კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის შეიძლება გადაუტრიალდეს ტვინი სალომე ფაღავას და მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას ეროტიკულ სცენებში

ახალგაზრდა და უკვე პოპულარული მსახიობი – სალომე ფაღავა მაყურებელს ჯერ სერიალ „ჩიფსების თაობიდან“ გაეცნო, მერე კი კომედიური ჟანრიდან დეტექტიურ სერიალში მოგვევლინა, სადაც 25 წლის კრიმინალისტ კესოს ასახიერებს. რეალურ ცხოვრებაში როგორია სალომე ფაღავა და რით ჰგავს ის თავის პერსონაჟს, ამას მისგან შევიტყობთ.



სალომე: ისე გამოვიდა, რომ მუდმივად დატვირთული, სულ საქმეში ვარ ჩაბმული და ეს ფაქტი მახარებს. ბავშვობიდან ვცეკვავდი, პატარ-პატარა ფოტოგადაღებებშიც ვიღებდი მონაწილეობას. ამჟამად კი ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში, სამხატვრო დიზაინის ფაკულტეტზე, ვარ მეოთხე კურსზე. ამას გარდა, ვმოღვაწეობ კინოსფეროში. 15 წლის ასაკში გავიცანი რეჟისორი გიორგი ლიფონავა და მოვხვდი სერიალ „ჩიფსების თაობაში“.

– რატომ შეაჩერა რეჟისორმა არჩევანი შენზე, ალბათ, გარეგნული მონაცემების გამო?

– არა, ამას ვერ ვიტყოდი, მსახიობისთვის მარტო გარეგნობას არ აქვს მნიშვნელობა, თუ მას ნიჭიც არ შეუწყობს ხელს, ისე არაფერი გამოვა. თუმცა, გარეგნობა ბევრ რამეში გეხმარება, ამას არ უარვყოფ. იმდენად გაუაზრებლად მივედი იმ სერიალში, ბავშვურად, ალალად გავიარე ქასთინგი და იქ დამსწრე საზოგადოება – ვინც სერიალზე მუშაობდნენ, ბევრი ვაცინე. მაშინვე დამამტკიცეს როლზე. ბუნებრივად გამოვიდა ჩემი თამაში. მე პროფესიით მსახიობი არ ვარ, მაგრამ მთელი სულით და გულით ვუდგები ამ საქმეს. მთელი დღე გადაღებაზე ვარ და არ ვიღლები, რაც მთავარია. ჯერჯერობით სადაც ქასთინგზე მივედი, ბედმა გამიღიმა და უარი ჩემთვის არ უთქვამთ. მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ეს ტრაგედიად არ უნდა ჩათვალო, პირიქით, მეტი სტიმული უნდა მოგეცეს, რომ შემდგომში უკეთესი როლი მიიღო.

– ადრე კომედიურ სერიალში მონაწილეობდი, ახლა კი დეტექტიურ ჟანრში გადაინაცვლე, ეს შენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია?

– როცა სერიალ „ჩიფსების თაობაში“ ვმონაწილეობდი, 15 წლის ვიყავი. კომედიურ ჟანრს სხვა დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ აბსოლუტურად არასწორია მოსაზრება, რომ დეტექტიური ჟანრი სერიოზული პროექტია, ხოლო კომედიური – არასერიოზული. ყველა ჟანრს სერიოზულად უნდა მოეკიდო და რაც მთავარია, როლს უნდა მოერგო. ამჟამად დეტექტიურ სერიალში ვმონაწილეობ, მომავალში კომედიურ ფილმშიც შეიძლება მიხილოთ, მთავარია, გამოცდილება მივიღო და კარგად შევასრულო როლი. მხოლოდ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ეროტიკულ სცენებში მონაწილეობას არასოდეს მივიღებ. არ ვარ იმ დონის მსახიობი, ჩემი მისია კინოში უკვე შესრულებულად ჩავთვალო და გახდის მეტი აღარაფერი დამრჩენოდეს.

– ანუ, ფიქრობ, რომ მსახიობმა მაყურებლის ყურადღება სამსახიობო ხელოვნებით უნდა მიიქციოს და არა შიშველი სხეულის გამომზეურებით?

– აუცილებლად, მე სულაც არ მომწონს ფილმში გახდილი ქალები, თუ ამას უნიჭოდ ასრულებენ. ფილმში ეროტიკული სცენის გაკეთებასაც დიდი ნიჭი უნდა. ქართველებს არაბუნებრივად გამოსდით ამგვარი სცენები. ალბათ, ქართველებსაც გვექნება ოდესმე ეროტიკული სცენების ნიჭი. ამ ეტაპზე კინობაზარზე იმდენი არ გვაქვს ნათქვამი, რომ ეროტიკულ სცენებზე გადავიდეთ – ჯერ დრამაც ვერ გადაგვიღია წესიერად. თბილისი პატარა ქალაქია, ამიტომ, თუ გინდა პოპულარობის მოპოვება, ეს ძნელი საქმე სულაც არაა და, გახდის გარეშეც მოახერხებ ამას. ჰოლივუდში არის რამდენიმე მსახიობი ქალი, რომლებსაც დღემდე არ გაუხდია, მაგრამ დაჯილდოებულან სხვადასხვა პრიზებით და „ოსკარიც“ კი აქვთ მიღებული.

