კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სისხლიანი ქრონიკები

70 წლის წინათ – 1940 წელი

15 ნოემბერს ორი ებრაელი პატრიოტი, 19 წლის შარონ გუზმანი და არონ კაცი, ჰამბურგის პორტში მდგარ სამხედრო გემ „ადოლფ ჰიტლერზე“ შეიპარნენ, რომელიც ტყვია-წამლით იყო დატვირთული და საკუთარი სიცოცხლის ფასად ააფეთქეს, რასაც 41 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ფაშისტები 10 მილიონი რაიხსმარკით დაზარალდნენ.

16 ნოემბერს, ნორვეგიის ნაპირებიდან 80 მილის დაშორებით, ბრიტანული წყალქვეშა ნავი „დელფინი“ ფაშისტურ სუბმარინას – „მესამე რაიხს“, კუდზე დააჯდა, შეუტია, ორი ტორპედო ესროლა და, ჩაძირა, რასაც 180 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და გერმანელებს 2 მილიონი რაიხსმარკის ზარალი მიაყენა.

17 ნოემბერს, რუსეთის ქალაქ სარატოვის მახლობლად მიმდინარე სამხედრო-საველე სწავლებისას, არყით გამობრუჟული რუსი ტანკისტი, კაპიტანი სტეპან ეგოროვი, ტანკით გაიჭრა ქალაქში, დაზგური ტყვიამფრქვევიდან მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა და ორი ადამიანი მოკლა, 19 კი მძიმედ დაჭრა.

60 წლის წინათ – 1950 წელი

15 ნოემბერს მოსკოვში 40 წლის სერიული მკვლელი – ანტონ შოხინი დახვრიტეს, რომელსაც 13 ადამიანი ჰყავდა მოკლული. შოხინი პროფესიით მძღოლი იყო. ის საქალაქთაშორისო რეისებზე მუშაობდა და სამშენებლო მასალებს ეზიდებოდა. თავის მსხვერპლს კი მგზავრებს შორის არჩევდა, რომლებსაც ჯერ თიშავდა და აუპატიურებდა, შემდეგ კი ყელს ჭრიდა და წყალში ყრიდა.

18 ნოემბერს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ტერორისტებმა ინგლისის ქალაქ მანჩესტერში ააფეთქეს სამგზავრო ავტობუსი, რომელიც ხალხით იყო სავსე და 56 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, 30 კი მძიმედ დაიჭრა. აფეთქებამ 100 მეტრის რადიუსში ქალაქის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზარალა.

19 ნოემბერს ნიუ-იორკის ზოოპარკში დახვრიტეს გიგანტი დათვი – გრიზლი, რომელმაც ღიად დატოვებული გალიის კარიდან გააღწია გარეთ და ზოოპარკის დამთვალიერებლებს დაერია. გრიზლის თავდასხმისგან 4 ადამიანი დაიღუპა, 2 მძიმედ დაშავდა, თავად გოლიათი დათვი კი ოთხმა პოლიციელმა მსხვილკალიბრიანი ტყვიებით ჩაცხრილა.

50 წლის წინათ – 1960 წელი

15 ნოემბერს ლენინგრადში დახვრიტეს 36 წლის ევგენი ხარიტონოვი, რომელიც პროფესიით არტილერისტი იყო. მას 10 ადამიანი ჰყავდა წამებით მოკლული და დამწვარი. ხარიტონოვი იმპოტენტი იყო და თავის არასრულფასოვნების კომპლექსს სადისტური მკვლელობით გამოხატავდა, რაც მას უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა.

18 ნოემბერს ინდოეთში, ქალაქ ბომბეიდან 61-ე კილომეტრზე, მსხვილი სარკინიგზო კატასტროფა მოხდა, რასაც 180 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 200-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. კატასტროფა კი გამოიწვია დისპეტჩერის შეცდომამ, რომელმაც სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთ ლიანდაგზე გაუშვა.

21 ნოემბერს რუსეთის ქალაქ პერმის მკაცრი რეჟიმის მეექვსე კოლონიაში პატიმრებმა საპყრობილის ტერიტორიას ჯერ ცეცხლი წაუკიდეს, შემდეგ კი იქაურობას რბევას მიჰყვეს ხელი და გარე პერიმეტრზე გასვლა სცადეს, თუმცა სპეციალურად გამოძახებულმა სამხედრო რაზმმა მათ ცეცხლი გაუხსნა და მასობრივი გაქცევა აღკვეთა. შედეგად 81 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.


скачать dle 11.3