. რომ ჩავდივარ ხოლმე საბერძნეთში და მაღაზიაში შევდივარ, ყველგან მისი დისკებია. გამყიდვლები მეუბნებიან, იყიდეთ ეს დისკი, მაგარი მომღერალიაო. (იცინის). მართლა ძალიან მაგარი მომღერალია თამთა. ერთხელ ექსპერიმენტი ჩავატარე და ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველს ვკითხე, თამთა გოდუაძეს შემოქმედებას იცნობთ-მეთქი?

– მერე, რა გიპასუხა?

– თამთას ვინ არ იცნობს, ის ჩვენი სიამაყე და ჩვენი ნიჭიერი მომღერალიაო. გამიხარდა ასეთი პასუხი რომ მოვისმინე. ინტერნეტით ხშირად ვკონტაქტობთ მე და თამთა, ბავშვის დაბადებაც ერთ-ერთმა პირველმა მან მომილოცა და მისით ვამაყობ. ჩვენი მშობლებიც ახლობლობენ. ასე რომ, „ძირფესვიანი“ მეგობრობა გვაქვს. სამწუხაროდ, თამთას არც ისე ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა: ადრე გათხოვდა – 14 წლის მოიტაცეს. მერე ბავშვი გაუჩნდა და სირთულეებიც შეხვდა ცხოვრების გზაზე. რვა წლის წინ კი საბერძნეთში, ერთ-ერთ ქასთინგში გაიმარჯვა და იმ დღიდან აეწყო მისი წარმატებული კარიერა ესტრადაზე.

– გერმანიაში შენი ბარი რომ გახსენი, იქ როგორ მიდის საქმე? ქართული ელემენტები თუ შეიტანე შენს ბიზნესში?

– საქმე გადასარევად მიდის, ბარი კვირაში სამი დღე მუშაობს – ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს. ახლა უკვე ბევრი ხალხიც მოდის და მოსწონთ ცოცხალი მუსიკის მოსმენა, საღამოს კი – დისკოთეკაზე ცეკვა. გერმანიაში არც ისე ბევრია ისეთი ადგილი, სადაც დაჯდები და ცოცხალ მუსიკას მოუსმენ. ბერლინში ან დისკოთეკებია, ან – რესტორნები. ცოცხალი მუსიკა კი ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა. სხვათა შორის, ქართული ელემენტებიც შევიტანე და ამაზე ბუმია (იცინის). არ არსებობს, დღემ ისე ჩაიაროს, რომ რამდენჯერმე „ჩიტო-გვრიტო” არ მოითხოვონ და ყველა არ ამყვეს სიმღერაში. ვხუმრობ ხოლმე, გერმანელებს ქართული „ჩიტო-გვრიტოები” როგორ შევაყვარე-მეთქი. ამის ხათრით ქართული ისწავლეს. ახლა „ჩიტო-გვრიტოს” ახალ ვარიანტს ვაკეთებ და ისიც კარგი უნდა იყოს. ვნახოთ, როგორ მიიღებს განახლებულ „ჩიტო-გვრიტოს” გერმანელი მსმენელი.

– ვალერი მელაძეს ძალიან უყვარს რუსეთში რომ ამღერებენ „ჩიტო-გვრიტოს”. თუმცა ის ამ სიმღერას შესამჩნევად დამტვრეული ქართულით მღერის.

– (იცინის) მივხვდი, საითკენაც მიგყავს საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, საქართველოში არ ვცხოვრობ მე ქართული ენა არ დამვიწყებია. პირიქით, ხომ გითხარით, გერმანელებიც ქართულად ავამღერე.

– შენს ერთ-ერთ კლიპში ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავები მონაწილეობენ. ისინი როგორ დაითანხმე და რამდენი გადაუხადე, თუ საიდუმლო არ არის?

– მართალია, ჩემს ერთ-ერთ კლიპში ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი მამაკაცები იღებენ მონაწილეობას და, საქართველოში რომ ჩამოვალ, აუცილებლად ჩამოვიყვან ბრედ პიტს, ბრიუს უილისსა და ჯორჯ კლუნს – ამას გპირდებით. თან, ისე „ჩავბრატდით”, მგონი, ფულსაც არ გამომართმევენ. მართალია, ნამდვილი ბრედი, ბრიუსი და ჯორჯი არ იქნებიან, მაგრამ, ორეულებიც ისე ჰგვანან მათ, შანსი არაა, მიხვდე.

– ესე იგი, ორეულებთან გქონდა ურთიერთობა და არა ნამდვილ ვარსკვლავებთან?