– დეტექტიურ ფილმში ასახიერებ ახალგაზრდა კრიმინალისტ ქალს. სინამდვილეში თუ ჰგავხარ რამით კესოს?

– ჯერ ერთი, დეტექტიური სერიალი ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ერთი სული მაქვს, როდის გაგრძელდება გადაღებები. ჩემი გმირი არის 25 წლის ახალგაზრდა კრიმინალისტი ქალი, რომელიც თავის ასაკთან შედარებით ბევრად ჭკვიანია. მე კრიმინალისტიკასთან შეხება არ მქონია, ამდენად საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი, ჭკვიანი ვარ-მეთქი. თუმცა, ისეთი ნაზი და წყნარიც არ ვარ, როგორიც ჩემი გმირია. გამოდის, ერთმანეთისგან საკმაოდ განვსხვავდებით, მაგრამ, როგორც კესო ეკიდება თავის საქმეს, ეს თვისება მეც მახასიათებს. მაქსიმალისტი ვარ. იმის მიუხედავად, რომ სერიალი ახალი დაწყებულია, უკვე ჩემს გმირთან მაიგივებენ და კესარიას მეძახიან. ის არაა უარყოფითი პერსონაჟი, არც მის დაძახებაზე მაქვს უარყოფითი ემოცია.

– 20 წლის გოგონას კვალობაზე საკმაოდ საქმიანი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებ...

– 16 წლიდან ვმუშაობ. მარტო ფულზე კი არაა საქმე, როცა მუშაობ და დაკავებული ხარ, დამოუკიდებელ ადამიანად გრძნობ თავს. როცა საქმე არ მაქვს, მართლა ცუდად ვარ, სერიოზულად განვიცდი. თუ თავისუფალი დრო გამომიჩნდა, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად ვატარებ. ექსპრომტად ვგეგმავთ, სად აჯობებს წასვლა. ზოგჯერ მწყენია კიდეც, გადაღებების დროს მათთან ერთად რომ ვერ ვახერხებდი ყოფნას.

– მას მერე, რაც ცნობადი სახე გახდი, თაყვანისმცემელთა რიცხვი, ალბათ, ერთიორად გაიზარდა...

– ეგ მანამდეც იყო, უცხო თაყვანისმცემლები გამოჩნდებოდნენ ხოლმე და ნაცნობებისგან ვიგებდი, თურმე, ვიღაც ჩემზე იყო შეყვარებული. მართალი გითხრათ, მათი რაოდენობა არასოდეს დამითვლია. პოპულარობა ზრდის ნაცნობების რიცხვს და არა თაყვანისმცემლებისას, მე ასე მგონია.

– შენზე შეყვარებული მამაკაცები თუ განებივრებენ სიურპრიზებით?

– კი. ყველა თავისებურად ცდილობს ჩემი ყურადღების მიპყრობას. მახსოვს, ერთმა ადამიანმა ჩემი სახლის წინ ფოიერვერკი მოაწყო, საჩუქრებიც ყოფილა და იმედია, კიდევ იქნება. (იცინის) სიურპრიზი ბევრად გასახარია იმ ადამიანისგან, ვინც გიყვარს, ისედაც, ქალებს ნამდვილად გვჭირდება სიურპრიზები.

– როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელსაც შეეძლება შენი გულის მონადირება?

– ჩამოწერილი არ მაქვს, როგორი უნდა იყოს ან რა ფერის თვალები ჰქონდეს. ეს ღმერთის ნებაა, ვისი ღირსიც ვიქნები, ისეთ ადამიანს მარგუნებს ბედი. უპირველესად, რა თქმა უნდა, მის ვიზუალს ვაქცევ ყურადღებას, უნდა შეეხედებოდეს. თუმცა, კაცი უნდა იყოს ვაჟკაცური, კაცური კაცი და მის გვერდზე გრძნობდე, რომ შენ ქალი ხარ და არა მისი დედა. რა თქმა უნდა, მასაც უნდა მოვეწონო, თორემ ურთიერთობის ინიციატივა ჩემგან არ წამოვა, გამორიცხულია.

– თუმცა, დღეს ბევრი გოგო სხვანაირად ფიქრობს და სხვათა შორის, კაცებსაც მოსწონთ აქტიური ქალები...

– კაცებს იმიტომ მოსწონთ აქტიური ქალები, რომ ქალებმა შეაჩვიეს ასე – თვითონ უნდა ურეკონ და პაემანზე დაპატიჟონ კაცი. ყველამ თავისი საქმის იცის, მაგრამ მე არასოდეს ვიქნები მასთან, ვის გვერდითაც კაცის ფუნქციების შეთავსება დამჭირდება.

– ადრე თუ ყოფილხარ, ან ახლა თუ ხარ შეყვარებული?

– ვისთანაც ადრე მოწონება და სიყვარული ყოფილა, მე მათ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ, მაგრამ ისეთი პრობლემები იყო, აღარ გაგრძელებულა ჩვენი ურთიერთობა. ამჟამად არავინ მიყვარს, მთავარია, შევხვდე ისეთ ადამიანს, რომელსაც გავუგებ და ერთმანეთი შეგვიყვარდება. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

– ისე, რამე რომ იყოს, ხარ თუ არა მზად ოჯახის შესაქმნელად?

– ორწლინახევრის და მყავს და ისეთი პრაქტიკა გავიარე, დედა რომ ვიყო, ბავშვის მოვლა არ გამიჭირდება. მეუღლეობასაც მშვენივრად შევითავსებ. უბრალოდ, არ ვჩქარობ, რადგან არ მყავს სიყვარულის ობიექტი. თორემ, როცა გამოჩნდება, შეიძლება, უცებ ისე გადამიტრიალდეს ტვინი, გადაღებებიც და ყველა საქმეც უკან მოვიტოვო. ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახის შექმნაა, არც მთლად კარიერისტი ვარ. არც იმას ვიტყვი, დრო არ მაქვს სიყვარულისთვის-მეთქი. თუ გინდა, დროს აუცილებლად გამონახავ, მით უმეტეს, საყვარელი ადამიანისთვის.

– სალომე, ხარ თუ არა შენი გარეგნობით კმაყოფილი?

– ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავი არ მოსწონს გულის სიღრმეში მაინც, სარკის წინ მოთქვამს, რას ვგავარო, ის არავის მოეწონება. როცა სახლიდან გადიხარ, შეიძლება, დიდად არ გაიპრანჭო, მაგრამ შინაგანად დარწმუნებული უნდა იყო, რომ კარგად გამოიყურები. გარეგნობაზე შინაგანი განწყობა მოქმედებს. არ ვმალავ, რომ მომწონს ჩემი თავი. რატომაც არა? მე არაფერს შევცვლიდი ჩემს გარეგნობაში და ღმერთს დიდი მადლობა ამისათვის.

– შენი ჰობი?

– მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული და დღე არ გავა, ფორტეპიანოზე არ დავუკრა. დილა თენდება – ვუკრავ და ღამეც დაკვრით მთავრდება. ასევე ვუკრავ გიტარაზეც. ბავშვობიდან ვმღერი, ისეთ ოჯახში გავიზარდე, ყველა უკრავდა და მღეროდა. ასე რომ, ამ მხრივ, გამონაკლისი არც მე გახლავართ. ჩემს სამეგობრო წრეშიც მელომანი ადამიანები არიან და მშვენივრად ვილხენთ. ამას გარდა, ვხატავ, პროფესიით ვარ გრაფიკოსი დიზაინერი, მაგრამ საბოლოოდ ვაპირებ, გავყვე კინოს. ბევრი კურიოზი მქონია გადაღების დროს. მინდა გავიხსენო ერთი მომენტი, როცა სერიალ „ჩიფსების თაობაზე“ ვმუშაობდი. იქ ვასრულებდი სალომეს როლს. საძაგელი გოგო იყო. მილიონი მოიპარა და უნდა, გაიქცეს. ამიტომ გადამაცვეს ისეთი ფორმა, რომ ვერავინ მიცნოს და არ დამიჭირონ. თავზე დამადეს თეთრი პარიკი, მისვია საშინელი გრიმი, გათხუპნული ვარ და საშინელი შესახედავი. გადაღება გვაქვს საბურთალოს ქუჩაზე, სადაც მუდმივად ბევრი ხალხი ტრიალებს. მანქანები წითელზე ჩერდებოდნენ და ყველა დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, მე პირდაღებული მიყურებდა. არ იცოდნენ, რომ ფილმის გადაღება მიდიოდა. თან, მეცვა მოკლე კაბა, ღია ტოპი, წითელი პომადა, ქერა პარიკი და მაღალ ქუსლებზე დავპრაკუნობდი. მერე სარკეში რომ ჩავიხედე, საკუთარ თავის თვითონვე შემეშინდა.

– რა არის შენი დადებითი და უარყოფითი თვისება?

– ბავშვობიდან სადაქალოში ვიყავი გიჟი გოგო. აქტიური, სულ ხუმრობის ხასიათზე. ყველას ვაცინებდი. რაც შეეხება ცუდ თვისებას, ყველასთან ვარ ზედმეტად გულახდილი. უცბად შევდივარ კონტაქტში და ჩემი სითბო ზოგს ცუდად გამოუყენებია. მინდა, თავშეკავებული ვიყო, რომ ყველას არ ვენდო.

– მიგაჩნია თუ არა თავი იღბლიან ადამიანად?

– ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში აუცილებლად გჭირდება იღბალი. რაც არ უნდა მოინდომო და იმუშაო, თუ არ გაგიმართლა, არაფერი გამოვა. ბევრ ნიჭიერ ადამიანს ვიცნობ, უმუშევარია და სახლში ზის. შეიძლება, გავიდეს დრო და მეც მომავალში აღარავინ დამამტკიცოს როლზე, ზოგადად, კი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ყველაფერი კანონზომიერია.


скачать dle 11.3