– დიახ, დიახ (იცინის). სხვათა შორის, ეს ორეულები ხშირად ჩნდებიან საზოგადოების წინაშე და ამას ვერავინ ხვდება. ბრედ პიტს სადმე რომ არ უნდა წასვლა, თავის ორეულს უხდის ფულს, გზავნის და საქმეს ასე იმარტივებს. ჩემი კლიპი გადაღებულია ბერლინში. ორეულები კი ინგლისში ცხოვრობენ. დავუკავშირდით, გადავუხადეთ ფული მათ აგენტურას, რომლებსაც ორეულების სპეციალური სააგენტო აქვთ და მოვიწვიეთ ბერლინში კლიპში გადასაღებად. თითოეულ ორეულში ერთ დღეში, 4 000 ევრო გადავიხადეთ და ამას არც ვმალავ. ძალიან დავუახლოვდი მათ და ბევრს ვსაუბრობდით გადასაღებ მოედანზე. კლიპი ვინც ნახა, ყველას ნამდვილი ჰოლივუდის ვარსკვლავები ეგონა – ამაში ეჭვი არ შეჰპარვიათ. ოთახში რომ შემოვიდა, ყველა ფეხზე წამოდგა – ნამდვილი ბრედ პიტი ეგონათ (იცინის). კლიპი გერმანიაში ძალიან პოპულარულია და პრესაში წერდნენ, ბრენდონ სტოუნმა ახალი კლიპი გადაიღო, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავი მამაკაცები: ბრედ პიტი, ბრიუს უილისი და ჯორჯ კლუნი არიან გადაღებულიო. მათთან ქართულადაც „ჩავუქეიფე“ კლიპის გადაღების შემდეგ და ასე ტაში-ტუშით გავაცილე ისინი სამშობლოში. (იცინის).

– ბესო, გავიგე ანჯელინა ჯოლისთან პერსონალური ვახშამიც გქონდა. ის სადღა გაიცანი და როგორ მოახერხე მისი ვახშამზე დაყოლიება?

– მართალია, ანჯელინა ჯოლისთანაც მქონდა პერსონალური ვახშამი და ძალიან ვისიამოვნე ამ შეხვედრით. მოკლედ, ერთ საღამოს მეგობარმა დამირეკა – ჩემს რესტორანში მოდის ანჯელინა ჯოლი, ეს გასაიდუმლოებულია და შენ გპატიჟებო. ამას გავაცდენდი? (იცინის). ეს რესტორანი, ბერლინში ძალიან ცნობილი და პოპულარულია – ყველა „ფეისი“ სტუმარი იქ მიჰყავთ. მისი მეპატრონეა ეს ჩემი თურქი ძმაკაცი, რომელმაც მიმიპატიჟა. გამოვეწყვე, მივედი და დავჯექი რესტორანში. გავიხედე, ჯერ დაცვა შემოვიდა, მოათვალიერეს ტერიტორია, მერე ათი კაცი შემოჰყვა მათ და მივუსხედით მაგიდას. მე, ანჯელინა ჯოლი და ოლივერ სთოუნი გვერდიგვერდ ვისხედით. კი ამბობენ, ანჯელინა ცივი ქალია და მასთან რთულია ურთიერთობაო, მაგრამ მე ეს ვერ ვიგრძენი. ბევრიც ვისაუბრეთ, დავლიეთ და, რომ გაიგო საქართველოდან ვიყავი, რაღაცეები მომაყოლა ჩემს სამშობლოზე. ანჯელინამ თავიდან მკითხა, რა პროფესიის ბრძანდებითო. ვუპასუხე, მომღერალი ვარ, ბერლინში ვცხოვრობ, მაგრამ ქართველი ვარ-მეთქი. აი, მერე გაიხსნა და ვისაუბრეთ. სხვათა შორის, გადაპრანჭული არ იყო, არც ისე მაღალია და სულ სხვანაირი წარმომედგინა. ეკრანზე უფრო ეფექტურია, ვიდრე ცხოვრებაში. არც ისეთი ქალია, რომ დავარდე და ვეღარ ადგე (იცინის), უფრო ლამაზი ქალებიც მინახავს.

– რომელი კერძი მიირთვა და რომელ სასმელს მიანიჭა უპირატესობა?

– თევზი ჰყვარებია და ის ჭამა, სასმელებიდან კი ღვინოს სვამდა. ჭიქაც მივუჭახუნე. მაგრამ, მომეჩვენა, რომ ცოტა უცხოდ და დაკომპლექსებულად გრძნობდა თავს. ფოტოგრაფები იყვნენ და ეს აღიზიანებდა. თქვა კიდეც, აქ საჭმელად შემოვედი და, სთხოვეთ, სურათებს ნუ მიღებენო. მართლაც, სასიამოვნო საღამო გავატარე მათ გვერდით. სხვათა შორის, ბევრ ცნობილ ვარსკვლავთან მომიწია შეხვედრა და ერთი დასკვნა გამოვიტანე.

– რა დასკვნა?

– ვისაც ნამდვილი ტალანტი აქვს, ისინი უბრალოები არიან. თავისუფლად გეკონტაქტებიან, შენთან ერთად სურათის გადაღებაზეც არ ამბობენ უარს და გულითაც გიღიმიან. ასე რომ, თუ თბილისში ჩამოვედი ბრედ პიტთან, ანჯელინა ჯოლისთან, ჯორჯ კლუნთან, ოლივერ სთოუნთან და ბრიუს უილისთან ერთად, არ გაგიკვირდეთ (იცინის).


скачать dle 11.3